სიახლე ბრეკეტები და ასაკი

ბრეკეტები და ასაკი, ორთოდონტიული მკურნალობა ყველა ასაკში, ბრეკეტებით მკურნალობა ყველა ასაკში, ბრეკეტებით მკურნალობა ზრდასრულებში, ეფექტურია თუ არა ბრეკეტებით მკურნალობა დიდებში, ბრეკეტებით მკურნალობა დიდებში, ასაკობრივი ზღვარი ორთოდონტიაში,

თუკი ადრე ითვლებოდა, რომ ორთოდონტიული მკურნალობა შესაძლებელია მხოლოდ მოზარდებში, დღეისათვის კლინიკაში გვყავს პაციენტები 45-50 წლის და ძალიან კარგი შედეგებით.

თანამედროვე ორთოდონტიაში ასაკობრივი ზღვარი პრაქტიკულად აღარ არსებობს. 

თუმცა იდეალურია მკურნალობის ჩატარება 10-დან 14 წლამდე, როდესაც პირის ღრუს ორგანოები და სახის ძვლები ჯერ კიდევ ზრდის პროცესშია და კბილებიც უფრო “დამყოლია” სწორ პოზიციაში ჩასაყენებლად.

მიუხედავად ამისა, ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ზრდასრული ადამიანი მიმართავს ორთოდონტს და იღებს კიდეც არაჩვეულებრივ შედეგს.

 

ბრეკეტები უაღრესად ეფექტური საშუალებაა, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც სიტუაცია ერთი შეხედვით უიმედოა.

მაგალითად, სასაზე ამოჭრილი კბილი, ან რკალგარეთ ამოსული “ეშვები”. ამ სისტემის საშუალებით ფაქტობრივად ნებისმიერი მიმართულებითაა შესაძლებელი კბილის გადაადგილება.

რაც შეეხება ბრეკეტების მრავალფეროვნებას. დღეისათვის არსებობს უზარმაზარი არჩევანი:

მეტალის, ფერადი, ფაიფურის, საფირის, ლინგვალური, თვითლიგირებადი და ა.შ.

ეფექტურობის თვალსაზრისით არ აქვს მნიშვნელობა ბრეკეტები მეტალისაა, კერამიკის, თუ გამჭვირვალე. 

საფირის და ფაიფურის ბრეკეტები გამჭვირვალეა და კბილის ზედაპირზე ფაქტიურად უხილავია. მაგრამ ამ ბრეკეტებს საფუძვლიანი მოვლა სჭირდება. თუკი გინდათ, რომ თქვენი ორთოდონტიული მკურნალობა სრულიად საიდუმლოდ დარჩეს შეგიძლიათ ისარგებლოთ ლინგვალური (ენისკენა) ბრეკეტებით. ამ უკანასკნელს ძირითადად ზრდასრულ პაციენტებს უყენებენ და ითხოვს ექიმის სპეციალურ მომზადებას.

თუკი ორთოდონტების სიმცირეა ქვეყანაში, ლინგვალური ბრეკეტების მცოდნე სპეციალისტები საერთოდ თითზე ჩამოსათვლელია. მაგრამ უნდა გვახსოვდეს რომ ყველა შემთხვევაში არ ხდება ამ ბრეკეტების ფიქსაცია.

 

ორთოდონტიული მკურნალობა ბრეკეტებით საშუალოდ გრძელდება 1,5-2 წელი. პათოლოგიის სირთულიდან გამომდინარე.

თუკი იმედს გაძლევენ, რომ მკურნალობა შესაძლებელია დასრულდეს 3-6 თვეში, სჯობს კონსულტაცია სხვაგანაც გაიაროთ. 3 თვეში ან ვერაფერს ვერ მოასწრებს ექიმი, ან დაგიზიანებთ პაროდონტს (კბილის ირგვლივ ქსოვილებს).

 

თუ  მოზარდობის ასაკს უკვე გასცდით და გეგმავთ ორთოდონტიულ მკურნალობას, გაითვალისწინეთ:

  • ზრდასრული ადამიანის ძვლები აღარ იზრდება. ამიტომ ზოგიერთი “დრამატული” ცვლილების მიღწევა შეუძლებელია ქირურგიის გარეშე.
  • მკურნალობას შეიძლება უფრო მეტი დრო დასჭირდეს თქვენთვის, ვიდრე მოზარდისთვის. ზუსტი ხანგრძლივობაინდივიდუალურია, მაგრამ საშუალოდ ეს 2 წელია.
  • აუცილებლად დაგჭირდებათ პაროდონტოლოგის კონსულტაცია, რადგან ღრძილების დაავადების არსებობის შემთხვევაში მოსალოდნელია მისი გამწვავება, რაც საბოლოოდ შედეგზეც აისახება.

 

 


კომენტარები

სხვა სიახლეები