სიახლე ალერგია სტომატოლოგიაში

დღეისათვის სხვადასხვა მიზეზების და გამო, მათ შორის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესებით შეინიშნება ალერგიული პაციენტების ზრდა. ალერგიით დაავადებულები ვერ იტანენ სხვადასხვა სუნს, პროდუქტებს, წამლებს, ცხოველებს, მტვერს და სხვა. შედეგად ალერგიული რექცია ვლინდება: შეშუპებით, ჭინჭრის ციებით, ლორწოვანი და კანის საფარველის ქავილით, ცემინებით, ცრემლდენით და თავის ტკივილით.

ექიმ-სტომატოლოგებს ძალზედ ხშირად უწევთ ალერგიით დაავადებული პაციენტების მკურნალობა. მნიშვნელოვანია ასეთი პაციენტისათვის სწორად შეირჩეს ანესთეტიკი, სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც არ იწვევენ ალერგიულ რეაქციებს.

თანამედროვე სტომატოლოგიური მკურნალობა წარმოუდგენელია ანესთეზიის გარეშე. მაგრამ უნდა გვახსოვდეს იმ გართულებების შესახებ, რაც ერთი შეხედვით ამ უწყინარ მანიპულაციას შესაძლოა მოჰყვეს. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გართულება ალერგიული რეაქციაა. როგორ დავიცვათ ექიმი და პაციენტი ამ უსიამოვნო გართულებისაგან?

დღეისათვის ენდოდონტიამ (კბილის ფესვების მკურნალობა) მნიშვნელოვან მიღწევებს მიაღწია და ყველაზე რთული ამოცანების გადაჭრაც შესძლო. ხელის იარაღებით დაწყებული და მბრუნავი ინსტრუმენტებით დამთავრებული ენდოდონტიური მკურნალობა წარმოუდგენელი იყო და არის ანესთეზიის გარეშე. მეტიც სპეციალური ანესთეტიკების წარმოება ნაკარნახები იყო ენდოდონტიური მკურნალობიდან გამომდინარე. მიუხედავად  სტომატოლოგის არსენალში არსებული ანესთეტიკების ფართო არჩევანისა, მას ყოველთვის არ შეუძლია მათი გამოყენება. ხშირად ასეთ წინააღმდეგობას პაციენტის ალერგიული ანამნეზი ქმნის. ამიტომ ექიმმა სწორად უნდა შეაფასოს არსებული სიტუაცია და ახსოვდეს ის პასუხისმგებლობა, რომელსაც იგი იღებს.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, მედიკამენტოზური ალერგია აღენიშნება ჯანმრთელი მოსახლეობის 2%-ს, ეს რიცხვი მატულობს 17% იმ პირებში, რომლებიც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ღებულობენ სხვადასხვა სამკურნალო პრეპარატებს. ალერგიული ანამნეზის მქონე პაციენტების რიცხვი საკმაოდ დიდია და ყოველწლიურად იზრდება. არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე სტომატოლოგს უნდა შეეძლოს ალერგიული რეაქციის განვითარების პროგნოზირება და მისი დროული დიაგნოსტირება. სამწუხაროდ სტომატოლოგების უმრავლესობას არ ააქვს წარმოდგენა მედიკამენტოზური ალერგიის დიაგნოსტირების წესებზე და ეტაპებზე, ხოლო ანამნეზის შეგროვებისას მხოლოდ რამოდენიმე კითხვით თუ შემოიფარგლებიან. იგივე შეიძლება ითქვას პაციენტებზეც, რომლებსაც ეზარებათ „ზედმეტი“ ლაპარაკი და სინჯების კეთება. პასუხი ყოველთვის მარტივია: „მიდი გაუკეთე, რა უნდა მოუვიდეს“.

ანამნეზში არსებული ალერგიული რეაქციების აღმოჩენის შემდეგ, ბევრი სტომატოლოგი იწყებს სხვადასხვა ანესთეტიკებით სინჯების გაკეთებას. როგორც წესი არ ითვალისწინებს რა უკუჩვენებებს და საფრთხეში აგდებს პაციენტის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. არსებობენ ავადმყოფები, რომელთა შველაც შეუძლებელია, მაგრამ არ არსებობენ ისეთები, რომელთაც ვერ ავნებ (E.C. Lambert). აღნიშნულ საკითხს, რომ სერიოზულად და პასუხისმგებლობით მიუდგეთ ალერგიული რეაქციების განვითარების პროგნოზირება და დიაგნოსტიკა უნდა მოხდეს თანმიმდევრობით, მკაცრი კრიტერიებით და უმჯობესია სპეციალიზირებულ დაწესებულებაში.

ალერგიული რეაქციის განვითარების პირველადი პროგნოზი

ასეთი პროგნოზი ეფუძნება საფუძვლიანად შეგროვილ ალერგიულ ანამნეზს. მის საფუძველზე ექიმი აკეთებს დასკვნას პაციენტის ალერგიული რეაქციებისადმი წანასწარგანწყობაზე. ალერგიული ანამნეზის ყოველი შეკითხვა ექიმს უნდა აძლევდეს კონკრეტულ ინფორმაციას, სტომატოლოგის მთავარი ამოცანაა გაარკვიოს:

  • თუ შეიძლება პაციენტს გაუკეთდეს ადგილობრივი ანესთეტიკი დამატებით გამოკვლევის გარეშე;
  • საჭიროა თუ არა პაციენტის გაგზავნა ლაბორატორიულ დიაგნოსტიკაზე.

„ნინო ბერიძის ორთოდონტიულ ცენტრში“ პირველადი პაციენტის შემოსვლისას ივსება კითხვარი-ანკეტა, სადაც პაციენტი აღნიშნავს არსებულ დაავადებებს და მათ შორის ალერგიულ რეაქციებს სხვადასხვა გამღიზიანებელზე. ამ უკანასკნელის არსებობის შემთხვევაში პაციენტი იგზავნება ექიმ-ალერგოლოგთან პრიკ-ტესტის ჩასატარებალად. მხოლოდ ექიმი-ალერგოლოგის დადებითი პასუხის შემდეგ ხდება სტომატოლოგიური ჩარევა.


კომენტარები

სხვა სიახლეები