პერიოდონტიტი

პერიოდონტიტი

პერიოდონტიტი პერიოდონტის ქსოვილების ანთებაა. ანთებადი პროცესი ვრცელდება არა მარტო კბილის, არამედ ფესვის ირგვლივ არსებულ ძვლოვან ქსოვილებზეც. პათოლოგიური ცვლილებების მიხედვით განარჩევენ პერიოდონტიტის ფიბროზულ ფორმას, გრანულომას და ცისტას. ინფექციური პერიოდონტიტი, ძირითადად, კარიესის გართულებაა. 

შესაძლოა იყოს როგორც პირველადი (როდესაც პროცესი ვითარდება უმკურნალო კარიესის ან პულპიტის შემთხვევაში), ასევე მეორადი (როდესაც პროცესს იატროგენული მიზეზი აქვს). ბაქტერიების შეღწევადობის მიხედვით პერიოდონტიტს ყოფენ ინტრადენტალურად და ექსტრადენტალურად (კბილშიგნითა და კბილგარეთა). ამ უკანასკნელს, შესაძლოა, მივაკუთვნოთ ანთებადი პროცესების გადასვლა გარშემომყოფი ქსოვილებიდან (ოსტეომიელიტი, ჰაიმორიტი).

ტრავმული პერიოდონტიტი ვითარდება, როგორც ერთჯერადი ზემოქმედებით (უცაბედი დაცემის ან ბლაგვი, მძიმე საგნის მოხვედრის შემთხვევაში), ასევე უმნიშვნელო, მაგრამ ქრონიკული ტრავმირების შემთხვევაში (დიდი ზომის ბჟენი, ძაფის ან მავთულის კვნეტა). ტრავმირების შემთხვევაში პროცესი, როგორც წესი, მწვავედ მიმდინარეობს.  

მედიკამენტოზური პერიოდონტიტი ვითარდება, ძირითადად, პულპიტის არასწორად მკურნალობის შემთხვევაში, როდესაც ძლიერმოქმედი პრეპარატები ან გამაღიზიანებელი ნივთიერებები (ფოსფატ–ცემენტი, წკირები) ხვდება პერიოდონტის ქსოვილებში (მაგ.: დარიშხანი, ფენოლი, ფორმალინი). ასევე, მედიკამენტოზურს მიეკუთვნება პერიოდონტიტები, რომელიც ვითარდება ალერგიულ რეაქციებზე. 

პაროდონტიტიპერიოდონტიტი კარიესის გართულების ერთ–ერთი ვარიანტია. მას თან ახლავს ნერვის დაშლა, კბილის საფიქსაციო იოგის დაზიანება, კბილის მორყევა, ტკივილი შეხებისას. შესაძლოა, ტემპერატურის მომატებაც.

პაროდონტიტი

დაავადების უსიმპტომოდ მიმდინარეობისას ფესვის ირგვლივი ძვალი განილევა და ყალიბდება გრანულომა ან ცისტა, რაც სერიოზულ მკურნალობას მოითხოვს არა მხოლოდ კბილის შესანარჩუნებლად, არამედ ორგანიზმის დასაცავად ზოგადი ინტოქსიკაციისაგან.

პერიოდონტიტიანი კბილების მრავლად არსებობამ  შესაძლოა შინაგანი ორგანოების დაზიანებაც გამოიწვიოს, მათ შორის, თირკმლების (გლომერულონეფრიტი), გულისა (რევმატიზმი) და სახსრების (რევმატიზმი) დაზიანება. 
ანთებადი კბილის მკურნალობის მიზნით, კბილი იხსნება, არხები მუშავდება მექანიკურად, ანტისეპტიკურად და ულტრაბგერით. ზოგადი მდგომარეობიდან და ანთების სტადიიდან გამომდინარე კბილის მკურნალობა წარმოებს ერთ ან რამოდენიმე ეტაპად.

პაროდონტიტი

 


კომენტარები