სიახლე ფეხმძიმობა და სტომატოლოგია

მსოფლიოს კვალიფიციური ექიმების რჩევა შემდეგია: ფეხმძიმობისას კბილების მკურნალობა არა თუ შეიძლება, არამედ აუცილებელიცაა!!!

როგორც ცნობილია ფეხმძიმობა - ბუნებრივი ფიზიოლოგიური პროცესია, რომელმაც არ უნდა მოახდინოს უარყოფითი ზეგავლენა ორგანიზმზე. მაგრამ სამწუხაროდ სხვადახვა მიზეზებიდან გამომდინარე ხშირად კბილების მდგომარეობა უარესდება. ფეხმძიმობის პერიოდში პირის ღრუს დაავადებების რისკ ფაქტორებს ეკუთვნის: ჰორმონალური ფონის ცვლილებები, ნივთიერებათა ცვლის დარღვევები, ორგანიზმის დაცვითი ფუნქციის დაქვეითება.

ფეხმძიმობა - ქალის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ბავშვის ძირითადი ორგანოების და სისტემების ჩასახვა ხდება მუცლადყოფნის 2 თვეზე. მომავალი ბავშვის ჯანმრთელობის საფუძველს წარმოადგენს დედის ქრონიკული  მათ შორის ყბა-კბილთა სისტემაში ინფექციების არ არსებობა.

პირის ღრუს სანაცია ორსულობის ადრეული სტადიიდან საშუალებას იძლევა შეინარჩუნოთ კბილები იდეალურ მდგომარეობაში და ხელი შეუწყოთ მომავალი ბავშვის ჯანმრთლობას.

რა პრობლემებს შეიძლება წააწყდეს მომავალი დედა?

ფეხმძიმობისას ჰორმონალურმა ცვლილებებმა  შეიძლება გამოიწვიოს  გინგივიტი. გინგივიტი - ღრძილების ანთებაა, რომელსაც იწვევს ნადებში არსებული ბაქტერიები. გინგივიტის ნიშნები მატულობს ფეხმძიმობის ბოლოს. პირის ღრუს ჰიგიენის საფუძვლიანი დაცვა ამცირებს დაავადების განვითარების რისკს. გინგივიტის სამკურნალოდ ვიყენებთ კბილების პროფესიონალურ ჰიგიენას და ანთების საწინააღმდეგო თერაპიას. არ არსებული ან არა საკმარისი მკურნალობის შემთხვევაში გინგივიტი შეიძლება გადაიზარდოს უფრო სერიოზულ ანთებაში - პაროდონტიტში, პაროდონტოზში და შემდგომში კბილების დაკარგვაში.

პაროდონტიტი - ძალზედ გავრცელებული ანთებითი დაავადებაა, რომელიც მიმდინარეობს კბილ ღრძილოვანი შეერთების დარღვევით და პაროდონტალური ჯიბეების ჩამოყალიბებით. ფეხმძიმობის პერიოდში დაავადების განვითარებისა და გამწვავების მიზეზსწარმოადგენს სისხლის მიმოქცევის დარღვევა და იმუნიტეტის დაქვეითება. ამის გარდა ორგანიზმი განიცდის ვიტამინების ნაკლებობას, კლებულობს სისხლძარღვების ელასტიურობა, ხდება კალცის დაკარგვა, ძვლოვანი ქსოვილის განლევა. მეცნიერების ცნობით პაროდონტიტი უფრო მეტ გართულებებს იწვევს ფეხმძიმობისას ვიდრე ალკოჰოლი და ნიკოტინი.

ღრძილებიდან მომატებული სისხლდენა ფეხმძიმობის ერთ-ერთ ხშირ სიმპტომებს მიეკუთვნება. როგორც სხვა სტომატოლოგიურ დაავადებებზე, აქაც პასუხისმგებელი კალცის უკმარისობაა განსაკუთრებით კი ფეხმძიმობის მეორე ნახევარში. ამ პერიოდში ხდება კალცისა და ფოსფორის ჩალაგება, ნაყოფის ძვლებისა და კბილების ჩამოყალიბებისათვის.

განსაკუთრებით დრამატული მდგომარეობა ვითარდება კარიესის არსებობისას. კალცის უკმარისობა, მიკრობების გააქტიურება იმუნიტეტის დაქვეითების ფონზე, ნერწყვის შემადგენლობის ცვლილება, ყოველივე რაც კარიესის მიზეზს წარმოადგენს. განსაკუთრებით საგანგაშოა თუ ეს პრობლემა ვითარდება პირველ ან მესამე ტრიმესტრში, როდესაც გართულებების რისკი ძალზედ მაღალია და ხოლო მედიკამენტების მოხმარება შეზღუდული.

სტომატოლოგიური მანიპულაციები, რა შეძლება და რა არ შეიძება ფეხმძიმობისას:

თანამედროვე სტომატოლოგიური კლინიკებში ხორციელდება ანესთეზიის საფუძვლიანი შერჩევა 2 მიზნით: ეფექტური გაყუჩებისათვის და ჩანასახის უსაფრთხოებისათვის.

ციფრული რენტგენის აპარატები მოქმედებენ ზუსტად მიმართულად და ლოკალურად (2-3 სანტიმეტრ დიამეტრზე), დასხივება ძალზედ მინიმალურია, ხოლო ტყვიის დამცავი ფირფიტა იცავს 100%-ით

სტომატოლოგიური მანიპულაციები, რისი ჩატარებაც შეიძლება ფეხმძიმობისას:

  • კარიესის მკურნალობა;
  • პაროდონტოლოგიური მკურნალობა;
  • კბილის ექსტრაქცია;
  • კბილებისა და ღრძილების ანთებადი პროცესების მკურნალობა;
  • ბრეკეტების დაყენება.

სტომატოლოგიური მანიპულაციები, რომელთა  ჩატარებაც არ ღირს ფეხმძიმობისას:

  • პროთეზირება;
  • იმპლანტაცია;
  • ქვების მოშორება;

 

 

სტომატოლოგიური მანიპულაციები, რომელთა  ჩატარებაც არ შეიძლება ფეხმძიმობისას:

  • არ შეიძლება დარიშხანის შემცველი ან მასზე დამზადებული პრეპარატების გამოყენება;
  • ანესთეზია უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ მიზანმიმართულად; 
  • არ შეიძლება კბილების გათეთრება;
  • არ შეიძლება ნერვიულობა, სასურველია მიმართოთ ნაცნობ და სანდო სტომატოლოგს.;

ამ ინფორმაციას გაწვდით იმ მიზნით, რომ კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რამდენად მნიშვნელოვანია დროულად მიმართოთ სტომატოლოგს და ჩაიტაროთ ყველა პროფილაქტიკური ღონისძიება, აღმოფხვრათ არსებული პრობლემები, მიიღოთ რჩევები პირის ღრუს მოვლის შესახებ, რათა თავიდან აიცილოთ მომავალი პრობლემები ფეხმძიმობისას.

კიდევ ერთი მიზეზი მკურნალობის დროული ჩატარებისა არის ის, რომ მშობიარობის შემდეგ დედებს დრო აღარ რჩებათ მკურნალობისათვის.

ხოლო თუ მაინც გაგიჩნდათ კბილის მკურნალობისა თუ ამოღების აუცილებლობა, ჩვენი კლინიკა მზადაა გაგიწიოთ ყველანაირი დახმარება, ყველა არსებული პრეპარატისა თუ მასალის გამოყენებით, რაც სპეციალურად მოწოდებულია ფეხმძიმეებისათვის. გახსოვდეთ, რომ გართულებების რისკი მკურნალობის შემთხვევაში უფრო ნაკლებია ვიდრე მისი არარსებობის შემთხვევაში.

და ბოლოს რაზეც გვინდა გავამახვილოთ მომავალი დედების ყურადღება მდგომარეობს შემდეგში, რომ თქვენი ვიზიტი სტომატოლოგთან არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ თქვენი პირის ღრუს მკურნალობით და ჰიგიენით. ჯერ კიდევ ბავშვის დაბადებამდე აუცილებელია იცოდეთ თუ, როგორ მოუაროთ თქვენი მომავალი პირმშოს სარძევე და მუდმივ კბილებს.ასევე სასურველია მომავალი დედა იყოს ინფორმირებული ყველა არსებული პროფილაქტიკუტი ღონისძიებების შესახებ, როგორიცაა ფტორირება, ფისურების ჩაბეჭდვა და ა.შ.

 

ბრეკეტები და ფეხმძიმობა

ბრეკეტები და ფეხმძიმობა - აბსოლუტურად შეთავსებადია. ფეხმძიმობისას მომავალ დედებს უამრავი თავისუფალი დრო აქვთ, არ არიან ძალიან დატვირთულები და თუ თქვენ მოგელით 9 თვიანი ასეთი პერიოდი, ხომ არ გაგესწორებინათ კბილები?

ამისათვის აუცილებელია გაიაროთ მოსამზადებელი პერიოდი, რაც გულისხმობს: კბილების დაბჟენას, აუცილებლობის შემთხვევაში კბილების ამოღებას. ბრეკეტების დაყენება უკეთესია და ალბათ აუცილებელიც ფეხმძიმობამდე. კბილების ამოღება და მკურნალობა ზედმეტად ფეხმძიმობისას არ ღირს. ბრეკეტებზე მიჩვევაც უკეთესია ფეხმძიმობამდე. მიჩვევის შემდეგ უკვე მარტივი ხდება მათი ტარება ფეხმძიმობისას და თქვენ უკვე თამამად შესძლებთ გაუღიმოთ თქვენს შვილს ლამაზი და სწორი კბილებით.

ბრეკეტების ხმარება მოითხოვს პირის ღრუს ჰიგიენისადმი გაორმაგებულ ყურადღებას. ასეთ დროს უმჯობესია კბილების გამოხეხვა ყოველი საკვების მიღების შემდეგ, სპეციალური კალცისა და სხვა ელემენტების შემცველი სავლებების გამოყენება.
ორთოდონტთან ყოველი ვიზიტისას აუცილებლად შეიმოწმეთ კარიესის არსებობა.


კომენტარები

სხვა სიახლეები