სიახლე ულიგატურო თვითლიგირებადი ბრეკეტები

 

Bracesსპეციალურად მათთვის ვისაც არ შეუძლია ან არ სურს მკურნალ ექიმთან ხშირი ვიზიტები ორთოდონტიული კონსტრუქციების კორექციაზე, შემუშავებულ იქნა ულიგატურო ბრეკეტ-სისტემები.

რა არის ულიგატურო ბრეკეტები?

ულიგატურო თვითლიგირებადი ბრეკეტები – ერთ-ერთი თანამედროვე ბრეკეტ-სისტემაა. სახელი დაერქვათ ლიგატურების არ ქონის გამო, ლიგატურები გახლავთ სტანდარტული ბრეკეტ სისტემების დროს ბრეკეტების რკალზე საფიქსაციო ელემენტი. ულიგატურო სისტემაში კი რკალი ფიქსირდება ბრეკეტზე არსებული თვალით უხილავი საკეტით, კლიპსით ან ფიქსატორით, ხოლო ჩვეული დამაკავშირებელი ელემენტები როგორიცაა მეტალის ლიგატურები ან ელასტიური რგოლები არ გვხვდება.

 

რა პლიუსები და მინუსები აქვთ ულიგატურო და ლიგატურიან ბრეკეტებს?

თვითლიგირებად ბრეკეტ სისტემებს აქვს ბევრი პლიუსი, მაგალითად სტანდარტულ ბრეკეტებთან შედარებით მათი ზომები უფრო მცირეა, რაც განპირობებულია რკალის სპეციფიური ფიქსაციით. ასეთი კონსტრუქციით პაციენტი უფრო კომფორტულად გრძნობს თავს, მარტივდება ჰიგიენაც, რადგან არაა დამატებითი დეტალები რაც აადვილებს საკვების ნარჩენების დაგროვებას. თვითლიგირებადი ბრეკეტებით მკურნალ ექიმს უადვილდება კორექციების ჩატარება. თავის მხრივ ეს ამცირებს ექიმთან ვიზიტების რაოდენობას და მკურნალობის ხანგრძლივობას

თვითლიგირებადი ბრეკეტ-სისტემის კიდევ ერთი პლიუსი გახლავთ ის, რომ არ საწიროებს ხშირ კორექციებს და გარკვეული ელემენტების გამოცვლას. კლასიკური სისტემების დროს ხშირად იცვლება ლიგატურები – დასუსტების ან ფერის ცვლილების გამო.

თვითლიგირებადი ბრეკეტების მინუსი მხოლოდ მათი ფასია. მათი ფიქსაცია ჩვეულებრივ ბრეკეტ-სისტემასთან შედარებით უფრო ძვირი დაგიჯდებათ.

 

Mystique_GAS_1ულიგატურო ბრეკეტების რა ნაირსახეობები არსებობს?

ულიგატურო ბრეკეტ-სისტემები, ისევე როგორც ლიგატურული იყოფა ესთეტიურ, ნახევრად ესთეტიურ და კლასიკურ ბრეკეტებად. კლასიკური – ჩვეულებრივი მეტალის ულიგატურო ბრეკეტებია, რომლებიც ტრადიციულად გამოიყენება კბილების გასწორებისას. ესთეტიურ სისტემებს მიეკუთვნება ულიგატურო კერამიკული და საფირის თვითლიგირებადი პრაქტიკულად ჩეუმჩნეველი ბრეკეტები. ნაწილობრივ ესთეტიური ბრეკეტები შეიცავენ როგორც კერამიკულ ასევე მეტალის ელემენტებს. ისინი ნაკლებ შესამჩნევია ვიდრე მეტალის მაგრამ ჩამოუვარდებიან ესთეტიურ ბრეკეტებს. თუმცა მიუხედავად იმისა თუ რისგანაა ბრეკეტი დამზადებული ულიგატურო ბრეკეტები შესანიშნავად უმკლავდებიან მათზე დაკისრებულ მოვალეობებს.

 

Самолигирующие брекеты 5როგორ შევარჩიოთ ულიგატურო ბრეკეტები?

მკაცრი მოთხოვნები არ არის, მაგრამ კეთილსინდისიერი ექიმი ყოველთვის გამოდის კონკრეტული სიტუაციიდან, ითვალისწინებს პაციენტის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, აგრეთვე მის ფინანსურ შესაძლებლობებს. ბრეკეტებით მკურნალობა ხანგრძლივი პროცესია საშუალოდ 1,5-2 წელი, ამიტომ პაციენტმა წინასწარ უნდა იცოდეს თუ რა გავლენას მოახდენენ ბრეკეტები მათ გარეგნობაზე. ამიტომ თუკი პაციენტს აქვს არჩევანის საშუალება ხდება ვიზუალიზაცია რაც პაციენტს ეხმარება არჩევაში.

რაც შეეხება ფიზიოლოგიურ მაჩვენებლებს, ბრეკეტ-სისტემის არჩევაზე მოქმედებს ისეთი ფაქტორები როგორიცაა თანკბილვის მდგომარეობა და კბილების სიმჭიდროვე. რიგ შემთხვევებში, როდესაც საკითხი დგება  სილამაზესა და ჩვენებას შორის შესაძლოა კომპრომისის მონახვა და კომბინაცია ზედა ყბაზე გამჭვირვალე ხოლო ქვედაზე მეტალის ბრეკეტების სახით. ნებისმიერ შემთხვევაში ბრეკეტების არჩევის დროს გადაწყვეტილების მიღება ხდება ექიმის და პაციენტის შეთანხმებით.

 

47_imageმკურნალობის დროს რა სპეციფიკით გამოირჩევა თვითლიგირებადი ბრეკეტები?

 არსებითი განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ თვითლიგირებადი ბრეკეტები კორექციას საჭიროებენ ორჯერ უფრო ნაკლებად ვიდრე ჩვეულებრივი სისტემები. თანამედროვე ადამიანისთვის გაცილებით კომფორტულია ულიგატურო სისტემა რადგან მისი მოვლა გაცილებით მარტივია. კიდევ ერთი პლიუსი – ასეთი ბრეკეტებით მკურნალობა უფრო სწრაფად მიმდინარეობს ბავშვებში და მოზარდებში.


რამდენად მარტივია ულიგატურო ბრეკეტების მოვლა?

ნებისმიერი ბრეკეტ სისტემა საჭიროებს საკმაოდ საფუძვლიან მოვლას. აუცილებელია სპეციალური ორთოდონტიული ჯაგრისების და ირიგატორის გამოყენება. უნდა ითქვას, რომ ულიგატურო ბრეკეტების მოვლა რაიმე განსხვავებურ და სპეციფიურს არ საჭიროებს. ერთი რაც აღსანიშნავია თვითლიგირებადი ბრეკეტების მოვლა უფრო მარტივია და ითხოვს ნაკლებ დროს, რადგან თავად სისტემა შიცავს ნაკლებ ელემენტებს. ნებისმიერ შემთხვევაში პირის ღრუს ჰიგიენა უნდა იყოს რეგულარული და საფუძვლიანი, მიუხედავად იმისა თუ რომელიც სისტემით სარგებლობთ.


კომენტარები

სხვა სიახლეები