სიახლე კმაყოფილი პაციენტი და ექიმი

 

უკმაყოფილო და გაბრაზებული პაციენტები – სერიოზული მიზეზია, რათა დავფიქრდეთ არა მარტო ჩვენი მუშაობის ხარისხზე, არამედ მიდგომაზეც. ნებისმიერ ექიმს შეიძლება შეხვდეს სკანდალების მოყვარული პაციენტი, რომელიც ყოვლად უმიზეზოდ მზად არის ჩხუბის დასაწყებად, მაგრამ პრობლემების 80% მაინც სტომატოლოგების ხელშია. არსებობს წესები, რომელთა დაცვით შეცდომების ალბათობა კლებულობს.

ნებისმიერი პაციენტი მიუხედავად მისი ფინანსური შესაძლებლობებისა, პირველივე კონსულტაციაზე კითხულობს საჭირო მკურნალობის საფასურს. ფინანსური ხარჯები უნდა იქნეს წინასწარ განსაზღვრული. მაგრამ არიან ისეთი „უნიკალური-სტომატოლოგები“, რომლებიც ამბობენ ერთ თანხას ხოლო მკურნალობის დასრულების შემდეგ აწერენ დამატებით ხარჯებს. რა თქმა უნდა შეიძლება აღნიშნული სიტუაციის დასაბუთება, იმის გათვალისწინებით, რომ პაციენტს ესმის სტომატოლის მიერ ნათქვამის მხოლოდ ნაწილი, მაგრამ ამის შესახებ არ იქნა პაციენტი წინასწარ გაფრთხილებული. აღნიშნული ფაქტი პაციენტმა შეიძლება აღიქვას, როგორც ფულის „გამოძალვა“. თუკი პაციენტი არ არი სკანდალისტი იგი უბრალოდ აღარ მივა ასეთ ექიმთან, ხოლო თუკი შეგვხვდა პრინციპული ადამიანი, მოითხოვს ფასებში გარკვევას და როგორც მინიმუმ ახსნას თუ რატომ არ იქნა წინასწარ გაფრთხილებული.

ზემოთ აღნიშნული უსიამოვნებების თავიდან აცილების საუკეთესო ვარიანტი – კეთილსინდისიერი მუშაობაა. ყველაფერს აქვს თავისი ფასი, ამ წესის გათვალისწინებით არ მოგიწევთ იმაზე ფიქრი თუ ვის რა ფასი უთხარით, აღარ იქნება უსიამოვნო გარჩევები.

სტომატოლოგის უღრუბლო ცხოვრებაში არსებობს კიდევ ერთი დაბრკოლება – სიხარბე. ყველას ფულს ვერ იშოვი, ყველას კბილს შენ ვერ გააკეთებ. აუცილებელია საღად შეაფასოდ საკუთარი შესაძლებლობები და მიიზიდოთ  პაციენტები არა მოსალოდნელი ანაზღაურებით გაბრუებულმა არამედ საკუთარი ძალებიდან გამომდინარე.

არ უნდა დაგვავიწყდეს ზრუნვა მომლოდინე პაციენტების კომფორტზეც. კლინიკის კოლექტივმა უნდა უზრუნველყოს პაციენტის სათანადო დონეზე მომსახურება,  მისი მოსვლიდან მის წასვლამდე. 

ადმინისტრატორმა ზედმიწევნით უნდა იცოდეს მისი მოვალეობები, გამოიმუშაოს სათანადო ქცევის ჩვევები, ყურადღებით მოებყროს ნებისმიერ პაციენტს გამონაკლისების გარეშე. ეს საკითხია მნიშვნელოვანია სამკურნალო დაწესებულებაზე ზოგადი წარმოდგენის შესაქმნელად. თუკი კლინიკაში შემოსვლისთანავე შექმნით უარყოფით აურას, შემდგომში იდეალურად შესრულებული სამუშაოც ვერ დაგეხმარებათ სტომატოლოგის რეპუტაციის აღდგენაში.

პაციენტებთან მშვიდობიან ურთიერთობას ასევე შეუძლია ხელი შეუშალოს სამედიცინო დოკუმენტაციის შეუვსებლობამ. მხოლოდ სწორად და სრულყოფილად შევსებულ დოკუმენტაციას შეუძლია აგარიდოთ სულელური შეცდომები და იყოს თქვენი საბუთი პაციენტის უკმაყოფილების შემთხვევაში. თქვენ შესაძლოა ყველაფერი კარგად გქონდეთ შესრულებული მაგრამ ამის დამტკიცება, შეუძლია მხოლოდ ექიმის და პაციენტის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტს.


კომენტარები

სხვა სიახლეები