კბილის დროებითი პროთეზირება

shutterstock_173251595_1300

ალბათ იცით, რომ დაშლილი და დაკარგული კბილების აღდგენამ შესაძლოა დიდი დრო მოითხოვოს. ასევე გარკვეული დრო პაციენტებს უწევთ შეეგუონ კბილების არ არსებობას ან არაესთეტიურ (დაქლიბული კბილები) და ნაკლებფუნქციონალურ მდგომარეობას. ასეთ შემთხვევებში გვეხმარება დროებითი პროთეზირება.

კბილის დროები პროთეზირებას გააჩნია დანიშნულებათა ფართო სპექტრი: ყველაზე გავრცელებულია – დროის მონაკვეთი რაც კბილის ტექნიკოსს ესაჭიროება მუდმივი კონსტრუქციის დასამზადებლად. როგორც ცნობილია, ისეთი პროთეზები, როგორიცაა ხიდები და გვირგვინები მზადდება სატექნიკო ლაბორატორიებში იმ ანაბეჭდების მიხედვით, რომელიც აიღო მკურნალმა ექიმმა დაქლიბული კბილებიდან. კონსტრუქციის მაშტაბები და სირთულე, ასევე  მათი მორგება ხშირად საჭიროებს დიდ დროის მონაკვეთს. პაციენტს უწევს ან იაროს უკბილოდ ან დაქლიბული კბილებით. ალბათ ჩვენს მკითხველებსაც განუცდიათ ეს დისკომფორტი.

termo1

 დაგვეთანხმებით, რომ ეს ლამაზი ნამდვილად არ არის და ამასთან ფუნქციონალური მხარეც იჩაგრება – ჩნდება ღეჭვის და საუბრის პრობლემები. ასეთ შემთხვევებში ყველაზე კარგი გამოსავალი დროებითი პროთეზირებაა. პირველ ყოვლისა ასეთი კონსტრუქცია აღადგენს ესთეტიკას, განსაკუთრებით წინა კბილების არეში. აგრეთვე დროებითი პროთეზი იცავს დაქლიბულ კბილებს ნერწყვისა და საკვების ნარჩენებისგან, ამავდროულად საშუალებას იძლევა ამ კბილებმა მონაწილეობა მიიღონ ღეჭვაში. კიდევ ერთი დანიშნულება აღნიშნული პროთეზის გახლავთ მომავალი კონსტრუქციის შეგუება. არა ნაკლებ მნიშვნელოვანი დანიშნულება გახლავთ ღრძილის ფორმირება, რაც იძლევა ბუნებრივი კბილის ეფექტს ნაკლული კბილის არეში.

 

დროებითი პროთეზების სახეები

0dcc2faaa74a3fcf4f795ab6aa03როებითი პროთეზები არსებობს, როგორც მოსახსნელი ასევე მოუხსნელი. პირველს მიეკუთვნება პროთეზები, რომლებიც მზადდება ჰიპოალერგიული პლასტმასისაგან, რომელიც გვერდებზე აღჭურვილია ნეილონის “ფრთებით”, გვერდით კბილებზე საფიქსაციოდ.

მოუხსნელ პროთეზებს მიეკუთვნება ხიდისებრი კონსტრუქციები და გვირგვინები, რომლებიც წამოეცმება დაქლიბულ კბილებს მუდმივი პროთეზების დამზადების პერიოდში.

 

pvk2დროებითი პროთეზირების უკეჩვენებები

უნდა აღინიშნოს, რომ არის შემთხვები, როდესაც პაციენტი უნდა შეეგუოს დროებით დისკომფორტს და არაესთეტიურ ღიმილს, რადგან არსებობს რიგი უკუჩვენებებისა. როდესაც საქმე ეხება იმპლანტაციას, არის მომენტები, როცა არსებობს იმპლანტის ინტეგრაციის (შეხორცების) საშიშროება, დროებითი გვირგვინისგან თავი უნდა შევიკავოთ. ასევე აღსანიშნავია ანთებადი პროცესების არსებობა საპროთეზო ველში და პირის ღრუს ცუდი ჰიგიენა.


კომენტარები