2019 წლის 3 ნოემბერს, თბილისში, სასტუმრო "Radisson Blu Iveria Tbilisi”-ში, საქართველოს ბავშვთა სტომატოლოგების ასოციაციის მესამე საერთშორისო კონგრესი გაიმართა.
კონგრესი ეძღვნებოდა საქართველოს ბავშვთა სტომატოლოგების ასოციაციის ოფიციალურ წევრობას მსოფლიო ბავშვთა სტომატოლოგების ასოციაციაში.
საერთაშორისო ფორუმს, 300-ზე მეტი ექიმი-სტომატოლოგი ესწრებოდა.
კონგრესი, ასოციაციის პრეზიდენტმა, ნინო ბერიძის ორთოდონტიული ცენტრის დამფუძნებელმა,
ექიმმა ორთოდონტმა, ნინო ბერიძემ გახსნა. აუდიტორიას სიტყვით მიმართეს დარგის წამყვანმა სპეციალისტებმაც.
კონგრესის მთავარი მომხსენებელი გახლდათ თურქი პროფესორი, ლუიზიანას სახელმწიფო უნივერსიტეტის (აშშ), ჰაჩეტეპეს უნივერისიტეტის(თურქეთი) პროფესორი და მსოფლიოს ტრავმატოლოგიური სტომატოლოგიის ასოციაციის პრეზიდენტი - პროფესორი ზაფერ ჩეჰრელი.
პრეფესორი წარსდგა 2 ძირითადი თემით:
- "ჩამოუყალიბებელი ფესვების მქონე მუდმივი კბილების ენდოდონტიური მკურნალობა ემთიაის და ბიოკერამიკის გამოყენებით."
- "გვირგვინის ტრავმული მოტეხილობა და მისი ესთეტიკური მართვა ბავშვებსა და მოზარდებში"
საერთო ჯამში 11 მომხსენებელი იყო, აქედან 8 ქართველი.
მომხსენებლებს შორის იყვნენ ჩვენი კლინიკის ექიმებიც:
- „საქართველოს ბავშვთა სტომატოლოგების ასოციაციის" -ვიცე-პრეზიდენტი, "ნინო ბერიძის ბავშვთა სტომატოლოგიური ცენტრის"-ხელმძღვანელი, ბავშვთა თერაპევტი და ორთოდონტი - ელენე ხარაშვილი. თემით: "თანამედროვე ბავშვები და მათი ქცევის მენეჯმენტი სტომატოლოგიური მიღებისას."
- ექიმი - ჰიგიენისტი - თინათინ გოგიტიძე თემით: "ბიოდეგრადირებადი ჯაგრისები"