სიახლე სტომატოლოგის რჩევები - კვების წესები

რჩევადღეისათვის ადამიანები ისე კარგად ახერხებენ საკუთარი თავის შეფუთვას სხვადასხვა აქსესუარებით და ტანსაცმლით, რომ "შეუფუთავი" მხოლოდ ღიმილიღა რჩება. მას ვერ დამალავთ, აი რატომაა საჭირო კბილების ჯანმრთელობაზე ზრუნვა. თუმცა ესთეტიკა არ გახლავთ კბილების ერთადერთი ფუნქცია. საკვების დაღეჭვა-დაქუცმაცებაში კბილებს შეუცვლელი როლი აკისრიათ. ასევე მნიშვნელოვანია მათი როლი ბგერების წარმოქმნაში.

რა არის აუცილებელი რათა თავიდან ავიცილოთ კბილების პრობლემები? პირველ რიგში აუცილებელია სწორი კვება. ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა პირის ღრუს ჰიგიენა, მემკვიდრეობა და სხვა მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ კბილების ჯანმრთელობასთან მიმართებაში, თუმცა სწორი კვება ასრულებს გადამწყვეტ როლს სტომატოლოგიური ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.

ცოტაოდენი კბილების ანატომიიდან

ანატომია

მინდა თქვენი ყურადღება მივაქციო იმ ფაქტს, რომ კბილი ადამიანის ისეთივე ორგანოა, როგორც ხელი, ფეხი, ღვიძლი ან თირკმელი. როგორც ნებისმიერ ორგანოს მასაც გააჩნია სპეციფიკური აგებულება, რაც ეხმარება მას მისი ფუნქციების შესრულებაში. კბილის შუაგულში მოთავსებულია რბილი ქსოვილი - პულპა, რომელიც შედგება სისხლძარღვების, ნერვების და კბილის ძირითადი ნივთიერების დენტინის წარმომქნელი უჯრედებისგან. დენტინი გვირგვინის არეში დაფარულია მინანქრით, ხოლო ფესვების არეში - დუღაბით.  მინანქარი ადამიანის ორგანიზმის ყველაზე მაგარი ქსოვილია. იგი 95% შედგება კალციუმის მარილებისგან, რაც მას ძალზედ ძლიერს ხდის.

კალციუმი

calcium-rich-dietიმის გათვალისწინებით, რომ კბილის ძირითადი შემადგენელი კალცია, ძალზედ მნიშვნელოვანია საკვებთან ერთად მისი მიღება. კალცს შეიცავს ისეთი პროდუქტები როგორიცაა: რძე, ხაჭო, არაჟანი, თევზი, სტაფილო, ჭარხალი, პარკოსნები, ნუში, ყურძენი, თაფლი, ფორთოხალი, მარწყვი, ყველა ხილის და ბოსტნეულის კანი. აქვე გვინდა ავღნიშნოთ, რომ კალცის ნორმალური შეწოვა შუძლებელია ვიტამინი D-ს გარეშე. ამიტომ სამედიცინო ბაზარზე არსებული მედიკამენტები კალცთან ერთად აუცილებალად შეიცავენ ვიტამინი D-ს. ჩვენს ორგანიზმს გააჩნია უნიკალური თვისება წარმოქმნას ვიტამინი D მზის სხივების ზემოქმედებით. ამიტომ სწორი კვება და ცოტაოდენი ზაგარი დაგეხმარებათ ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.

ფოსფორი

ფოსფორიკალციუმი კბილებში არ მოიპოვება თავისუფალი სახით. იგი ქიმიურად დაკავშირებულია ფოსფატებთან ჰიდროქსი და ფტორაპატიტებში. ფოსფორის გარეშე მინანქარს არ ექნებოდა ასეთი სიმყარე და ვერ შესძლებდა მისი ფუნქციის შესრულებას. ამიტომ სტომატოლოგები ყოველთვის ურჩევენ კალცთან ერთად მიიღონ საკმარისი რაოდენობით ფოსფორიც. იგი შედის შემდეგი პროდუქტების შემადგენლობაში: მწვანე ბარდა, თხილი, მარცვლეული კულტურები, ნიახური, თევზი, ხორცი, სოიო.

ფტორი

ფტორიახლად ამოჭრილი კბილი შეიცავს ჰიდროქსიაპატიტებს. დროთა განმავლობაში ამ სტრუქტურაში აღწევენ ფტორის იონები, წარმოქმნიან რა მინანქრის ქვეშა შრეში ფტორაპატიტებს. რაც აძლიერებს მინანქრის მდგრადობას მჟავების მიმართ და აძლიერებს ანტიკარიესულ ეფექტს.

რა შეიცავს ფტორს? მისი ძირითადი წყაროა წყალი. ამიტომ პირდაპირი კავშირია სასმელ წყალთან და კარიესის გავრცელებასთან. თავისით ამ პრობლემის მოგვარება შეუძლებელია, ამიტომ წარმატებულ ქვეყნებში ხდება წყლის ცენტრალიზებული ფტორირება. დღეისათვის ჩვენ შემთხვევაში ერთი გამოსავალი ფტორირებული მარილია. პაციენტის ინდივიდუალური მდგომარეობის გათვალისწინებით სტომატოლოგს შეუძლია ფტორისშემცველი ტაბლეტების მიღება, თუმცა მათი უზომოდ მიღებაც არ არის სასურველი.

იოდი

იოდიიოდი ასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს ადამიანის ორგანიზმის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. დაწყებული ჰორმონალური ბალანსის შენარჩუნებით, აუცილებელია ტვინის მუშაობისათვის, ასევე გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. მისი ნაკლებობა ასევე იწვევს სერიოზულ პრობლემებს პირის ღრუში, კერძოდ გამოიხატება კბილების დაშლით. სასურველია იოდიზირებული მარილის მიღება, იოდს დიდი რაოდენობით შეიცავს ზღვის პროდუქტები, თევზის ქონი, განსაკუთრებით მდიდარია წღვის წყალმცენარეები.

რატომ ფუჭდება კბილები?

ტკივილიკარიესი - კბილების ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. მას თან ახლავს კბილებიდან კალციუმის მარილების გამორეცხვა, ამაში მნიშვნელოვან როლს ასრუელბენ პირის ღრუს ბაქტერიები. ისინი მრავლდებიან კბილის ნადებში და ქვებში. აი რატომაა აუცილებელი ნადების განვითარების თავიდან აცილება. კვების ტიპი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამაში. განსაკუთრებით დამღუპველია საკვებით ნახშირწყლების მიღება, მაგრამ არა ყველა. ბაქტერიები იყენებენ: შაქარს, კრახმალს და მის შემცველ პროდუქტებს. ეს არის ტკბილი ჩაი, მურაბა, საკონდიტრო ნაწარმი, პურ-ფუნთუშეული, მაკარონი და სხვა. მათ შეუძლიათ დიდი ხნით დარჩნენ კბილების ბუნებრივ ღრმულებში და გახდნენ ბაქტერიების საკვები. შემდგომ ბაქტერიები გამოიმუშავებენ მჟავეებს, რაც თავის მხრივ იწვევს მინანქრის დაშლას. ასე კბილები კარგავენ კალციუმს, ბაქტერიები აღწევენ უფრო ღრმად და ვითარდება კარიესი.

სტომატოლოგების რჩევები

სტომატოლოგის რჩევებიკარიესისგან თავის დასაცავად აუცილებელია კვების წესების დაცვა:

1. აუცილებელი საკვებ რაციონში კარიესის გამომწვევი ნახშირწყლების შეზღუდვა. ამისათვის საკმარისია შეამციროთ ტკბილეულობა, მაგალითად ჩაის შაქრის ნაცვლად უქენით თაფლი. სხვათა შორის თაფლი შეიცავს ბუნებრივ შაქარს, რომელსაც ვერ იყენებენ პირის ღრუს ბაქტერიები.

2. ამავდროულად უნდა გაზარდოთ მცენარეული უჯრედისის მიღება. მას შეიცავს ხილი და ბოსტნეული. უჯრედისი მიუწვდომელია პირის ღრუს ბაქტერიებისათვის და ამავდროულად სასარგებლოა ნაწლავებისათვის, აქ იგი ასრულებს "ცოცხის" როლს.

3. არ უნდა დაგვავიწყდეს ხილისა და ბოსტნეულის მექანიკური ზემოქმედების შესახებაც. უფრო სასარგებლოა ტკბილეული, ნახშირწყლებიმიირთვათ მთლიანი ვაშლი ან სტაფილო, ვიდრე იგივე მიიღოთ წინასწარ გახეხილი. მაგარი საკვები ბუნებრივად ახდენს კბილების გასუფთავებას.

4. არიან პროდუქტები, რომლებიც აძლიერებენ ნერწყვდენას. მათ მიეკუთვნება: მჟავე ბოსტნეული და ხილი, ხორციანი და კომბოსტოს ბულიონები. მომატებული ნერწყვდენა აძლიერებს ანტიკარიესულ ზემოქმედებას, რადგან მომატებული ნერწყვი რეცხავს ბაქტერიებს კბილებიდან, ამავდროულად მასშია ანტიბაქტერიული ნივთიერება ლიზოციმი და კალცი, რომელიც აღწევს მინანქარში და ამაგრებს მას.

მაგრამ ეს წესები სულაც არ ნიშნავს, რომ უარი უნდა თქვათ კანფეტებზე, შოკოლადზე, "პეჩენიაზე" და ტკბილი ცხოვრების სხვა სიამოვნებებზე. მითუმეტეს, რომ ტკბილის შეზღუდვა ბედნიერების ჰორმონების -ენდორფინების წარმოქმნის შემცირებას იწვევს.

ჩვენი რჩევაა გაიხეხოთ კბილები ყოველი საკვების მიღების შემდეგ, ხოლო როცა ამას ვერ ახერხებთ გამოივლოთ პირი თბილი წყლით. მისაღებია უშაქრო საღეჭი რეზინის გამოყენება 5-10 წუთით.

არსებობს გამოთქმა - ადამიანი არის ის რითიც ის იკვებება. რაც სრულებით მისაღებია კბილებზე. არასწორი კვება და არასაკმარისი ჰიგიენა იწვევს კარიესის ადრეულ განვითარებას და კბილების დაკარგვასაც. ხოლო ამ მარტივი წესების დაცვით არა მარტო შეძლებთ ფართოდ გაიღიმოთ არამედ ნებისმიერ სიტუაციაში იგრძნოთ თავი თავდაჯერებულად და მომხიბვლელად.


კომენტარები

სხვა სიახლეები