სიახლე საქართველო მსოფლიო ბავშვთა სტომატოლოგთა ასოციაციის წევრი გახდა

საქართველოს ბავშვთა სტომატოლოგთა ასოციაციის ორგანიზებით, წელს რიგით მესამე მსოფლიო ბავშვთა სტომატოლოგთა ასოციაციის კონგრესი ჩატარდა. 

მსოფლიო ასოციაციის გენერალური მდივნის, არი კუპიევცკის ხელმძღვანელობით 4 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანი მედიცინის დარგის პედაგოგთათვის, “teach the teacher”-ის პროგრამის გაცნობა, დარგის პოპულარიზაცია და მკურნალობის თანამედროვე მეთოდების გაზიარება იყო.

არი კუპიეცკმა გასცა რეკომენდაციები და გააცნო საკუთარი გამოცდილება ქართველ პედაგოგებსა და ექიმებს. 

 

კონგრესის ფარგლებში საქართველოს დელეგაციები მეზობელი ქვეყნებიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან რუსეთიდან და უკრაინიდან ესტუმრნენ. წელს საქართველო მსოფლიო ბავშვთა სტომატოლოგთა ასოციაციის წევრი გახდა.

კონგრესს, რომელიც 3 -4 ნოემბერს გაიმართა, 400-მდე ექიმი დაესწრო. მომხსენებლები მსოფლიოს წარმატებული და გამოცდილი პროფესორები იყვნენ, რომლებიც ევროპის წამყვან უნივერსიტეტში კითხულობენ ლექციებს.

საქართველოს ბავშვთა სტომატოლოგების ასოციაცია 2016წელს დაფუძვნდა. 

    

 

 

 


კომენტარები

სხვა სიახლეები