ვინირება

ვინირება, veneers, ვინირები, ვინირების გაკეთება,

არსებობს  კბილის  რესტავრაციის  მრავალი  მეთოდი, როგორც  მხატვრული  რესტავრაცია  მაღალი  ხარისხის  კომპოზიტური  მასალით, ასევე  პრეს  კერამიკის  ვინირები, რაც  ყველაზე  სრულყოფილი  და  მცირე  ინვაზიური  მეთოდია  ესთეტიურ  სტომატოლოგიაში. 

ვინირების მეშვეობითაც შეიძლება კბილის ფორმის, ზომისა და ფერის გამოსწორება. აღნიშნული მეთოდი, ესთეტიურ სტომატოლოგიაში, აქტიურად გამოყენება და გვაძლევს საშუალებას მინიმალური ინვაზიის (ანუ ქსოვილის მინიმალური დანაკარგის) მეშვეობით დავაკორექტიროთ კბილები.

ვინირებით კარგად ინიღბება დაბზარული, ლაქებიანი ან დეფექტების მქონე კბილის მინანქარი. შესაძლებელია კბილის გადიდება ან, არასწორი დგომის შემთხვევაში, მცირედ შემობრუნებაც. ამის გამო, რიგ შემთხვევებში, ორთოდონტიულ მკურნალობას ანაცვლებს.

 

ნინო ბერიძის ორთოდონტიული ცენტრი პაციენტებს  სთავაზობს  მაღალკვალიფიციური  მომსახურების  სრულ  სპექტრს, მათ  შორის  პრეს  კერამიკულ  ვინირებს, რაც  გაძლევთ საშუალებას,   მიღებული შედეგი ხანგრძლივად შეინარჩუნოთ.

 veneers, dental, teeth, cosmetic dentistry

ვინირი წარმოადგენს ძალიან თხელ ფირფიტას, რომელიც კბილის ზედაპირზე მაგრდება.

მაღალპროფესიონალურ დონეზე შესრულებული ვინირი გამძლე კონსტრუქციაა და ღიმილიც დიდხანს შეინარჩუნებს მომხიბვლელობას სათანადო მოვლის და პირის ღრუს ჰიგიენის წესების დაცვის შემთხვევაში.

 

ვინირება, veneers, ვინირები, ვინირების გაკეთება,

ვინირების გაკეთება მიზანშეწონილია თუ თქვენთ გახასიათებთ:     

ა) ფერშეცვლილი კბილი მაგ: (ტეტრაციკლინის ან სხვა პრეპარატის მიღების გამო). 

ბ) ბზარები კბილებზე.
გ) ნაცვეთი კბილები.
დ) არათანაბარი და არასტანდარტული ფორმის კბილები.
ე) კბილთაშორისი დაცილებები (დიასთემები, ტრემები).

 

ვინირების დამზადების ეტაპები:


პირველი ვიზიტის დროს ჩვენ ვეცდებით გავიგოთ თუ რა შედეგის მიღწევა გსურთ, რისთვისაც შევისწავლით თქვენს პირის ღრუს. თუ ვინირები შესაბამისი იქნება თქვენთვის და თქვენც დარწმუნდებით მის საჭიროებაში შემდეგ ეტაპზე დავიწყებთ ვინირების დამზადებას კბილების პრეპარირებით და საბოლოოდ ანაბეჭდის აღებით. მუდმივი ვინირების მომზადების პერიოდში პრეპარირებისთანავე დაგიმზადდებათ დროებითი ვინირები. მისი დამზადების შემდეგ ხდება მორგება და ჩაცემენტება. ჩაცემენტება ხდება სპეციალური ცემენტით რომელიც არის სხივ გამყარებადი ცემენტი, ამ ცემენტის წყალობით ვინირი მტიცედ ეკვრის კბილის ბუნებრივ ქსოვილს.
სათანადო ზრუნვა მოვლის შემთხვევაში აგი არა მხოლოდ ხანგრძლივი პერიოდით მოგემსახურებათ არამედ მოგანიჭებთ საუცხოოდ თვალის მომჭრელ ღიმილს რომელიც თქვენ ყოველთვის გსურდათ!


კომენტარები