კარიესისა და პულპიტის მკურნალობა თანამედროვე მეთოდებით

 

ალბათ, თქვენთვის ცნობილია თუ საიდან ვითარდება პირის ღრუს დაავადებები. ყველაფერი ძალზე მარტივია: ჩვენში ბავშვობიდან ისე ღრმადაა გამჯდარი სტომატოლოგის შიში, რომ ვარჩევთ არ მივიდეთ პროფილაქტიკურ შემოწმებებზე.

მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა იხეხავდეთ კბილებს დღეში რამდენჯერმე, იყენებდეთ სავლებებს და ფლოსებს, მაინც, კარიესის (ან რამე უარესის) განვითარების საფრთხე საკმაოდ მაღალია. მხოლოდ სტომატოლოგიურ კლინიკაში შეუძლიათ დროულად აღმოაჩინონ და აღმოფხვრან არსებული პრობლემა.

კარიესისგან თავის დაღწევაში დაგეხმარებათ რეგულარული პროფესიული წმენდა. აქედან შესაძლოა დასკვნების გამოტანაც, რომ პირის ღრუს დაავადებები ჩვენი საკუთარი ჯანმრთელობისადმი უყურადღებობის შედეგია. ის, რისი მკურნალობაც შეიძლებოდა საწყის სტადიაზე, ვითარდება და გვიქმნის უამრავ უსიამოვნებას. შედეგად, სტომატოლოგს უწევს უმკურნალოს და აღმოფხვრას პირის ღრუს არასწორი მოვლის შედეგები. რა თქმა უნდა, სპეციალისტისათვის არ წარმოადგენს სირთულეს კარიესის ან პულპიტის მკურნალობა, არც პაციენტისათვის იქნება მკურნალობის პროცესი უსიამოვნო. მაგრამ „უაზრო“ შიში ხელს გვიშლის გონებით მოქმედებაში და ვცდილობთ უკანასკნელ მომენტამდე მოვითმინოთ, გავუძლოთ, იქნება გაიაროს, ან ისე დაიშალოს, რომ შემდეგ თავისით ამოვარდეს და აგვარიდოს თავიდან სტომატოლოგთან ვიზიტი. „ნინო ბერიძის ორთოდონტიულ ცენტრში“ კარიესისა და პულპიტის მკურნალობა თანამედროვე დანადგარებით ხდება, რომელიც საშუალებას იძლევა ჩატარდეს მკურნალობა სწრაფად და უმტკივნეულოდ.

თუკი მაინც გაუძელით და მიაღწიეთ იმ მომენტამდე, რომ კბილი თავისით ამოგივარდათ, დროზე ადრე ნუ გაგიხარდებათ, რადგან მაინც მოგიწევთ სტომატოლოგთან ვიზიტი. ის ფაქტორები, რამაც თქვენი კბილის დაშლა გამოიწვია, განაგრძობენ თავიანთ მავნე ზემოქმედებას და შესაძლოა, ღრძილქვეშ ძვლოვანი ქსოვილის დაშლაც გამოიწვიონ. ჩვენს კლინიკაში გეძლევათ არჩევანის საშუალება: გაიკეთოთ მოსახსნელი კონსტრუქცია (მიკრო ან ნაწილობრივი პროთეზი), ლითონ-ფაიფურის (მეტალო-კერამიკა) ხიდი ან თანამედროვე სტომატოლოგიის ბოლო მიღწევა - იმპლანტი. „ნინო ბერიძის ორთოდონტიულ ცენტრში“ გამოიყენება მხოლოდ თანამედროვე მასალები, რომელთა მოხმარების დროც საკმაოდ მაღალია, თქვენ უბრალოდ მოგიწევთ სტომატოლოგთან ვიზიტი ჩვეულ რეჟიმში (წელიწადში ორჯერ).

ექიმი-სტომატოლოგის მხოლოდ დროული კონსულტაცია დაგეხმარებათ საწყის სტადიაზე გამოავლინოთ, უმკურნალოთ და შეინარჩუნოთ თქვენი კბილების ჯანმრთელობა.


კომენტარები