
ყველა მითითებას. რა თქმა უნდა მკურნალობის პერიოდში ორთოდონტი მოგცემთ დამატებით მითითებებს, მაგრამ ეს აუცილებელი კრიტერიუმებია.
ბრეკეტებით მკურნალობის დროს არ შეიძლება:
-საკვების ჩაკბეჩა. სასურველია ყველანაირი საკვები დაჭრათ ან გატეხოთ პატარა ნაჭრებად და უკანა კბილებით დაღეჭოთ.
არ შეიძლება:
ხრაშუნა კარტოფილი, თხილი, მზესუმზირა, პოპ-კორნი და ა.შ. რადგან აღნიშნულმა საკვებმა შესაძლოა დააზიანოს აპარატები.
ვაფლი, პეჩენია ეწებებიან ბრეკეტებს ისე, რომ ვეღარ მოაშორებთ
ბლითები, „ბუბლიკი“, სუხარები მოტეხავს რკალს, მოაძრობს ბრეკეტს და რგოლს.
უცილებელია უარი თქვათ წელვად-წებოვან პროდუქტებზე: ხალვა, ირისი და ა.შ. ყველაზე მტკივნეული დანაკარგი უმრავლესობისთვი არის საღეჭი რეზინი. ძალზედ ძნელია მისი მოშორება ორთოდონტიული აპარატებიდან.
ეს რეკომენდაცია დაკავშირებულია ფიზიკის იმ კანონთან, რომლის მიხედვითაც სხვადასხვა სხეული იცვლის მოცულობას ტემპერატურის ზემოქმედების შედეგად. შედეგად უარი უნდა ვთქვათ ძალზედ ცხელ ან ცივ პროდუქტებზე, განსაკუთრებით მათ სწრაფ მონაცვლეობაზე (ყავა-გლიასე). ლითონის ბრეკეტები მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით ფართოვდებიან და შესაძლოა მოხდეს მათი ატკეჩა ემალიდან. ასევე ტემპერატურის მკვეთრმა ცვლილებამ შესაძლოა ორთოდონტიული რკალის თვისებებიც შეცვალოს.
სტაფილო, ვაშლი და სხვა მაგარი ხილი დაჭერით და მიირთვით პატარა ნაჭრებად. იგივე ეხება ხორცს და ყველა მოსაკბეჩ პროდუქტს.
არავითარ შემთხვევაში არ დაღრღნათ ფანქრები და პასტები და მით უმეტეს არ მოიკვნიტოთ ფრჩხილები.
ბრეკეტებით (მაგრამ არა ლინგვალური) მკურნალობისას, განსაკუთრებით პლასტმასის უნდა შევზღუდოთ მღებავი სითხეების და პროდუქტების მიღება. ყავა, მუქი ჩაი, მოცვის მურაბა და ა.შ. შესაძლოა გამოიწვიოს გამჭვირვალე ბრეკეტების და მაფიქსირებელი ნივთიერების შეღებვა. ასევე სასმელებიდან უნდა ამოვიღოთ: კოკა-კოლა, ფანტა, სპრაიტი და ა.შ. რადგან აღნიშნული სასმელები ზრდიან კარიესის განვითარების საშიშროებას, განსაკუთრებით მოუხსნელი კონსტრუქციებით მკურნალობისას.
ორთოდონტიული მკურნალობის დროს ბრეკეტების გარშემო განსაკუთრებით დიდი რაოდენობით გროვდება საჭმლის ნარჩენები, კბილის ნადები და ბაქტერიები, რამაც შეიძლება მიგვიყვანოს კარიესის განვითარებამდე. კარიესი ჩნდება ბრეკეტების გარშემო, და არა მის შიგნით!
ბრეკეტ სისტემით მკურნალობისას პაციენტმა მაქსიმალურად უნდა დაიცვას ჰიგიენა. აუცილებელია იხეხოთ კბილები ყოველი საკბების მიღების შემდგომ. გამოიყენეთ კბილის ჯაგრისი, ფლოსი და კბილთაშუა ჯაგრულები. კბილის ჯაგრულები იდეალურია რკალქვეშა სივრცეების და კბილთაშორისი ადგილების გასაწმენდად.
ამის შემდგომ კბილების ხეხვა გრძელდება ჩვეულებრივ როგორც ბრეკეტების გარეშე. ჯაგრისი დაიჭირეთ 450 კუთხით ღრძილთან და გაიწმინდეთ გამოგვითი მოძრაობებით, 2 კბილი ერთდროულად, დაახლოებით 10-ჯერ. გაიმეორეთ შემდეგ 2 კბილზე და ა.შ. იგივე სასისკენა და ენისკენა ზედაპირებზე. არ დაგავიწყდეთ საღეჭი ზედაპირების გახეხვა.
წმენდა დაამთავრეთ ”სუპერ ფლოსის” დახმარებით. საბოლოოდ კი გამოივლეთ ფტორშემცველი სავლები. პასტები სასურველია შეირჩეს ფტორის გაძლიერებული შემცველობით, კბილის ემალის გასამაგრებლად.
ორთოდონტიული მკურნალობის საწყის ეტაპზე, ბრეკეტმა შეიძლება გააღიზიანოს ტუჩი ან ლოყის ლორწოვან გარსი. ამ შემთხვევაში მასზე შეგიძლიათ მიაწებოთ სპეციალური ცვილი. 3-7 დღის შემდეგ მოხდება ლორწოვანის გარსის ადაპტირება და ეს არასასიამოვნო შეგრძნებები გაივლის.
დამტკიცებულია, რომ პირის ღრუს ხარისხიანი მოვლისათვის არა საკმარისია მხოლოდ ჯაგრისი და კბილის პასტა. თუკი თქვენი სურვილია შედეგიანად მოუაროთ თქვენს კბილებს და ღრძილებს, აუცილებელია ჰიგიენის ინტერდენტალური (კბილთაშუა) საშუალებების რეგულარული გამოყენება. როგორც არ უნდა ეცადოთ გამოისუფთაოთ კბილთაშუა სივრცეები, იქ მაინც რჩება ყველაზე ძვირიანი და თანამედროვე კბილის ჯაგრისისთვისაც მიუწვდომელი ადგილები. მოუხერხებლობის გამო, როგორც წესი შედარებით გაუწმენდავი გვრჩება კბილების შიგნითა ზედაპირები (სასიკენა და ენისკენა) და უკანა კბილები. აი, გამოვიდა, რომ კარგად ვიხეხავთ მხოლოდ მარტივად მისაწვდომ ადგილებს, ხოლო რთულად მისაწვდომს, რაც უმრავლესობას წარმოადგენს უმეტეს წილად გვრჩება გამოუწმენდავი.

ბოლოს მინდა ასევე ავღნიშნო ორთოდონტისა და პაციენტის თანამშრომლობის მნიშვნელობა. თქვენი დახმარება აისახება თქვენს მკურნალობაზე და შედეგზე. იდეალური ღიმილის მისაღებად უნდა იყოთ საუკეთესო პაციენტი.ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია – ორთოდონტიული მკურნალობის დროს აუცილებელია არ გამოტოვოთ ვიზიტები. რეგულარულად იაროთ ექიმთან დანიშნულ დროს. ასევე არ დაივიწყოთ ზემოთ ჩამოთვლილი რეკომენდაციები.