სიახლე როგორ მოვემზადოთ იმპლანტაციის ოპერაციისათვის?

დღეს მინდა ვისაუბროთ, თუ, როგორ მოვემზადოთ დენტალური იმპლანტაციის ოპერაციისათვის, რა წინა საოპერაციო კვლევებია აუცილებელი, რა ჩვენებები და უკუჩვენებები არსებობს.

სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, დღეს ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე თუ რა უნდა გააკეთოს პაციენტმა, რათა მშვიდად და უსაფრთხოდ გაიაროს იმპლანტოლოგიური მკურნალობის ყველა ეტაპი და ამასთან არ დახარჯოს ზედმეტი ფული, დრო და ემოციები.

დავიწყოთ ჩვენება უკუჩვენებებით.

დენტალური იმპლანტაციის ჩვენებებია:

ერთი, რამოდენიმე ან კბილების სრული არქონა (არ იგულისხმება სიბრძნის კბილები)

                  აი აქედან                 აი აქამდე

 

ნებისმიერ დროს შესაძლებელია მოხდეს, ნებისმიერი ლოკალიზაციის, ნებისმიერი კბილის პროთეზირება იმპლანტზე.

უკუჩვენება:

დენტალური იმპლანტაციის აბსოლუტური უკუჩვენებები:

  • ორგანიზმის ქრონიკული დაავადებები (ტუბერკულოზი, რევმატიული დაავადება, შაქრიანი დიაბეტის არაკომპენსირებული ფორმა, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაავადებები და სხვა);
  • სისხლისა და სისხლმბადი ორგანოების დაავადებები;
  • ძვლოვანი სისტემის დაავადებები, რომლებიც ამცირებენ მის რეგენერაციას;
  • ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები.
  • ავთვისებიანი სიმსივნეები სპეციალური თერაპიის ჩატარებისას და გარკვეული პერიოდი ჩატარების შემდგომ.

დენტალური იმპლანტაციის შედარებითი (გადაჭრადი) უკუჩვენებები:

  • პაროდონტიტი (მწვავე და ქვემწვავე ფორმები);
  • პათოლოგიური თანკბილვა და კბილების მომატებული ცვეთა;
  • პირის ღრუს ცუდი ჰიგიენა და მისი გაუმჯობესების არანაირი ნიშანწყალი.
  • სიმსივნისმაგვარი და სიმსივნური წარმონაქმნები პირის ღრუში და ყბებზე;
  • სხეულის სხვა ადგილებში ლითონის იმპლანტების არსებობა (კირშნერის სპიცები, მინიფირფიტები, ლითონის ნაკერები, ხელოვნური სახსრები, გულის სარქველი, კარდიოსტიმულატორი და სხვა);
  • საფეთქელ-ქვედა ყბის დაავადებები;
  • ბრუქსიზმი (ქვეცნობიერად ყბების მოჭერა ან კრაჭუნი, განსაკუთრებით ძილში);
  • ყბის ძვლების ანატომიური თავისებურებები, რაც გამორიცხავს იმპლანტის მოთავსებას (ძვლის ატროფია, რეტენირებული კბილები, წიაღები და სხვა), რაც მოითხოვს წინამდებარე ძვლის აღდგენად ოპერაციებს.
  • დროებით უკუჩვენებად გვევლინება ფეხმძიმობა და ლაქტაცია.

იმპლანტაციის სოციალური უკუჩვენებები

  • საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ დაუდევარი მიდგომა, ნიკოტინი, ალკოჰოლის ხშირი მოხმარება, არარეგულარული კვება, დიდი რაოდენობით ყავის მიღება.
  • პროფესიული საქმიანობის თავისებურებები – მძიმე ფიზიკური დატვირთვები, სპორტის ექსტრემალური და ტრავმული სახეები.

წინასაოპერაციო კვლევები

აი მომენტი როდესაც ჩნდება გაუგებრობა არა მარტო პაციენტსა და ექიმს შორის არამედ ექიმებს შორისაც. რა გამოკვლევები უნდა ჩაიტაროს პაციენტმა დენტალური იმპლანტაციის ოპერაციის წინ? რითი დავიწყოთ?

ყველაზე მთავარი და უმთავრესი პრინციპია წინასაოპერაციო გამოკვლევა – ესაა სამედიცინო მიზანმიმართულობის პრინციპი. სხვა სიტყვებით (მარტივად), რომ ვთქვათ ამა თუ იმ სამედიცინო კვლევის დანიშვნის წინ ზუსტად უნდა  ვიცოდეთ თუ რისთვისვაკეთებთ და რას ვეძებთ.

მომიჯნავე სპეციალისტების კონსულტაცია

იმპლანტაციაში ყველაზე მნიშვნელოვანი ექიმი – სტომატოლოგი-ორთოპედია. ჩვენი სამუშაოს მიზანი – ხარისხიანი, საიმედო და ესთეტიური კბილის პროთეზებია, რომლებიც დაყრდნობილია იმპლანტებზე. დენტალური იმპლანტატი – მხოლოდ პროთეზის საყრდენია. რამდენი იქნება ეს საყრდენი, სად იქნება განლაგებული, რა დგომა ექნება – ყველაფერს განსაზღვრავს მომავალი პროთეზის კონსტრუქცია. ამისათვის საჭიროა ექიმი ორთოპედი.

კბილების დიდი ხნით არ ქონა, იწვევს თანკბილვის ცვლილებას. ეს ცვლილებები კი შესაძლოა ისეთიც იყოს, რომ ვერ მოხდეს ხარისხიანი და ესთეტიური პროთეზირება. ამიტომ პაციენტებს იმპლანტაციამდე (როგორც საერთოდ პროთეზირებამდე) ესაჭიროებათ ორთოდონტის კონსულტაცია, შესაძლოა ორთოდონტიული მკურნალობაც კი.

აუცილებელია დენტალური იმპლანტაციის წინ (როგორც პირის ღრუში ნებისმიერი ქირურგიული ჩარევის წინ) ჩატარდეს კბილების პროფესიული წმენდა: ულტრაბგერის და AirFlow აპარატებით, მოშორდეს ქვები, ნადები. ასევე სასურველია მიიღოს პაციენტმა პირის ღრუს მოვლის შესახებ რჩევა-დარიგებები, რათა შეინარჩუნოს მიღებული სისუფთავე მომავალშიც.

პირის ღრუს სანაცია

ზოგიერთი ექიმი იმპლანტაციის წინ ითხოვს პირის ღრუს სრულ სანაცია. მოთხოვნა სამართლიანია ოღონდ გარკვეულ ფარგლებში.

პირის ღრუ უნდა იყოს სუფთა, არ უნდა იყოს მწვავე ან პოტენციურად საშიში ანთებადი კერები: ქრონიკული პულპიტი,   პაროდონტიტი, პერიოდონტიტი გამწვავების ფაზაში და ა.შ.

სადიაგნოსტიკო მოდელები და  WaxUp

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იმპლანტოლოგის სამუშაოს მიზანი – ხარისხიანი, გამძლე, საიმედო პროთეზირებაა და არა იმპლანტის ჩასმა. იმპლანტი მხოლოს პროთეზის საყრდენია და არა პროთეზი. მაშასადამე, იმპლანტების ზომა, რაოდენობა და ლოკალიზაცია პირველ რიგში დამოკიდებულია არა იმპლანტოლოგის ფანტაზიაზე, არამედ იმ ამოცანებზე, რომლებიც დგას სტომატოლოგი ორთოპედის წინაშე.

წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა მივიღოთ ინტეგრირებული იმპლანტი, რომელზეც ვერ კეთდება ორთოპედიული სამუშაო.

რომ გახდე იმპლანტოლოგი, უნდა იყო არა მარტო კარგი ქირურგი არამედ ცოტა ორთოპედიც. ამასთან უნდა გქონდეს კარგად განვითარებული სივრცობრივი აზროვნება და წარმოსახვა. რადგან ყველაზე რთული იმპლანტოლოგიაში – იმპლანტების შერჩევა და მათი პოზიცირებაა.

რომ მოთავსდეს იმპლანტი სწორ პოზიციაში, ზუსტად უნდა ვიცოდეთ თუ როგორი იქნება პროთეზი. ამისათვის არსებობს wax-up ე.წ. “ცვილით მოდელირება”.

მისი დამზადება მისაღებია, როდესაც იმპლანტების პოზიცირება იწვევს სირთულეებს. მაგალითად ძვლოვანი ქსოვილის ატროფია, რთული კონსტრუქციის პროთეზები და ა.შ.

დენტალური იმპლანტაციის ოპერაციისათვის მზადებისას ორთოპედის კონსულტაცია არის აუცილებელი

ყბა-კბილთა სისტემის ფუნქციონალური დიაგნოსტიკა

კბილების დიდი ხნით არ ქონა იწვევს სერიოზულ ცვლილებებს ყბა-კბილთა სისტემაში:

– კბილთა რკალში დატვირთვის გადანაწილება

– მეზობელი კბილების გადანაცვლება, გადაადგილება, თანკბილვის დარღვევა

– საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის და საღეჭი კუნთების დისტროფიული ცვლილებები

– დანაკლისი კბილების მიდამოში ძვლოვანი ქსოვილის და ლორწოვანი გარსის ატროფია

ექიმის დანიშნულებაა – არა მხოლოდ “ლამაზად გააკეთოს”, არამედ აღადგინოს ნორმალური ფუნქცია, აღმოფხვრას კბილების არ ქონით გამოწვეული შედეგები. ამისათვის საჭიროა გავარკვიოთ, თუ რა მოუვიდა კბილთა რკალს მას შემდეგ რაც დაიკარგა კბილები.

ქირურგიული თარგი (შაბლონი) 

თუკი იმპლანტების პოზიცირება იწვევს სიძნელეებს, მაშინ ორთოპედი ამზადებს სპეციალურ შაბლონს. ამისათვის გამოიყენება სპეციალური კომპიუტერული პროგრამები და სამგანზომილებიანი პრინტერი.

ნავიგაციური სისტემა საშუალებას გვაძლევს ზუსტად დავგეგმოთ იმპლანტაცია და შაბლონების გამოყენებით მივიღოთ ესთეტიურად და ფუნქციონალურად საუკეთესო შედეგები. პაციენტისთვის ვირტუალური დაგეგმარება ძვლოვანი ქსოვილის

სამგანზომილებიანი გამოსახულების გამოყენებით, ტიტანის კონსტრუქციის ადგილმდებარეობის და დახრის კუთხის წინასწარი განსაზღვრა არის შესრულებული სამუშაოს უმაღლესი ხარისხის გარანტია. შაბლონების გამოყენებისას რისკები გაცილებით დაბალია.სისტემის ყველა მომხმარებელი, ახალბედა სტომატოლოგებით დაწყებული – იმპლანტოლოგიაში სოლიდური გამოცდილების მქონე სპეციალისტებით დამთავრებული დიდად აფასებენ მის უპირატესობას. აღნიშნული პროგრამა ოთხჯერ და მეტჯერ ამცირებს ოპერაციული ჩარევისათვის საჭირო დროს.

კომპიუტერული ტომოგრაფია

ეს ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი კვლევაა იმპლანტაციის ოპერაციის წინ, რომელიც უნდა ჩატარდეს 100% შემთხვევაში. არ შეიძლება იმპლანტაციის დაწყება თუკი არ გვექნება კომპიუტერული ტომოგრაფიის მონაცემები.

კტ-თვის გამოიყენება სპეციალური ციფრული ტომოგრაფები და სპეციალური სტომატოლოგიური პროგრამები.

კომპიუტერული ტომოგრაფია გვეხმარება შევაფასოთ საოპერაციო ველში ძვლოვანი ქსოვილის კონფიგურაცია, მოცულობა და სტრუქტურა. ტომოგრაფიით შესაძლოა განისაზღვროს გარკვეულის სტრუქტურების ზომები, შეირჩეს საჭირო ზომის იმპლანტი. მისი დახმარებით შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ რიგი გართულებები.

სისხლის და შარდის ანალიზი, სხვა ლაბორატორიული კვლევები.

არის კლინიკები სადაც, როგორც წესი ყველა პაციენტი ოპარაციის წინ იკეთებს სისხლის და შარდის ანალიზს. მიუხედავად ამისა ქირურგიული ჩარევისთვის ამ ანალიზებს არავინ არ იყენებს, იბადება კითხვა მაშ რისთვის კეთდება ეს ანალიზები, თუკი არავინ მათ არ უყურებს?

ტრავმატულობის, ორგანიზმზე ზემოქმედების და გართულებების რაოდენობის გათვალისწინებით დენტალური იმპლანტაცია კბილის ამოღებაზე ადვილი ოპერაციაა. რიგ შემთხვევებში სინუსლიფტინგს და ოსტეოპლასტიკას უფრო მარტივად იტანს პაციენტი ვიდრე დარეზორცინებული მეექვსეს ამოღებას, მაგრამ არავინ არ ითხოვს ანალიზს კბილის ამოღების წინ (უნდა ვაღიარო გამონაკლისებიც არსებობენ), ხომ მართალია?

ყველაფერს აქვს ჩვენება და უკუჩვენება. მაგალითად თუკი პაციენტი ამბობს, რომ მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით აქვს გარკვეული პრობლემები, რომ იგი მკურნალობს ექიმთან. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ აღნიშნული ექიმისგან  აუცილებლად უნდა მივიღოთ თანხმობა ჩასატარებელ ქირურგიულ მანიპულაციაზე.  მან უნდა გააგზავნოს ანალიზებზე თუკი ჩათვლის ამას საჭიროდ.

დასკვნა

იმპლანტაციისათვის მომზადების აუცილებელი ეტაპებია:

– ორთოპედის კონსულტაცია

– კომპიუტერული ტომოგრაფია

ორთოპედის და იმპლანტოლოგის კონსულტაციით ინიშნება:

– სადიაგნოსტიკო მოდელები, ცვილით მოდელირება

– მომიჯნავე სტომატოლოგი სპეციალისტების კონსულტაცია, პირის ღრუს სანაცია

– პირის ღრუს პროფესიული ჰიგიენა

– ყბა-კბილთა სისტემის ფუნქციონალური დიაგნოსტიკა

– ქირურგიული შაბლონის (თარგის) დამზადება

 ჩვენების შემთხვევაში მკაცრად ინიშნება: 

– სისხლის და შარდის ლაბორატორიული ანალიზები

– არასტომატოლოგიური პროფილის სპეციალისტების კონსულტაცია – კარდიოლოგი, თერაპევტი, ენდოკრინოლოგი, რევმატოლოგი და ა.შ.

– ელექტროკარგიოგრამმა

პირველს და ბოლოს ნიშნავს შესაბამისი სპეციალობის ექიმი.

საერთოდ არ არის საჭირო: 

– ელექტროენცეფალოგრაფია

– მრტ (მაგნიტო რეზონანსული ტომოგრაფია)

– დინამიური კტ ან მრტ

– ზურგის ტვინის სითხის და პროსტატის წვენის ლაბორატორიული ანალიზი :)

და ბოლოს – წარმატებული მკურნალობა და შედეგი – ორი ადამიანი დამსახურებაა: ექიმის და პაციენტის. არა მხოლოდ ექიმის!

გისურვებთ ჯანმრთელობას!!!


კომენტარები

სხვა სიახლეები