როგორც ცნობილია, მსოფლიო მედიცინა მუდმივ პროგრესს განიცდის, მათ შორის, ვითარდება სტომატოლოგიაც. აღნიშნული პროცესი შეუძლებელია უახლესი ტექნოლოგიების დანერგვის, ხარისხიანი პროდუქციის გამოყენებისა და მაღალკავლიფიციური სპეციალისტების მომზადების გარეშე. ყველაფრის გათვალისწინებით, „ნინო ბერიძის ორთოდონტიული ცენტრი“ გთავაზობთ გერმანული კომპანია „Schutz Dental“- ის იმპლანტებს.
კომპანია Schutz Dental Group გერმანიაში 1962 წელს დაარსდა. იგი დაკავებულია მსოფლიოში ცნობილი “Impla”-ს მარკის იმპლანტების წარმოებით.
კომპანია Schutz-ის კბილის იმპლანტის Impla-ს უპირატესობანი:
- იმპლანტების წარმოებისათვის გამოიყენება სუფთა სამედიცინო ტიტანი, მინარევების გარეშე, რომელიც არ იწვევს ალერგიასა და ორგანიზმიდან გამოძევებას.
- იმპლანტებს აქვთ განსაკუთრებული ფორმა, რადგან კონსტრუქციის შექმნისას ითვალისწინებენ ადამიანის ყბის ანატომიას, რაც აისახება იმპლანტატის შეხორცების დროის შემცირებაზე.
- განსაკუთრებული დიზაინის წყალობით, შესაძლებელია პროთეზირება იმპლანტანტის მოთავსებისთანავე: იმპლანტატი შეერთებულია აბატმენთან.
- იმპლანტის ზედაპირი ფორებიანია, რაც უზრუნველყოფს ძვალთან სწრაფ შეხორცებას.
- დატვირთვის თანაბარი გადანაწილება განსაკუთრებული დიზაინის ხრახნის წყალობით.
- აბატმენტების (გადამყვანების) დიდი არჩევანი, რომელიც ნებისმიერი დიზაინის პროთეზების დამაგრების საშუალებას იძლევა.
კომპანია Schutz Dental Group-ის მიერ წარმოებულ პროდუქციას გააჩნია ISO ხარისხის სერთიფიკატი. ამას გარდა, კომპანიაში ტარდება სამეცნიერო კვლევები იმპლანტაციაში. მეცნიერების შტატი ითვლის რამოდენიმე ასეულ ადამიანს, რომლებიც რეგულარულად ზრუნავენ პროდუქციის სრულყოფაზე. კომპანია ასევე თანამშრომლობს ბერლინის, მიუნჰენის და გერმანიის სხვა კვლევით ინსტიტუტებთან.
კომპანიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა იმპლანტაციის სპეციალისტების მომზადებას. Schutz-ის სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ იმპლანტატის შეხორცება არა მარტო იმპლანტის ხარისხზეა დამოკიდებული, არამედ ექიმი-იმპლანტოლოგის ოსტატობაზეც.
ჩვენი კლინიკის ექიმი იმპლანტოლოგი ფლობს კომპანია Schutz Dental Group-ის სერთიფიკატს.