სიახლე იმპლანტაცია კბილის ამოღებისთანავე. შესაძლებელია თუ არა?

 

დრო გადის. პრაქტიკულად ყოველდღიურად ვეცნობით  დაავადებების მკურნალობის ახალ მეთოდებს, იგონებენ ახალ სამკურნალო პრეპარატებს, მედიცინაში ჩნდება მკურნალობის ახალი მიმართულებები. რომ არ ჩამოვრჩეთ სამედიცინო სიახლეებს გამუდმედმებით უნდა ვისწავლოთ და ავიმაღლოთ კვალიფიკაცია. გამუდმებული სწავლის ჟინი და საკუთარი შეხედულებების გადახედვის უნარი – საუკეთესო ექიმის აუცილებელი თვისებებია.

დღეს მინდა ვისაუბროთ მომენტალურ იმლანტაციაზე, ანუ იმპლანტის მოთავსებაზე ახლად ამოღებული კბილის ალვეოლაში.

როდის არის შესაძლებელი მომენტალური იმპლანტაცია? როგორ მოვემზადოთ აღნიშნული ოპერაციისათვის? რა გამოკვლევები ჩავიტაროთ? რა გართულებები და პრობლემებია მოსალოდნელი, როგორ ავიცილოთ?

თანამედროვე იმპლანტოლოგიისათვის არ არსებობს გადაუჭრელი სიტუაციები. თუკი ადრე იყო პრობლემები ძვლოვან მასასთან, დღეისათვის უკვე არსებობს ოსტეოპლასტიკა და სინუსლიფტინგი. იხვეწება იმპლანტების დიზაინი, როგორც გარედან ასევე შიგნიდან.

მცირეოდენი თეორია

კბილის ამოღებიდან გასული დროის მიხედვით დენტალური იმპლანტაცია შესაძლოა დავყოთ ორ მეთოდად:

– მომენტალური იმპლანტაცია, რომელიც ტარდება კბილის ამოღებისთანავე.

– მოგვიანებითი იმპლანტაცია, რომელიც ტარდება დიდი ხნის წინ ამოღებული კბილის ადგილას.

ყველა მეთოდს აქვს თავისი მინუსები და პლიუსები

მომენტალური იმპლანტაციის პლიუსებია

– ერთ ჩარევაში ვაერთიანებთ სამ მანიპულაციას (კბილის ამოღება+იმპლანტის მოთავსება+ღრძილის მაფორმირებლის ფიქსაცია), ერთ ოპერაცი – იაფია, სწრაფია და პაციენტისთვის უფრო მოხერხებულია

– პრაქტიკულად არასდროს არ გვხვდება ძვლის ან ლორწოვანი გარსის დეფიციტი, შედეგად არ მოითხოვს ოსტეოპლასტიკას, რბილი ქსოვილების აუგმენტაციას, ხანდახან არც სინუსლიფტინგსაც.

– უფრო მარტივია იმპლანტის პოზიცირება და გარშემო მყოფ სტრუქტურებთან მიმართებაში მისი მდებარეობის კონტროლი

– შესაძლებელია უფრო დიდი ზომის იმპლანტის მოთავსება, ვიდრე ეს იქნებოდა მოგვიანებითი იმპლანტაციის შემთხვევაში.

– პრაქტიკულად არ გვაქვს პოსტოპერაციული ძვლის და რბილი ქსოვილების დაკარგვა.

– პრაქტიკულად მიდგომის შემთხვევაში დადებითი შედეგია ისეთივეა, როგორ მოგვიანებითი იმპლანტაციისას 99.8%

მომენტალური იმპლანტაციის მინუსებია

– ითხოვს ისეთივე სრულყოფილ და საფუძვლიან გამოკვლევას, როგორც მოგვიანებითი იმპლანტაცია.

– ყოველთვის არ გვაქვს იმის საშუალება, რომ ახლად ამოღებული კბილის ჭრილობაში მომენტალურად ჩავნერგოთ იმპლანტი.

– შეუძლებელია იმპლანტაცია ამოსაღები კბილის მიდამოში არსებული მწვავე ან ქრონიკული ანთებადი კერის არსებობის შემთხვევაში.

– შეუძლებელია იმპლანტაცია ამოსაღები კბილის მიდამოში არსებული ძვლოვანი ქსოვილის ძლიერი დესტრუქციული უბნის არსებობისას, მაგალითად დიდი ზომის კისტების შემთხვევაში.

– ხანდახან შეუძლებელია რთული კომპლექსური სტომატოლოგიური მკურნალობისას, როდესაც იმპლანტაციის გარდა საჭიროა ორთოდონტიული ჩარევაც.

– დამოკიდებულია ქირურგზე, თუ რამდენად ატრავმატულად და ფრთხილად მოახერხებს კბილის ამოღებას.

– დამოკიდებულია იმპლანტის დიზაინზე და მწარმოებლის ხარისხზე.

მომენტალური იმპლანტაციისათვის საჭირო გამოკვლევები

პრინციპში არ განსხვავდება კლასიკური იმპლანტაციის დროს საჭირო კვლევებისაგან. საჭიროა შემდეგი:

– დენტალური კომპიუტერული ტომოგრაფია

– ექიმი ორთოპედის კონსულტაცია

– აუცილებლობის შემთხვევაში – სხვა სპეციალისტების კონსულტაციებიც (ორთოდონტის, თერაპევტის), ხოლო ზოგადი ქრონიკული დაავადებების შემთხვევაში – შესაბამისი ექიმი-სპეციალისტის დასკვნა.

როდის სჯობს მომენტალური იმპლანტაციისაგან თავის შეკავება?

– საოპერაციო არეში მწვავე ანთების ნიშნების არსებობისას (ტკივილი, შეშუპება, დისკომფორტი)

– ძვლოვანი ქსოვილის მნიშვნელოვანი დეფიციტის დროს (პაროდონტიტი, ფესვის ან პაროდონტალური კისტა)

– ყველა შემთხვევაში, როდესაც შეუძლებელია იმპლანტის ფიქსაციის პირველადი სტაბილურობის მიღწევა

– ხანდახან ორთოდონტიული მკურნალობის დაგეგმვისას.

ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა ვიცოდეთ მომენტალურ იმპლანტაციაზე

ცალსახად იმის თქმა გამოვა თუ არა იმპლანტაცია ამოღებული კბილის ადგილას  შეიძლება მხოლოდ კბილის ამოღების შემდეგ. ამიტომ მომენტალური იმპლანტაციის წარმატება დამოკიდებულია ექიმზე, თუ რამდენად ფაქიზად და ატრავმულად მოახდენს კბილის ამოღებას, ასევე დამოკიდებულია ანთებადი პროცესის მიერ ძვლის დაზიანების ხარისხზე.

მომენტალური იმპლანტაციის შედეგი

სწორი მიდგომის შემთხვევაში აღნიშნული მეთოდის წარმატება არ განსხვავდება ტრადიციული მეთოდისაგან. დღეისათვის მსოფლიოში მომენტალური იმპლანტაციის წილი საერთო იმპლანტოლოგიურ სამუშაოებში 40-50% შეადგენს.


კომენტარები

სხვა სიახლეები