სიახლე კოცნა და ბრეკეტები (18+)

ეს სტატია ჩემი ერთი პაციენტის შეკითხვას მოჰყვა და მე მგონი საკმაოდ საინტერესო უნდა იყოს. შესაძლოა (და ალბათ ასეც არის) ბევრს ერიდება ამ შეკითხვის დასმა.

ბრეკეტები – არის მოწყობილობა, რომელიც საერთოდ არ მოქმედებს კოცნაზე და არ ხდის მას ნაკლებ მგრძნობიარეს. ორთოდონტიული აპარატურა, რომელიც მჭიდროდ არის მიბჯენილი კბილებზე ხელს არ უშლის კოცნას. თანამედროვე ორთოდონტიული სისტემები – მცირედ შესამჩნევია, მჭიდროდ ზის კბილზე და არ იწვევს პაციენში უხერხულობას. ბიჭებისა და გოგონების უმრავლესობა, რომლებიც ხმარობენ ბრეკეტ სისტემას, არ განიცდიან არანაირ უხერხულობას ან დისკომფორტს.

თუკი თქვენ გინდათ, რომ თქვენმა პარტნიორმა საერთოდ ვერ გაიგოს თქვენი კბილების გასწორების შესახებ გამოიყენეთ ლინგვალური (ენისკენა ანუ უხილავი) ბრეკეტები, რომლებიც მდებარეობს კბილების ენისკენა და სასისკენა ზედაპირებზე. გარემოება, რამაც შესაძლოა შეაფერხოს ნორმალური კოცნა თუკი ორივე პარტნიორი ატარებს ბრეკეტბს. თუმცა ვერც ეს ფაქტი ვერ დაუდგება კოცნას წინ. დაიმახსოვრეთ, რომ ბრეკეტები ვერ შეაჩერებენ კოცნას, მათ მხოლოდ მისი სიღრმის შემცირება შეუძლიათ, ისიც თუკი იგი ორივე პარტნიორს უკეთია.

ბრეკეტების ტარება არ ნიშნავს, რომ უნდა გერიდებოდეს ან გეშინოდეს. თანკბილვის გასწორების სისტემა თქვენი სილამაზეა, ხოლო თანამედროვე კომერციულ პირობებში – ძვირადღირებული სილამაზე. ბრეკეტები არ ახდენენ ზემოქმედებას კოცნაზე, საკვების მიღებაზე, სუნთქვაზე და ა.შ.

გახსოვდეთ, რომ ბრეკეტები კი არ აუშნოვებს ადამიანს, არამედ გაუბადეობა და საკუთარ თავში ჩაკეტილობა.

თუკი გაინტერესებთ საკუთარი თანკბილვის მდომარეობა, თანამედროვე ბრეკეტების სახეები და მეთოდები, გინდათ ბრეკეტებით მკურნალობა მოგვმართეთ “ნინო ბერიძის ორთოდონტიულ ცენტრში” ვაჟა-ფშაველას 70ბ, ტელ.: 210-30-64 ან 232-22-27. თქვენი ღიმილი თქვენივე წარმატების საწინდარია.


კომენტარები

სხვა სიახლეები