სიახლე კბილების გათეთრების უახლესი აპარატი iBrite LED Whitening Light-ით.

 

ნინო ბერიძის კლინიკა აღჭურვილია კბილების გათეთრების უახლესი აპარატი iBrite LED Whitening Light-ით.

კბილების გათეთრება

მისი გამოყენება მარტივი და კომფორტულია, LED ტექნოლოგია კი უზრუნველყოფს შედეგის სწრაფად და უსაფრთხო მიღებას.

პროცედურისას გამოიყენება სპეციალური LED ნათურის ცივი სხივი, რომელიც გამორიცხავს კბილის ქსოვილის და გარშემო სტრუქტურების გადახურებას(დაზიანებას)

 

რა ეტაპებისგან შედგება კბილების გათეთრების პროცედურა?

ღრძილებზე ისმევა სპეციალური დამცავი საფარი, შემდეგ ემალზე დაიტანება მათეთრებელი გელი,

რომელიც აქტიურდება ინტენსიური სინათლის ნაკადის მეშვეობით.

 

კბილების გათეთრება

მეთოდი შეიცავს ორი სახის პროცედურას:

1. ექიმის კაბინეტში (საოფისე გათეთრება)
2. სახლის პირობებში (ინდივიდუალური კაპის გამოყენებით გათეთრება

საოფისე გათეთრების შემდეგ, რომელიც 1 საათის განმავლობაში გრძელდება, კბილები 4-8 ტონამდე თეთრდება.

 

რა სიხშირით არის პროცედურის ჩატარება სასურველი?

თუკი გაითვალისწინებთ სტომატოლოგის რჩევას გათეთრების პროცედურის შემდეგ, მიღებული შედეგის შენარჩუნება შესაძლებელი იქნება მრავალი წლით.

 

რა არის iBrite LED Whitening Light უპირატესობები?

1. ყველაზე უსაფრთხო ანალოგიურ მეთოდებს შორის
2. ყველაზე კომფორტული პაციენტისთვის
3. განსაკუთრებულად მაღალი ეფექტი და მდგრადი შედეგი

 

ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად დავნერგოთ უახლესი ტექნოლოგიები, პაციენტების სასიამოვნო და კომფორტული გამოცდილებისთვის.

ვიზიტის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე (032) 2322227 

 

 


კომენტარები

სხვა სიახლეები