როგორც გასულ წლებში, წელსაც ვაგრძელებთ კლინიკის ტექნოლოგიურ განვითარებას და მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ შევიძინეთ ულტრათანამედროვე მიკროსკოპი CJ Optik Advanced.
აპარატი მოწინავე ლიდერია დენტალურ მიკროსკოპებს შორის და ჩვენს გუნდს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს მისცემს, განსაკუთრებით რთული შემთხვევების მკურნალობის პროცესში.
რისთვის სჭირდება სტომატოლოგს მიკროსკოპი?
მიკროსკოპი საშუალებას გვაძლევს გავადითო კბილი 30-ჯერ.
ასეთი გადიდების ქვეშ შესაძლებელი ხდება:
1. ხარისხიანად ვუმკურნალოთ კბილის არხებს;
2. დავბჟინოთ კარიესული ღრუ ისე, რომ შევინარჩუნოთ კბილის რაც შეიძლება მეტი ჯანსაღი ქსოვილი;
3. დავინახოთ დამალული ბზარი კბილზე;
4. აღმოვაჩინოთ კარიესი საწყის სტადიაში;
5. ამოვიღოთ ჩატეხილი ინსტრუმენტის ფრაგმენტი;
მკურნალობა მიკროსკოპის ქვეშ რადიკალურად განსხვავდება ჩვეულ მკურნალობისგან. ექიმი იხედება მიკროსკოპში, რომელიც იმყოფება პაციენტისგან 20-30 სმ-თ მოშორებით, არ შედის პაციენტის პირად სივრცეში, რაც ქმნის დამატებით კომფორტს.
მიკროსკოპი უერთდება მონიტორს და ყველა მანიპულაცია თვალსაჩინო ხდება, გამომდინარე აქედან ასისტენტი უფრო დროულად და ხარისხიანად ეხმარება ექიმს. მნიშვნელოვანი სურათები კი შემდგომ ფოტოდოკუმენტაციის სახით ინახება არქივში.