ადენტია - კბილების სრული ან ნაწილობრივი ნაკლოვანება. განარჩევენ სრულ პირველადს, ნაწილობრივ პირველადს, მეორად ნაწილობრივს და მეორად სრულს.
სრული პირველადი ადენტია - გვხვდება ძალზედ იშვიათად. მძიმე ანომალიაა, დაავადებას თან ახლავს, როგორც მუდმივი კბილების ჩანასახების არ არსებობა, ასევე სახის ჩონჩხის განუვითარებლობა. თანმხლები ნიშნებია - ყბების ალვეოლური მორჩების განუვითარებლობა, პირის ღრუს ლორწოვანის სიმშრალე და ბაცი ფერი.
პირველადი ნაწილობრივი ადენტია სარძევე თანკბილვისას.
ხასიათდება რამოდენიმე სარძევე კბილის არ არსებობით, რენტგენოლოგიურად სარძევე კბილების ჩანასახები არ ფიქსირდება. ამოჭრილ კბილებს შორის აღინიშნება ტრემები (კბილთა შორისი ნაპრალები). სარძევე კბილების საგრძნობი დანაკლისისას თან ახლავს ყბების განუვითარებლობა. მკურნალობა მიმართულია ყბის ზომების მომატებისკენ და მუდმივი კბილების დროული ამოჭრისაკენ.
პირველადი ადენტიის მკურნალობა:
პირველადი ნაწილობრივი ადენტია მუდმივი თანკბილვისას.
ხასიათდება სარძევე ადენტიის მახასიათებლებით. დათვალიერებისას კბილთა რკალში აღინიშნება რამოდენიმე კბილის ნაკლოვანება, დეფექტის არეში გვერდითი და ანტაგონისტი კბილების გადანაცვლება (პოპოვ-გოდონის ფენომენი).
ბავშვთა ასაკში მკურნალობა მიმართულია დეფორმაციის პროფილაქტიკის და მუდმივი კბილების სწორი ამოჭრისაკენ - ყველაფერი, როგორც სარძევე ადენტიისას.
მუდმივი მე-7 კბილის ამოჭრის შემდეგ, უკვე შეიძლება საუბარი, არ არსებული კბილების ჩანაცვლებაზე. როგორც წესი აღნიშნულ პროცედურას წინ უძღვის სრულყოფილი ორთოდონტიული მკურნალობა, შემდგომ კი დანაკარგი კბილის ჩანაცვლება.
აღდგენის მეთოდები:
მკურნალობის აღნიშნული მეთოდი, როგორც წესი გამოიყენება ცალმხრივი დეფექტისას (ერთი კბილის ნაკლოვანება).
განვიხილოთ სხვა სიტუაცია: ზედა ყბაზე აღინიშნება ეშვების ნაკლოვანება, დეფექტი სიმეტრიულია. აღნიშნულ შემთხვევაში, ორთოდონტს შეუძლია შემოგვთავაზოს პირველი პრემოლარების გადმოწევა ეშვების ადგილას, აღდგება კბილთა რკალის მთლიანობა, ხოლო ექიმი-თერაპევტი სხივგამყარებადი მასალით რესტავრაციის ხარჯზე კბილს მისცემს ეშვის ფორმას. თუმცა აღნიშნული მეთოდი ორთოდონტისა და თერაპევტის კარგ შეთანხმებულ მუშაობას და დიდ გამოცდილებას მოითხოვს.
არის შემთხვევები, როდესაც პაციენტს აღენიშნება 3 პრემოლარის ნაკლოვანება: 2 ზევით და ერთი ქვევით მარჯვენა მხარეს. აღნიშნულ სიტუაციაში მიზანშეწონილია ქვედა მარცხენა პრემოლარის ამოღება კბილთა რკალის სიმეტრიულობის აღსადგენად და ორთოდონტიული მკურნალობა, რითაც თავიდან ავიცილებთ პროთეზირებას.
სრული მეორადი ადენტია - კბილები არაა როგორც ზედა ისე ქვედა ყბაზე. მკურნალობა: მხოლოდ პროთეზირება, გამოიყენება როგორც მთლიანი მოსახსნელი პროთეზები, ასევე პროთეზები იმპლანტებზე და ა.შ.
მეორადი ნაწილობრივი ადენტია - კბილების ნაწილობრივი ნაკლოვანება, როგორც ზედა ასევე ქვედა ყბაზე. აღნიშნულ თემას სტომატოლოგიაში ეწოდება პაციენტის ორთოდონტიული მომზადება პროთეზირებისათვის. იბადება შეკითხვა: „რატომ არ შეიძლება პირდაპირ დავიწყოთ პროთეზირება?“. შეიძლება, მაგრამ არსებობს შემთხვევები, როდესაც ზემოხსენებული პოპოვ-გოდონის ფენომენის და პაროდონტიტის და გამო კბილები გაშლილია, გადანაცვლებული და ა.შ. უნდა გავიგოთ, რომ შეუძლებელია სრულყოფილი ლამაზი ღიმილის მიღება, ადეკვატური ორთოდონტიული მომზადების გარეშე.
ეძიეთ... ეს შრომატევადი საქმეა, გამგები პაციენტი მიხვდება, უნდა მიეხმაროთ ექიმს იდეალური რეზულტატის მიღწევაში.