პულპიტი

პულპიტი კბილის რბილი ქსოვილების (ნერვის) ანთებაა და წარმოადგენს კარიესის გართულებას. პათოგენური მოკრობები კბილის მაგარი ქსოვილების „მონელების“ შემდგომ აღწევენ რბილ ქსოვილებამდე, შედეგად, ვიღებთ ანთებასა და გათენებულ ღამეებს.

სამწუხაროდ, აღნიშნული დაავადება ძალზე ხშირია ბევრისთვის ნაცნობი მწვავე ტკივილების თანხლებით. პულპიტის დროს აღინიშნება – მწვავე, თვითნებითი ხასიათის ტკივილები, რომლებიც ძლიერდება ღამით. დაავადებას შეიძლება ახლდეს ირადიაცია სახის სხვადასხვა უბნებში. ნერვის ანთების ჩირქოვან ფაზაში გადასვლასთან ერთად, მატულობს ტკივილი და ის პულსირებადი ხდება.

პულპიტის მკურნალობა, რა თქმა უნდა, მოითხოვს წინასწარ ანესთეზიას. მკურნალობა იწყება დაზიანებული ქსოვილების მოშორებით და არხების პირდაპირი მიდგომის გზების შექმნით. შემდგომ, ისინი მექანიკურად და მედიკამენტურად მუშავდება, ბოლოს კი კბილი უნდა გამოშრეს და დაიბჟინოს.

 

არსებობს ასევე ყველა ჩვენთაგანისათვის კარგად ნაცნობი მკურნალობის მეორე მეთოდი – ე.წ. დარიშხანის გამოყენებით. ანთების სტადიიდან და კბილიდან გამომდინარე 1–2 დღეში დარიშხან მჟავას მოქმედებით „კვდება“ ნერვი, შემდგომ, დამუშავდება არხები ზემოთ აღნიშნული ეტაპების გათვალისწინებით. დღეისათვის მკურნალობის ეს მეთოდი გამოიყენება მხოლოდ ისეთ შემთხვევებში, როდესაც პაციენტს აღენიშნება ალერგია არსებულ ანესთეტიკებზე.

პულპიტის მკურნალობის მიზნით მოწოდებულია ბიოლოგიური მეთოდიც, როდესაც ნერვის ცხოველმყოფელობა ნარჩუნდება ანტიბიოტიკებისა და სხვა ანთების საწინააღმდეგო და კალცის შემცველი პრეპარატების გამოყენებით. აღნიშნული მკურნალობა ტარდება მხოლოდ ახალგაზრდა ასაკში და მხოლოდ გარკვეულ შემთხვევებში. შედეგი, სამწუხაროდ, ყოველთვის საიმედო არაა.  

ამ უსიამოვნო „თავგადასავლების“ აცილებაში დაგეხმარებათ „ნინო ბერიძის ორთოდონტიული ცენტრი“, სადაც გამოცდილი ექიმების დროული კონსულტაცია აგარიდებთ დამღლელ და აუტანელ ტკივილებს.


კომენტარები