სიახლე ჰიპერესთეზია ანუ კბილების მომატებული მგრძნობელობა

წლიდან წლამდე შეიმჩნევა ჰიპერმგრძნობელობის პრობლემის მატება. უკანასკნელ დროს კი ძალზედ მოიმატა მისმა მაჩვენებელმა. თუკი წინა საუკუნის 60–იან წლებში ამ პრობლემას უჩიოდა პაციენტების 5–15%, XXI სუკუნის პირველივე ათეულში ამ რიცხვმა 40–57% მიაღწია მთელს მსოფლიოში.

რა არის კბილების ჰიპერმგრძნობელობა?

მოდით დაწვრილებით განვიხილოთ აღნიშნული საკითხი, რათა გავეცნოთ მისი წარმოშობის მექანიზმს.

კბილების ჰიპერმგრძნობელობა ანუ ჰიპერესთეზია – კბილის რეაქციია, გარეგან გამღიზიანებელზე, რომელიც ხასიათდება მოკლე, მკვეთრი ტკივილით.

გამაღიზიანებლებად შეიძლება მოგვევლინოს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა:

  • საკვების ან სასმელის მაღალი ან დაბალი ტემპერატურა, აგრეთვე პირით შესუნთქული ჰაერი.
  • საკვების ქიმიური ზემოქმედება – კბილის რეაქცია ტკბილზე, მარილიანზე, მჟავეზე და ა.შ.
  • მექანიკური გამღიზიანებლები – მაგარი კბილის ჯაგრისი, ელექტრო ჯაგრისი, სხვადასხვა სახის ფლოსები და კბილის საჩიჩქნები.

ჰიპერესთეზია ანუ კბილების მომატებული მგრძნობელობა იყოფა ორ კატეგორიად: ემალის და დენტინის ჰიპერესთეზია.

ემალის ჰიპერესთეზია – ფუნქციური უკმარისობაა, კბილის ემალის გათხელება, გამოწვეული კბილის მაგარი ქსოვილების დემინერალიზაციით და მის ზედაპირზე ბზარების გაჩენით.

ემალის ჰიპერესთეზიის გამომწვევი მიზეზებია:

  • ნერვულ–ფსიქიური დაავადებები;
  • ემოციური სტრესები;
  • საჭმლის მომნელებელი და ენდოკრინული სისტემის სხვადასხვა დაავადებები;
  • ფეხმძიმობა ან კლიმაქსი ქალებში

მაგრამ ჩვენ გვინდა უფრო შევჩერდეთ და უფრო დაწვრილებით განვიხილოთ დენტინის ჰიპერესთეზია, რადგან ეს პრობლემა პირის ღრუში, არის მწვავე ტკივილის და სხვა უსიამოვნო შეგრძნებების პირველ წყარო.

ჰიპერესთეზია ანუ დენტინის ჰიპერმგრძნობელობა ვლინდება მწვავე, ელვისებური ტკვილის სახით, როდესაც კბილის დენტინი შიშვლდება და იხსნება ე.წ. დენტინის მილაკები.

ბრენსტრომის ჰიდროდინამიური თეორიის თანახმად, სითხის მოძრაობა დენტინის მილაკებში პირდაპირ კავშირშია დენტინის ჰიპერმგრძნობელობასთან. სხვადასხვა გარეგანი გამაღიზიანებლები, როგორიცაა სითბო, სიცივე, ჰაერი, წნევა ზრდიან სითხის მოძრაობის სიჩქარეს დენტინის ღია მილაკებში, რითაც იზრდება დენტინს შიგნით წნევა, აქტიურდება ნერვის დაბოლოებები და ვითარდება მკვეთრი ტკივილი. როგორც წესი გამაღიზიანებლის მოხსნის შემდეგ ტკივილი ქრება. 

დენტინის ჰიპერმგრძნობელობის, განვითარების ძირითად მიზეზს (83% შემთხვევაში) წარმოადგენს კბილის არაკარიესული დაზიანებები, როგორიცაა პათოლოგიური ცვეთა და სოლისებრი დეფექტები.
დანარჩენ 17% შემთხვევაში, დენტინის მომატებული მგრძნობელობა, ვითარდება შემდეგი ფაქტორების ზეგავლენით:

  • კარიესული დაზიანებები;
  • პაროდონტის დაავადებები, ღრძილის რეცესიის შემთხვევაში;
  • ოკლუზიის დარღვევები და პოსტრესტავრაციული გართულებები;
  • კბილების გათეთრება, როგორც გათეთრების პროცესში, ასევე მას შემდგომ;
  • ქირურგიული ოპერაციები, როგორიცაა პაროდონტალური ჯიბეების კიურეტაჟი, ნაფლეთოვანი ოპერაციები, გინგივექტომია;
  • პირის ღრუს არა დამაკმაყოფილებელი ჰიგიენა.

ჩვენ კლინიკაში ჰიპერმგრძნობელობის სამკურნალოდ გამოიყენება კბილების ღრმა ფტორირება, რომელიც იხმარება, როგორც კარიესის საპროფილაქტიკოდ, ასევე აწეული მგრძნობელობის სამკურნალოდ.

მწვავე ტკივილების თავიდან აცილების ერთ–ერთი საშუალება (სპეციალისტის უშუალო დახმარებით) დესენსიტაიზერული კბილის პასტის გამოყენებაა. პასტები კალციუმის კარბონატის და არგინინის (ნერწყვში შემავალი ნატურალური ამინომჟავები) შემცველობით აქტიურად ებრძვიან ჰიპერმგრძნობელობას. 

როგორც კლინიკურმა გამოკვლევებმა აჩვენა, არგინინი და კალციუმის კარბონატი მოქმედებენ მოლეკულარულ დონეზე, ემაგრებიან დენტინის ზედაპირზე და ახდენენ დენტინის მილაკების „ამოქოლვას“. შედეგად მტკივნეული შეგრძნებები მთლიანად იბლოკება, შედეგად დენტინის მგრძნობელობა იკლებს. ასე, რომ არაა აუცილებელი ითმინოთ მწვავე, უეცარი ტკივილები, ეწვიეთ "ნინო ბერიძის ორთოდონტიულ ცენტრს", სადაც გამოცდილი სპეციალისტები სწრაფად და ხარისხიანად მოაგვარებენ ყველა თქვენს პრობლემას.


კომენტარები

სხვა სიახლეები