სიახლე "მალხენი აირი" იგივე „მხიარული გაზი“ უკვე ნინო ბერიძის ორთოდონტიულ ცენტრში

სედაცია, მალხენ-აირი,

 

ნინო ბერიძის ორთოდონტიულმა ცენტრმა დაიწყო სტომატოლოგიური მანიპულაციების ჩატარება "მალხენი აირის" - „მხიარული გაზის,“ იგივე „სასაცილო გაზის“ გამოყენებით.

ტექნოლოგია უსაფრთხოა ნებისმიერი ასაკის პაციენტისთვის, მათ შორის ბავშვებისთვის.

ე.წ. "მალხენი აირი" აადვილებს მკურნალობის პროცესს, ხსნის დაძაბულობასა და მოუსვენრობას. პაციენტი გონებაზეა, შენარჩუნებულია ყველა ბუნებრივი რეფლექსი, ნორმალურად სუნთქავს. პაციენტი არ სძინავს, მაგრამ მოდუნებულია და მოხსნილი აქვს შიშის შეგრძნება.
„მხიარულ გაზს“ აქვს სასიამოვნო არომატი, არ იწვევს მიჩვევას და ადვილად გამოდის ორგანიზმიდან.
“მალხენი აირი” ანუ სედაციის ეს სახე ერთადერთი პრეპარატია, რომელიც ფართოდ გამოიყენება მთელს მსოფლიოში შიშისა და დაძაბულობის მოსახსნელ საშუალებად.
რა არის „მალხენი აირი“?  
მალხენი აირი, სედაცია, სასაცილო აირი, მხიარული გაზი, ნინო ბერიძის ორთოდონტიული ცენტრი, ბავშვთა სტომატოლოგია, უსაფრთხო სტომატოლოგია
 
 
„მალხენი აირი“ – სედაციის საშუალებაა, რომლის დროსაც პაციენტი სუნთქავს აზოტის ქვეჟანგის და ჟანგბადის ნაერთს სპეციალური ნიღბის საშუალებით.
 
 
რა საჭიროა სედაცია მკურნალობისას?
უამრავ ადამიანს აღენიშნება დენტოფობია (შიში სტომატოლოგიური მანიპულაციების მიმართ), რაც ხშირ შემთხვევაში ადრე მიღებული უარყოფითი გამოცდილების შედეგია. დღეისათვის უკვე შესაძლებელია შიშისა და ნერვიულობის დაძლევა და მხოლოდ დადებითი ემოციების თანხლებით მკურნალობა.
რას იგრძნობს პაციენტი „მალხენი აირის“ ჩასუნთქვის შემდგომ?
პროცედურის დაწყების წინ პაციენტს უმაგრდება ნიღაბი და პაციენტი ასრულებს რამოდენიმე ჩასუნთქვას, შედეგად იგი გრძნობს სასიამოვნო მოტკბო გემოს. შემდგომ ჩნდება მოდუნების და სიმშვიდის შეგრძნება, ხოლო ექიმს შეუძლია მშვიდად იმუშაოს.
 
"მალხენი აირით" სედაციისას გამოიყენება თუ არა ანესთეზია?   მალხენი აირი, სედაცია, სასაცილო აირი, მხიარული გაზი,
დიახ, რა თქმა უნდა. გამოიყენება ტრადიციული ადგილობრივი ანესთეზია, როგორც ჩვეულებრივი მკურნალობისას.
 
 
სედაცია – ნარკოზია?
სედაცია არ არის ნარკოზი, მათ არაფერი აქვთ საერთო. პაციენტის ცნობიერება სრულიად შენარჩუნებულია, აქვს კონტაქტი ექიმთან, ნორმალურად სუნთქავს. არ ებლოკება საყლაპავი და ხველითი რეფლექსები. ამგვარად, პრინციპული სხვაობაა სედაციასა და ნარკოზს შორის.
 
ხომ არ იწვევს დამოკუდებულებას? მალხენი აირი, სედაცია, სასაცილო აირი, მხიარული გაზი, ნინო ბერიძის ორთოდონტიული ცენტრი, ბავშვთა სტომატოლოგია, უსაფრთხო სტომატოლოგია
დამოკიდებულება არ ხდება. პირიქით, დენტოფობიის მქონე პაციენტებისათვის სედაცია შიშთან ეტაპობრივად განშორების იდეალური საშუალებაა. ასეთი პაციენტებისათვის სედაცია – ნამდვილი აღმოჩენაა და საშუალებაა იქონიონ ჯანმრთელი და ლამაზი ღიმილი, სტრესის გარეშე.
 
 
რამდენად უსაფრთხოა სედაციის მეთოდი? 
 
სედაცია ყველაზე უსაფრთხო მეთოდია, როგორც დიდების ასევე ბავშვებისათვისაც. პირველად აზოტის ქვეჟანგი აღმოაჩინა ჯოზეფ პრესლიმ, სინთეზირება მოახდინა ჰამფრი დევიმ 1776 წელს.

მალხენი აირი, სედაცია, სასაცილო აირი, მხიარული გაზი, ნინო ბერიძის ორთოდონტიული ცენტრი, ბავშვთა სტომატოლოგია, უსაფრთხო სტომატოლოგია

ამ ინგლისელმა მეცნიერებმა პირველებმა შეამჩნიეს, აღნიშნული პრეპარატის თვისებები: ერთგვარი სიმთვრალის შეგრძნება, მხიარულება და სიცილი, აქედან დაერქვა სახელიც _ „მალხენი აირი“. მას შემდეგ აღნიშნული პრეპარატის გამოყენებისას ლიტერატურაში არ დაფიქსირებულა არც ერთი უარყოფითი შედეგი.
 
ჟანგბადისა და აზოტის ნაერთი, შეიძლება ითქვას ყველაზე უსაფრთხო დამამშვიდებელია. აზოტის ქვეჟანგი – ინერტული აირია. იგი 2-3 წუთის შემდგომ სრულიად გამოდის ორგანიზმიდან. პრაქტიკულად კი ეს ნიშნავს იმას, რომ ნიღბის მოხსნისთანავე პრეპარატის მოქმედება სრულდება.

 


კომენტარები

სხვა სიახლეები