დეზინფექცია – დაავადების გამომწვევი ბაქტერიების მოცილების პროცესი დაბინძურებული ინსტრუმენტებიდან, ტანსაცმლიდან, ახლომყოფი საგნებიდან – მათზე მადეზინფიცირებელი საშუალებების ფიზიკური ან ქიმიური ზემოქმედებით
დეზინფექციას უნდა დაექვემდებაროს ყველაფერი რასაც არ აქვს შეხება ჭრილობასთან, სისხლთან ან საინექციო პრეპარატებთან.
ის საგნები, რომლებიც გამოიყენება უშუალოდ მანიპულაციების დროს ექვემდებარება სტერილიზაციის წინა დეზინფექციას. სტერილიზაცია – ყველა სახის მიკროორგანიზმის განადგურების პროცესი, მათ შორის სპორების სითბოს, გამოსხივების, ქიმიური ნივთიერებებით ზემოქმედების ან ფილტრაციით. სტერილიზაციას ექვემდებარება ყველა საგანი რომელსაც შეხება აქვს ჭრილობასთან, სისხლთან ან საინექციო პრეპარატებთან, ასევე ცალკეული სამედიცინო ინსტრუმენტები, რომელთაც შეხება აქვთ ლორწოვან გარსთან და შეუძლიათ გამოიწვიონ მისი დაზიანება. დეზინფექციის და სტერილიზაციის შესახებ უკვე ბევრი რამ არის ცნობილი. ათასწლეულები სტერილიზაციის მიზნით იხმარებოდა ვერცხლი, საკვების შესანახად, ან ხდებოდა მასში განბანვა, დასნებოვნების თავიდან ასაცილებლად. ეს იყო პირველი ნაბიჯები ამ საგნის ამოცნობაში.
დღეისათვის მედიცინა – არის მეცნიერება, რომელმაც შეაბიჯა მიკრობიოლოგიასა და გენეტიკაში და შეუძლია ახსნას მრავალი ანთებითი პროცესის ინფექციური ხასითი.
დღეისათვის შესაძლებელია დაავადებების დაყოფა მათი გამომწვევების მიხედვით. მიკროორგანიზმების ცხოვრების ციკლის შესწავლამ გამოავლინა მათი განსაკუთრებული მდგომარეობა, მათი ადაპტაციის უნარი ამა თუ იმ ცხოვრების პირობებისადმი – სპორები (მიკროორგანიზმების მდგომარეობა, როდესაც ისინი იმყოფებიან სპეციალურ გარსში, რაც იცავს მათ გარეშე აგრესიული ფაქტორებისგან). აი ამ ყველა ინფორმაციაზე დაყრდნობით მიკრობიოლოგია იძლევა რეკომენდაციებს მათი გაუნებელყოფის შესახებ. ეს სტერილიზაციის და დეზინფექციის სხვადასხვა მეთოდებია.
დეზინფექცია გამოიყენება, იმ შემთხვევებში, როდესაც არის აუცილებლობა დაბინძურებული ზედაპირების გაწმენდისა, რომელთა სტერილიზაცია შეუძლებელია ესენია: ხელები, იატაკი, კედლები, სხვადასხვა დანადგარები). მაგრამ გარანტია იმისა, რომ სრულად მოხდა ინფექციის გამომწვევის გაუნებელყოფა არ არსებობს, ამიტომ ყველა ინსტრუმენტის თუ დანადგარის, რომელსაც აქვს უშუალო კონტაქტი და მონაწილეობს ინვაზიურ ჩარევაში უნდა მოხდეს სტერილიზაცია.
არსებობს სტერილიზაციის სამი სახეობა
1.მეთოდის განსახორციელებლად გამოიყენება ავტოკლავი.ორთქლის მეთოდი (წყლით გაჯერებული ორთქლი გარკვეული წნევის ქვეშ)
- სტერილიზაციის აეროვანი მეთოდი (მშრალი ცხელი ჰაერი)
გამოიყენება მშრალი სიცხის კარადა
- ქიმიური მეთოდი (ქიმიური ხსნარები)
გამოიყენება ქიმიური დეზინფექტანტები
- ორთქლის მეთოდი
ტემპერატურა 121-134 გრადუსი
წნევა 1.1.-2.0 ბარელი
დრო 5-20 წუთი
მთლიანი ციკლი 6-30 წუთი
სტერილდება ლითონი, შუშა, ტექსტილი, რეზინი, ლატექსი, პოლივინილქლორიდი
მასტერილიზებელი აგენტი ორთქლი, ტემპერატურა, წნევა.
უპირატესობა
მთლიანი მოკლე ციკლი
შესაძლოა თერმომგრძნობიარე საგნების სტერილიზაცია
სხვადასხვა სახის შეფუთვების გამოყენება
ნაკლი
დანადგარის მაღალი ფასი
- აეროვანი
ტემპერატურა 160-180 გრადუსი
დრო 30 წუთი
მთლიანი ციკლი 75-120 წუთი
სტერილდება ლითონი, შუშა,
მასტერილიზებელი აგენტი ტემპერატურა.
უპირატესობა
მოწყობილობის დაბალი ფასი
ნაკლი
გრძელი ციკლი
მაღალი ტემპერატურით ინსტრუმენტების დაზიანების ალბათობ
ზემოქმედება მხოლოდ ტემპერატურითშეზღუდული გამოყენება
მაღალი ენერგო ხარჯი
- ქიმიური
ტემპერატურა 18-50 გრადუსი
დრო 240-300 წუთი
სტერილდება ლითონი, შუშა, პილიმერი, რეზინა.
მასტერილიზებელი აგენტი წყალბადის ზეჟანგი, დეზოქსონი, ქიმიური ნივთიერება.
უპირატესობა
არ არის საჭირო სპეციალური მოწყობილობა
ნაკლი
ძალზედ ხანგრძლივი ციკლი როგორც ხედავთ დიდი უპირატესობით გამოირჩევა ავტოკლავირების ანუ ორთქლით სტერილიზაციის მეთოდი.
ჩვენს კლინიკაში ტარდება სრულყოფილი დეზინფექცია და სტერილიზაცია ყველაზე თანამედროვე მეთოდებით. დეზინფექციისათვის ვიყენებთ გერმანული კომპანია შულკესსადეზინფექციო საშუალებებს. ხოლო სტერილიზაცია ხდება ავტოკლავირებით.