სიახლე პირველი ვიზიტი სტომატოლოგთან

bavShvebi, kbilebi, kids dental, kids teeth, teeth, ბავშებშ კარიესი, კბილების მკურნალობა, ბავშვთა კლინიკა, ბავშვთა ცენტრი, სარძევე კბილები, მკურნალობა ბავშებში, კბილები

დღეისათვის ბავშვები უკეთ არიან მომზადებულნი  ექიმთან ვიზიტისთვის, უფრო გახსნილები, უშიშრები და კონტაქტურები არიან.  

დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ მოამზადებს მშობელი ბავშვს ვიზიტისთვის. 

bavshvta stomatologia, ბავშვთა სტომატოლოგია, ბავშვები, კბილები,

მათ გავუადვილებთ ექიმთან მისვლას, თუ:

  • ბავშვს, ექიმთან ვიზიტისთვის შეამზადებს ოჯახის ის წევრი, რომელსაც თავად არ აქვს სტომატოლოგის შიში. ბავშვები ძალიან მგრძნობიარენი არიან, მათ შეიძლება იგრძნონ თქვენი დამოკიდებულება და თავადაც შეშინდნენ. პირველი ვიზიტის წინ, მნიშვნელოვანია პოზიტიური განწყობა, როგორც ბავშვის, ასევე მშობლის.
  • მოუყევით ბავშვს სტომატოლოგთან ვიზიტზე როგორც საინტერესო, მაგრამ ჩვეულებრივ მოვლენაზე. მაგ. როგორიცაა ახალი მეგობრების შეძენა.    
  • ბავშვის მომზადება დაიწყეთ ვიზიტამდე 1-2 დღით ადრე. ასეთ შემთხვევაში  ნაკლები დრო ექნება აფორიაქებისა და შფოთვისთვის.
  • სასურველია პირველი ვიზიტი დაიგეგმოს დღის პირველ ნახევარში. ამ პერიოდში ბავშვები უფრო  მშვიდები და დამყოლები არიან.
  • უმჯობესია ბავშვს კლინიკაში ახლდეს ერთი მშობელი. კარგია, როცა ბავშვი ექიმის კაბინეტში შესვლამდე დადებითი ემოციებით იტვირთება- კითხულობს, თამაშობს, ხატავს...   ჩვენს კლინიკაში ამისთვის ყველანაირი პირობაა შექმნილი.
  • ასევე არის სხვა რიგი ფაქტორები, რომლებიც მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ   ბავშვის ექიმთან მიყვანის დროს: ბავშვი არ უნდა იყოს დაღლილი (როგორც ფიზიკურად, ასევე ემოციურად), არ უნდა შიოდეს ან წყუროდეს, არ უნდა იყოს რაიმეზე განაწყენებული ან გაღიზიანებული.
  • მნიშვნელოვანია ბავშვს ეცვას მისთვის მოსახერხებელი ტანსაცმელი, რომელიც არ შეუქმნის რაიმე დისკომფორტს მკურნალობის დროს.

 

bavShvebi, kbilebi, kids dental, kids teeth, teeth, ბავშებშ კარიესი, კბილების მკურნალობა, ბავშვთა კლინიკა, ბავშვთა ცენტრი, სარძევე კბილები, მკურნალობა ბავშებში, კბილები

რეკომენდაცია მშობლებს:

 

   არ უნდა ვუთხრათ ბავშვს: „უბრალოდ შეგხედავს და მორჩა“.

- თუ მხოლოდ შეხედვა არ იქნება საკმარისი?

- თუ რაიმე მანიპულაციის ჩატარება გახდა საჭირო? (მაგ. წმენდა, ფისურების ჰერმეტიზაცია, კბილის ამოღება...).

ამ შემთხვევაში გამოდის, რომ თქვენ მას ატყუებთ და ის  თქვენდამი ნდობას დაკარგავს.

   სტომატოლოგთან ვიზიტის გამო არ შეპირდეთ განსაკუთრებულ საჩუქარს. ბავშმა არ უნდა იფიქროს, რომ იგი რაიმე რთულ ან განსაკუთრებულს აკეთებს, რისთვისაც ჯილდოს იმსახურებს.

   არ უთხრათ „ნუ გეშინია“, „არ გეტკინება“, „უნდა მოითმინო“- პატარა პაციენტებისთვის სტომატოლოგთან ვიზიტი არ უნდა იყოს შიშთან და ტკივილთან დაკავშირებული და ამისთვის განსაკუთრებული გამბედაობა სულაც არ უნდა იყოს საჭირო.

   ნუ გაუბრაზდებით ბავშვს თუკი ის უარს ამბობს სტომატოლოგთან თანამშრომლობაზე. უფროსებს გვესმის, რომ აუცილებელია წავიდეთ ექიმთან, წინააღმდეგ შემთხვევაში აგვტკივდება კბილი, დაგვჭირდება მკურნალობა, დავხარჯავთ დროს, ფულს და ენერგიას. ბავშვებს კი ამის გაგება არ შეუძლიათ. გარდა ამისა, ბევრი ბავშვისთვის პირის ღრუ ინტიმური ზონაა და სტომატოლოგიური მანიპულაციის ჩატარებისას ისინი განიცდიან.

   ნუ გამოიყენებთ ბავშვთან ისეთ სიტყვებს, რომლებმაც შეიძლება მათში შიში გამოიწვიოს (მაგ:ნემსი, ბურღი,რენტგენი, პლომბი...) - ჩვენ, ექიმები,  ამ ინფორმაციას მივაწვდით ისე, რომ ბავშვისთვის იყოს მეტად გასაგები, არატრამვული და მეტიც მანიპულაცია  გახდეს   საინტერესო.


კომენტარები

სხვა სიახლეები