სიახლე ვენის ყოველწლიური ბავშვთა კონგრესი

 

16-18 მაისს, უკვე მეოთხედ, ავსტრიაში ჩატარდა "ვენის ყოველწლიური ბავშვთა კონგრესი" JWKK-ს და მისი ხელძღვანელის, ანტონია ფარტუშინას ორგანიზებით.

ჩვენი კლინიკის ხელმძღვანელი და "საქართველოს ბავშვთა სტომატოლოგების ასოციაციის" პრეზიდენტი - ნინო ბერიძე მიწვეული იყო ექსპერტის რანგში. 

ასევე, მიწვეული იყო "ნინო ბერიძის ბავშვთა სტომატოლოგიური ცენტრის" კლინიკური ხელმძღვანელი და "საქართველოს ბავშვთა სტომატოლოგების ასოციაციის" ვიცე-პრეზიდენტი - ელენე ხარაშვილი.

კონგრესი დატვირთული იყო სიახლეებით და ბევრი საინტერესო მოხსენებით. მონაწილეთა რიცხვი 200 ექიმს აღემატებოდა. 
იყვნენ დელეგაციები სხვადასხვა ქვეყნებიდან. საქართველოს დელეგაციას 14 არაჩვეულებრივი ექიმი წარმოადგენდა, რომელთა შორის იყვენენ თსსუ-ის ასოც. პროფესორი ნინო აბაშიძე და თსსუ-ის პაროდონტისა და პირის ღრუს ლორწოვან დავაადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი პროფ. მანანა ივერიელი.

 

   


კომენტარები

სხვა სიახლეები