არ არსებობს ადამიანი რომელსაც არ გაუგია სიტყვა “კარიესი”. სამწუხაროდ ჩვენი პლანეტის უმრავლესობამ თავის თავზე იწვნია მისი გამოვლინება და გართულებები. კარიესი კბილის მაგარი ქსოვილების დაავადებაა, რომელიც იწვევს ემალის, შემდგომში კი დენტინის დაზიანებასა და დაშლას.
კარიესის განვითარების ძირითადი მიზეზი პათოგენური მოკროორგანიზმებია. თუმცა არსებობს მაპროვოცირებელი ფაქტორები, როგორიცაა ცუდი ჰიგიენა, კვების თავისებურებები, მავნე ჩვევები, ზოგიერთი დაავადება და წამლების უკონტროლო სმა, რაც პირის ღრუს მიკროფლორის დარეღვევას იწვევს.
არანაკლებ როლს თამაშობს გენეტიკური ფაქტორი და ორგანიზმის ფიზიოლოგიური თავისებურებები. ბაქტერიები ილექებიან კბილის ზედაპირებზე, იზრდებიან და იკვებებიან ხელსაყრელ პირობებში, ხოლო მათი ცხოველმყოფელობის პროდუქტები კი აზიანებენ ემალს და შედეგად აღწევენ კბილის ღრმა შრეებში.
კარიესი არ აძლევს პაციენტს საშუალებას გამოიყენოს ურთიერთობის ყველაზე ეფექტური მეთოდი – ღიმილი, ხოლო უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან, შეიძლება, ფსიქოლოგიური დისკომფორტის მიზეზი გახდეს, რაც ნეგატიურად აისახება პაციენტის პირად ურთიერთობებზე.
თანამედროვე სტომატოლოგიაში კარიესის მკურნალობა უკვე აღარ შემოიფარგლება მხოლოდ დაზიანებული ქსოვილების მოშორებით და დეფექტის საბჟენი მასალით ამოვსებით. თანამედროვე ბჟენებს უკვე აღარც ჰქვიათ “ბჟენები”, მათ “რესტავრაციებს” თუ დავარქმევთ, რადგან ისინი არამხოლოდ ავსებენ დაკარგულ ქსოვილებს, არამედ იმეორებენ კბილის ბორცვების, ფისურებისა და ბუნებრივი ჩანაჭდევების ფორმებს. ასეთი მეთოდით აღდგენილი კბილი სრულიად ჯანმრთელად და ხელუხლებლად გამოიყურება. ასევე აღსანიშნავია, რომ თანამედროვე საბჟენი მასალები სიმკვრივითაც მაქსიმალურად მიახლოებულია კბილის ქსოვილებთან.
ნუ დაელოდებით სანამ კარიესი გაგირთულებთ ცხოვრებას. “ნინო ბერიძის ორთოდონტიული ცენტრის” სპეციალისტები თანამედროვე მასალებისა და აპარატურის მეშვეობით წარმატებით უმკურნალებენ ამ დაავადებას.