იმპლანტაცია გარანტიით

– გამარჯობათ, მე თქვენი პაციენტი ვარ! დამიბრუნეთ იმპლანტაციის ფული! ვერც ერთი ორთოპედი თქვენს გაკეთებულ იმპლანტებზე ვერ მიკეთებს გვირგვინს!

– ეეეე… რატომ უნდა დაგიბრუნოთ ფული?

– მე ჯერ გარანტიაც არ გამსვლია!

– და რაზე გაქვთ გარანტია?

– როგორ თუ რაზე? იმპლანტაციაზე!

– მოიცათ, გეთაყვა. თქვენ იმპლანტაციის ოპერაციაზე გაქვთ გარანტია?

– დიახ!

– იმპლანტი ინეგრირდა? შეგიხორცდათ?

– დიახ!

– ე.ი. ოპერაციამ შედეგიანად ჩაირა?

– ალბათ.. კი…

– მაშინ რა პრეტენზიები გაქვთ? თქვენ გადაიხადეთ ფული ჩვენ ჩავსვით იმპლანტი, იგი შეხორცდა. ის, რომ ვერავინ ახდენს პროთეზირებას თქვენი ორთოპედის პრობლემაა და არა ჩვენი კლინიკის.

– მაგრამ …

– არავითარი მაგრამ! იქნება და თქვენმა ორთოპედმა საერთოდ არ იცის მუშაობა?

ეს რეალური ისტორიაა, რომელიც საქართველოში არ მომხდარა, მაგრამ მოხდა. (ისე ალბათ არ ვიცი მარა ჩვენთანაც მოხდებოდა, რაღაც ამდაგვარი :))

პერიოდულად ისმის სტომატოლოგიური კლინიკების რეკლამებში ფრაზა “გარანტია ყველა სახის მომსახურებაზე”, “გარანტია იმპლანტებზე 15 (20-30-100) წელი” და “კბილების იმპლანტაცია გარანტიით” ან “სიბრძნის კბილის ექსტრაქცია გარანტიით”. იგივე შესაძლოა მოვისმინოთ პაციენტებისაგან და გარანტია რამდენი აქვს? ალბათ ეს კითხვა იწვევს ამგვარ დაპირებებს (ჩემი აზრით)

მოდით ვიყოთ გულახდილები. გარანტია ქირურგიულ მანიპულაციებზე, მათ შორის ოსტეოპლასტიკაზე, სინუსლიფტინგზე და დენტალურ იმპლანტაციაზე ბლეფია და სისულელე. რადგან ოპერაციის წარმატება დამოკიდებულია არა მხოლოდ ექიმის კვალიფიკაციაზე, არამედ ორგანიზმის ჯანმრთელობაზე და პაციენტის გულმოდგინებაზე. ქირურგს უბრალოდ შეუძლია შექმნას ხელსაყრელი პირობები იმპლანტის ოსტეოინტეგრაციისათვის, მაშინ როდესაც თავად ოსტეოინტეგრაცია – უდაოდ ადამიანის ორგანიზმის დამსახურებაა. მედიცინაში არ არსებობს ოპერაცია 100% იანი წარმატებით. ნებისმიერ, თუნდაც ყველაზე მარტივ ქირურგიულ ოპერაციას ყოველთვის აქვს გართულების გარკვეული რისკი.

დიახ, იმპლანტებს აქვს მწარმოებლის გარანტია. მაგრამ იმ გაგებით, რომ იმპლანტი – ლითონის რთული ნაკეთობაა. თუკი იგი გატყდება, ან აღმოჩნდება ქარხნული წუნი, მაშინ აუცილებლად იცვლება მწარმოებლის მიერ. მაგრამ დამეთანხმეთ, თუკი ავიღებთ სერიოზულ საიმპლანტაციო სისტემას, ასეთი შემთხვევები ძალზე დიდი იშვიათობაა. ამიტომ მწარმოებებლი იძლევა  გარანტიას სიცოცხლის ბოლომდე საკუთარ პროდუქტზე. თუკი იმპლანტი გაიბზარა, გატყდა ხრახნი და ა.შ. – უპრობლემოდ გამოგიცვლით ახლით ჩვენს ხარჯზე. მაგრამ თუკი იმპლანტი გამოვარდა 10 წლის შემდეგ, იმიტომ, რომ პაციენტი არ იცავდა ელემენტარულ ჰიგიენას – ბოდიში, ეს პაციენტის პრობლემაა და არა მწარმოებლის.

სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ სიცოცხლის ბოლომდე (ან 15-20 წლიანი) გარანტია იმპლანტაციაზე – ესაა გარანტია, რომ იმპლანტი ამ ხნის მანძილზე შეინარჩუნებს საკუთარ ფიზიკურ მახასიათებლებს და ფორმას. მაგრამ არავითარ შემთხვევაში იმაზე, რომ იმპლანტს გამოგიცვლით 10 წლის შემდეგ პერიიმპლანტიტის გამო.

არავინ და არასდროს ჯანსაღი აზროვნებთ არ იძლევა გარანტიას ოსტეოპლასტიკურ ოპერაციებზე, სინუსლიფტინგი ან რბილი ქსოვილების პლასტიკა. იმიტომ, რომ სინუსლიფტინგისას – ყველაზე მარტივი იმპლანტოლოგიური ოპერაცია, შეუძლებელია იწინასწარმეტყველო, მემბრანა გაიხევა თუ არა, ხომ არ გაიშლება ნაკერები, ხომ არ გაიწოვება ოსტეოპლასტიკური მასალა. ქირურგ იმპლანტოლოგს მხოლოდ შეუძლია მინიმუმანდე დაიყვანოს რისკები, ჩაატაროს რა ოპერაცია ყველა წესის დაცვით და ხარისხიანი ინსტრუმენტების და მასალების გამოყენებით. მაგრამ თავად რეგენერაციის პროცესზე (მთელი იმპლანტოლოგია რეგენერაციაა) სამწუხაროდ ზეგავლენას ვერავინ ვერ მოახდენს.

სხვა საქმეა – სამედიცინო მომსახურების გაწევაზე ხელშეკრულების შედგენა. მოკლედ, რომ ვთქვათ “კლინიკა ვალდებულია მოემსახუროს პაციენტს” ხოლო “პაციენტი ვალდებულია გადაიხადოს ამ მომსახურების საფასური, და არა”ცდილობს მოემსახუროს”. წინააღმდეგ შემთხვევაში “პაციენტი ცდილობს გადაიხადოს”.

ამიტომ ნუ ენდობით გარანტიას, რასაც არ უნდა გპირდებოდნენ რეკლამაში. საერთოდ სჯობს მაქსიმალურად კრიტიკულად მიუდგეთ ამ საკითხს.

გისურვებთ ჯანმრთელობას!


კომენტარები