სიახლე მემკვიდრეობა და ცუდი კბილები

მემკვიდრეობას ანუ გენეტიკურ ფაქტორს ჩვენი ორგანიზმის ფორმირებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. არსებობს უამრავი დაავადება, რომელიც გენეტიკასთანაა დაკავშირებული - ეს კი ნიშნავს, რომ ისინი გადაეცემა თაობიდან თაობებს.

მემკვიდრეობითი ფაქტორები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ჩვენი იერის და სხეულის აგებულების მოწყობაში. როგორია მემკვიდრეობითი ფაქტორების როლი ჩვენი კბილების ჩამოყალიბებაში? შესაძლოა, რომ ჩვენს წინაპრებს ჩვენთვის ცუდი კბილები გადმოელოცათ? გენეტიკოსები ჯერ კიდევ იკვლევენ მემკვიდრეობის ზეგავლენას კბილებზე.

ცუდი კბილები - ძალზედ ფართო გაგებაა. იგი მოიცავს, როგორც კბილების დაზიანებას, არასწორ თანკბილვას, კბილების არ ქონას, მგრძნობელობას და ფერის ცვლილებას.

ადამიანს 20 სარძევე და 32 მუდმივი კბილი აქვს. თითოეული მათგანის არ ქონა შესაძლოა განპირობებული იყოს გენეტიკური ან გარემო ფაქტორებით. ბევრ ჩვენგანს დაბადებიდან არ აქვს სიბრძნის კბილის ჩანასახი, რაც ასევე გენეტიკურია.

გენეტიკური ფაქტორები შესაძლოა გარემო ფაქტორებთან ერთად მოქმედებდეს - მაგალითად, ვირუსული ინფექციები, სხვადასხვა პროცედურების ზემოქმედება, როგორიცაა სხივური თერაპია, ქიმიოთერაპია იწვევენ კბილების გაფუჭებას.

გენეტიკურმა მუტაციებმა შესაძლოა კბილების განვითარების მანკები გამოიწვიოს. მაგრამ კბილების ფერის ცვლილებაში მათი როლი მინიმალურია. აღნიშნულ შემთხვევაში დომინანტურად ეკოლოგიური ფაქტორები ფიგურირებს.

ნიკოტინი, ნარკოტიკების მოხმარება ხელს უწყობს კბილების პრობლემების განვითარებას. ცუდი კბილების განვითარების მიზეზი შესაძლოა გახდეს მავნე ჩვევები, გარკვეული საკვებისადმი უპირატესობის მინიჭება, ცუდი ჰიგიენა და სხვა.

კბილების პრობლემების გაჩენისთანავე აუცილებელია მიმართოთ სტომატოლოგიურ კლინიკას, სადაც ექიმი-სპეციალისტი გაგიწევთ კონსულტაციას და საჭიროების შემთხვევაში ჩაგიტარებთ მკურნალობას.

სტომატოლოგიურ პრობლემებს შეუძლიათ ცხოვრების წესის და კვების რაციონის შეცვლაც. კბილების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად აუცილებელია ვიტამინებით გაჯერებული და ნოყიერი საკვების მიღება. კბილებისათვის ძალზედ სასარგებლოა უმი ხილი და ბოსტნეული, ხოლო გაზიანი სასმელების დიდი რაოდენობით მიღება მხოლოდ ზიანის მომტანია.  ყოველი საკვების მიღების შემდეგ, განსაკუთრებით ტკბილეულის აუცილებელია გამოივლოთ - ეს ხელს უშლის კბილებზე ნადების გაჩენას და შემდგომში ბაქტერიების გამრავლებას


კომენტარები

სხვა სიახლეები