Straumann-ის პრემიუმ ხარისხის იმპლანტები ნინო ბერიძის ორთოდონტიულ ცენტრში
შტრაუმანის ძვლის დონის იმპლანტი ქმნის ბუნებრივ ვიზუალს და შეგრძნებას. ის მოქნილობას და პროთეზის მდგრად მაჩვენებლებს უზრუნველყოფს. გამოირჩევა ბრწყინვალე კლინიკური ჩვენებებით, შესანიშნავი ესთეტიკითა და პაციენტის კმაყოფილების მაღალი ხარისხით.
კვლევების შედეგად შვეიცარიელმა ინჟინერ მეაქანიკოსმა DR. Reinhard Straumann-მა შექმნა თვისობრივად ახალი შენადნობი ,,როქსოლოდი", რომელიც შედგება 85% ტიტანისა და 15% ცირკონიუმისაგან.
ეს უნიკალური მასალა გამოირჩევა მაღალი სიმტკიცით, შესაბამისი ელასტიურობის მოდულით და საუკეთესო ბიოშეთავსებადობით.
- Straumann-ის ერთ ერთი უპირატესობაა - როქსოლიდის იმპლანტები !
Roxolid-ის გამოგონებამ შტრაუმანს შესაძლებლობა მისცა დაემზადებინა ყველაზე მოკლე 4 მმ სიგრძის იმპლანტი. აღნიშნული იმპლანტი საშუალებას იძლევა წარმატებით ჩატარდეს ოპერაცია, მაშინაც კი, როცა მცირეა ალვეოლური ძვლის მოცულობა. შედეგად აღარ არის ძვლის გადანერგვის საჭიროება.
მცირდება მკურნალობის დრო და თანხები.
Roxolid SLActive იმპლანტის საშუალებით მუდმივი კბილების დამზადება შესაძლებელია ოპერაციიდან 3-4კვირაში.
კვლევებმა აჩვენა, რომ რისკ ფაქტორების მქონე პაციენტებში, რომელთაც აქვთ ზოგადი დაავადებები (როგორიცაა: დიაბეტი, ოსტეოპოროზი, სისხლის დაავადებები ან არიან აქტიური მწეველები და სხვა.) Roxolid SLActive იმპლანტები ხორცდება გაცილებით მაღალი ხარისხით.
- Straumann- ის კიდევ ერთი უპირატესობა - ორთოპედიული კონსტრუქციების განუსაზღვრელი შესაძლებლობებია. აბატმენტების ნაირსახეობა, როგორც ჭანჭიკოვანი ისე ცემენტით ფიქსაციისთვის, საშუალებას იძლევა დავამზადოთ ესთეტიკურად და ფუნქციურად მაღალი სტანდარტის სამუშაო.
შვედეთის მთავრობის დაკვეთით გიოტებორგის უნივერსიტეტმა ჩაატარა კვლევა სხვადასხვა იმპლანტების ხანგრძლივ პერსპექტივაში მოქმედების შესაფასებლად. კვლევაში მონაწილეობდა 800 ექიმი და 2765პაციენტი, სულ გამოკვლეული იქნა 11 311შემთხვევა.
აღმოჩნდა, რომ იმპლანტაციდან 10წლის შემდეგ, Straumann-ის იმპლანტების წარმატების მაჩვენებელი იყო ყველა სხვა დანარჩენზე მაღალი და შეადგენდა 97-99%-ს.
აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს Straumann- ის უპირატესობას.