სიახლე sirona – ორთოპანთომოგრაფიული და ცეფალომეტრიული კვლევებისათვის

 

sirona

თანამედროვე სტომატოლოგია წარმოუდგენელია რენტგენოლოგიური კვლევების გარეშე.

დღეისათვის “ნინო ბერიძის ორთოდონტიული ცენტრი წარმოგიდგენთ სიახლეს, გერმანული კომპანია Sirona-ს დანადგარს ორთოპანთომოგრაფიისა და ცეფალომეტრიული კვლევებისათვის.

25 წელზე მეტია სირონას სტომატოლოგიური სისტემა მოწინავე პოზიციებს იკავებს სტომატოლოგიური ტექნოლოგიების ინოვაციურ განვითარებაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. სირონა არ ჩამორჩება სტომატოლოგიის ბაზრის ტენდენციებს და მუდმივად სთავაზობს უმაღლესი დონის სტომატოლოგიურ აღჭურვილობას.

მისი საშუალებით შესაძლებელია, კონკრეტულ შემთხვევაში არსებული პრობლემის ზუსტი განსაზღვრა.

სირონადიაგნოსტიკა – პროგნოზირებადი მკურნალობის საფუძველია! სრულყოფილი სტომატოლოგიური მკურნალობის მისაღებად პაციენტს უტარდება მთელი პირის ღრუს გამოკვლევა.

ნათქვამია : “ვინც კარგად სვამს დიაგნოზს – ის კარგადაც კურნავსო” . ჩვენს კლინიკაში დიაგნოსტირება ტარდება  გერმანული კომპანია Sirona-ს რენტგენ-აპარატით. აღნიშნული აპარატით დიაგნოსტირებისას დასხივების დოზა 80% იათაა შემცირებული, ვიდრე ტრადიციულ აპარატებზე.

Orthopos XG 5 აქვს ციფრული პანორამული გადაღების 12 პროგრამა.

აპარატი აღჭურვილია სპეციალური პროგრამით ბავშვებისათვის.

ორთოდონტიული მკურნალობის წინ აუცილებელია სრული დიაგნოსტიკა. დიაგნოსტიკა შესაძლოა მოიცავდეს კვლევის სხვადასხვა მეთოდებს, რომელთა საფუძველზეც ხდება თანკბილვის განსაზღვრა, ასევე მოსალოდნელია დამატებითი კვლევების ჩატარებაც.

ორთოპანთომოგრამა –

მთელი ყბა-კბილთა სისტემის, როგორც ერთიანი ფუნქციონალური კომპლექსის

ორთო

ერთ მომენტიანი სურათია. სურათი მოიცავს ალვეოლურ მორჩებს მთლიანი მაშტაბით, ხოლო თვითონ გამოსახულება ერთ სიბრტყეზეა გაშლილი.  პაციენტზე მინიმალური რენტგენოლოგიური დატვირთვით, ორთოპანთომოგრამა დიდი მაშტაბით გვაძლევს ხარისხიან და სრულ სურათს. სურათზე მოჩანს:

  • ძირითადი ღრუები;
  • ძვლოვანი ქსოვილი;
  • პათოლოგია, არსებული ხილვადი საზღვრები;
  • ფესვების მდებარეობა.

ორთოპანთომოგრამას იყენებენ სხვადასხვა სპეციალისტები: ორთოდონტები, იმპლანტოლოგები, თერაპევტები, ორთოპედები. ზოგიერთ შემთხვევაში, ქირურგებს უბრალოდ არ შეუძლიათ მის გარეშე მუშაობა.

ენცეფალომეტრია – აღნიშნული კვლევა გამოიყენება თანკბილვის სხვადასხვა ანომალიის დიაგნოსტიკის, დიაგნოზის სიზუსტის დადგენისა და ორთოდონტიული მკურნალობის პროგნოზირებაში. სახისა და ტვინის ქალის, ასევე რბილი ქსოვილების კონტურების გამოსახულება საშუალებას იძლევა დავადგინოთ მათი ურთიერთქმედება, სახის ჩონჩხის აგებულების ანალიზისათვის.

ტელერენტგენოგრაფია (ტრგ) – (ბერძ. tele – შორს, – რენტგენოგრაფია) – რენტგენოგრაფია, რომელიც სრულდება შორი მანძილიდან საკვლევი ობიექტის მაქსიმალურად ზუსტი ზომების რენტგენოლოგიური სურათის მისაღებად.  აღნიშნული კვლევის მეთოდი ფართოდგამოიყენება ორთოდონტიაში. მისი მონაცემები აუცილებელია ორთოდონტიული დიაგნოზის და სწორი მკურნალობის ჩასატარებლად. ტრგ ყოველთვის ტარდება ორთოდონტიული მკურნალობის წინ ან ჩვენებიდან გამომდინარე მკურნალობის პროცესში და მკურნალობის დასრულებისას. ტელერენტგენოგრაფია წარმოადგენს თავის ქალის გვერდით ან პირდაპირ გამოსახულებას და გამოიყენება ცეფალომეტრიისთვის – სახის ჩონჩხის, სხვადასხვა უბნების ურთიერთობების ძალზედ ზუსტი გამოთვლები. ტრგ-ს მიხედვით ხდება ქალასთან მიმართებაში ზედა და ქვედა ყბის სწორი მდებარეობის, კბილთა  დახრილობის დადგენა, აგრეთვე სახის რბილი ქსოვილების შეფასება. ტელერენტგენოგრაფიის დროს მიღებული სურათი, უმცირეს დეტალებში ასახავს საჭირო უბნის ყველა ქსოვილს.

ზემოთ ჩამოთვლილი კვლევების ჩატარება შესაძლოა ექიმი-სტომატოლოგის მიმართვით, მას შემდეგ, რაც განისაზღვრა მეთოდი და მისი მნიშვნელობა მკურნალობის დაწყებისას.

ჩატარებული კვლევებიდან გამომდინარე, ექიმები ადგენენ მკურნალობის და ჩასატარებელი მანიპულაციები გეგმას. რენტგენოლოგიური კვლევების ჩასატარებლად აუცილებელია მიმართოთ სპეციალისტს, რომელიც დაგინიშნავთ თქვენთვის აუცილებელ კვლევის მეთოდს მკურნალობის გეგმასთან ერთად.


კომენტარები

სხვა სიახლეები