სიახლე ნიკოტინი და კბილები

kbilebi da sigareti სიგარეტი თამბაქო ნიკოტინი

 

   ადამიანის ჯანმრთელობის ერთ-ერთ ყველაზე გახშირებულ პრობლემას კბილის კარიესი წარმოადგენს, განსაკუთრებით ჩვენს ქვეყანაში, სადაც გარემო პირობების ზემოქმედებით, არასასურველი ეკოლოგიური ვითარებით, დაბალი სოციალური მდგომარეობით ძალზედ გამოხატულია დაავადებების დიდი სპექტრი.  ხშირ შემთხვევაში, ყოველივე ამას ჩვენ თავადვე ვამატებთ ისეთ მაპროვოცირებელ ფაქტორებს, როგორიც არის მაგალითად, თამბაქო.

 

საინტერესოა, როგორ აძლიერებს თამბაქო კარიესის განვითარების რისკებს?

კარიესი კბილის დაზიანებაა, რომელიც ვითარდება კბილის მაგარი ქსოვილის დემინერალიზაციის ხარჯზე. რა იწვევს მას? უმეტეს შემთხვევაში კბილის ზედაპირზე დაფიქსირებული მიკროორგანიზმები, კერძოდ კი მათ მიერ გამოყოფილი ცხოველქმედების პროდუქტები, რომელიც ბუნებით მჟავე გარემოსი არიან და ეს მჟავე გარემო საკმაოდ მძლავრად მოქმედებს კბილის ქსოვილზე და არასასურველი ჰიგიენის შემთხვევაში იწვევს კბილის დაშლას. 

sigareti da kbilebi სიგარეტი და კბილები თამბაქო

მიკროორგანიზმების მიმაგრებას, კბილის ზედაპირზე, ხელს უწყობს სხვადასხვა ფაქტორები (კბილის უკვე დაზიანებული უბანი, კბილის ქვა, არასწორედ გაკეთებული ბჟენი თუ ხელოვნური გვირგვინი, დიდი რაოდენობით ტკბილეული და ა. შ.).

 

კვლევების თანახმად, დადგინდა რომ თამბაქოს პროდუქტებიც ასევე აძლიერებენ მიკროორგანიზმების ფიქსაციას კბილის ზედაპირზე, იმდენად რამდენადაც თვით ეს პროდუქტები, თავად გამოირჩევიან დიდი წებოვნებით და თამბაქოს მომხმარებლებს საკმაოდ სწრაფად უგროვდებათ კბილის ზედაპირზე პიგმენტური ნადები.

 

კბილები და სიგარეტი

თუმცა, თამბაქო მხოლოდ კარიესის პროვოცირებას არ იწვევს.  მისი საშუალებით კბილის ზედაპირზე ფიქსირდება ბაქტერიების მთელი კოლონიები, რაც ასევე ცუდ ზეგავლენას ახდენს ღრძილების ჯანმრთელობაზე.

 

    შეიძლება ადამიანი კარგადაც უვლიდეს პირის ღრუს, კბილების ხშირი წმენდით, სტომატოლოგთან ხშირი ვიზიტებით, პროფილაქტიკური სამკურნალო ღონისძიებებით და ვიზუალურად არც იყოს გამოხატული პრობლემა.  თუმცა, როგორც კვლევები გვიჩვენებს, თამბაქო ღრძილების დაავადებების ალბათობას რამდენჯერმე ზრდის და შედეგად, უფრო მეტი კბილი იკარგება.

ნიკოტინი და კბილები, კარიესი, გაწმენდა, ნადები, კბილები, თამბაქო, სიგარეტი

ნიკოტინი ავიწროვებს მიკროსისხლძარებს და წარმოქმნის ეგრეთ წოდებულ ბოჭკოვან შემაერთებელ ქსოვილს, ახშობს კიდეც მათ სანათურს, ირღვევა სისხლის მიკროცირკულაცია, სისხლდენისადმი მიდრეკილებაც ნაკლებია, ღრძილები თითქოს ანთებისთვის დამახასიათებელ მკვეთრ წითელ ფერს არ იღებს, და სწორედ ამის გამო ფიქრობს ადამიანი რომ ჯანმრთელია. მაგრამ არა, სისხლძარღვთა სპაზმის გამო, ხდება „პოლიმორფულბირთვიანი ლეიკოციტებისა“ და „მონოციტურ/მაკროფაგული“ აქტივობის შენელება, ანუ ფერხდება ინფექციასთან ბრძოლა.

 

  kbilebi da sigareti სიგარეტი თამბაქო ნიკოტინი   ნიკოტინი ანთებით კერაში იწვევს „ინტერლეიკინ-6“ და „სიმსივნის ნეკროზის ფაქტორი - ალფას“ მატებას, რის გამოც კიდევ უფრო მძიმდება ანთების ხარისხი, თუმცა სისხლძარღვთა სპაზმის ფონზე, ანთების ნიშნები შეიძლება არ ჩანდეს, მხოლოდ ფარულად მიდიოდეს პროცესი, რაც უფრო დამანგრევლად მოქმედებს ღრძილებზე. რადგან მწეველებში, ანთებითი ღრძილების შეხორცება და გამოჯანმრთელება უფრო ნაკლებად ხდება, ვიდრე არამწეველებში, რაც რა თქმა უნდა მკურნალობის შედეგებზე უარყოფითად აისახება.

და ბოლოს, ორგანიზმზე ნიკოტინის მავნე ზემოქმედება არის რეალობა, რომელიც დღესდღეისობით უკვე მეცნიერულად, კვლევებზე და ექსპერიმენტებზე დაყრდნობით არის დამტკიცებული.

მოწევა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისთვის!

 

 


კომენტარები

სხვა სიახლეები