როცა ბრეკეტებით მკურნალობა ოჯახის ერთ წევრზე მეტს სჭირდება
ბრკეტებით ღიმილის გალამაზება ხანგრძლივი პროცესია. თუმცა, როცა ოჯახის რამდენიმე წევრი ერთდროულად იტარებს ორთოდონტიულ მკურნალობას, ეს გძელვადიან პერსპექტივაში, დროის დაზოგვის ტოლფასია. თუ თქვენ გადაწყვეტთ, რომ დაიწყოთ ერთ-ერთი შვილის ორთოდონტიული მკურნალობა, დაფიქრდით, იქნებ ღირს, პარალელურად ოჯახის სხვა წევრებმაც იმკურნალონ ბრეკეტებით.
ამ გადაწყვეტილების დადებითი მხარეები:
თუ თქვენი ერთზე მეტი შვილი ერთდროულად დაიწყებს ორთოდონტიულ მკურნალობას, ეს შესაძლოა, მათი დაახლოების მიზეზიც გახდეს. ვინაიდან, მათ ერთნაირი პირის ღრუს მოვლისა და ახალი ღიმილისაკენ სწრაფვის გამოცდილება ექნებათ.
უფრო მარტივად მოაგვარებთ კვების საკითხს
მკურნალობის პროცესში თქვენმა შვილებმა უნდა შეძლონ მათი ბრეკეტებისთვის უსაფრთხო საკვების მიღება. თუ თქვენ რამდენიმე შვილი გყავთ და მხოლოდ ერთი მკურნალობს ბრეკეტებით, შესაძლოა, მისთვის კვებითი წესების დაცვა, სხვა ბავშვების მუდმივ გარემოცვაში, ცოტა რთული იყოს. მაგრამ თუ ოჯახის რამდენიმე წევრი ერთად გადის ორთოდონტიულ მკურნალობას, თქვენთვის და ბავშვებისთვის უფრო მარტივია ისეთი მენიუს შედგენა, რომელიც არ დააზიანებს მათ ბრეკეტებს. ეს გააადვილებს პროდუქტების შეძენისა და სახლს გარეთ კვების პროცესსაც.
დაზოგავთ დროს
თუ თქვენ გადაწყვეტთ თქვენი რამოდენიმე შვილისათვის ბრეკეტების ერთდროულად გაკეთებას, ამით თქვენვე დაზოგავთ დროსა და ენერგიას. ნინო ბერიძის ორთოდონტიულ ცენტრში თქვენ შეძლებთ ერთდროულად დაჯავშნოთ ვიზიტი ორთოდონტთან, ორი ან მეტი ბავშვისთვის. ამას გარდა, დიდი ალბათობით, თქვენი შვილები ახალი ღიმილის ნახვას ერთდროულად შეძლებენ, რაც ძალიან სახალისო და სასიამოვნო იქნება.
დაზოგავთ ფინანსებს
დროის დაზოგვა და სტრესის შემცირება ოჯახის რამდენიმე წევრის ერთდროულად ბრეკეტებით მკურნალობის დადებითი მხარეებია. თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია, ფინანსების შემცირება. ნინო ბერიძის ორთოდონტიულ ცენტრში შეგიძლიათ ისარგებლოთ საოჯახო ფასდაკლებით, ორთოდონტიულ მომსახურებაზე. დაიწყეთ ოჯახის 2 ან მეტი წევრის მკურნალობა ერთდროულად და მიიღეთ 10 %-იანი ფასდაკლება.
და ბოლოს, ჩვენთან ასაკი შეზღუდული არ არის. ნებისმიერ ასაკში შეგიძლიათ ჩაიტაროთ ორთოდონტიული მკურნალობა, თქვენ და თქვენმა ოჯახის წევრებმა.
ერთად ვიზრუნოთ ჯანსაღ და ბედნიერ ღიმილზე!