სიახლე მითები და რეალობა კარიესის პროფილაქტიკაში

სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში, ჯერ კიდევ არა საკმარისი ყურადღება ეთმობა მოსახლეობის პროფილაქტიკურ განათლებას. პროფესიონალური ინფორმაციის არ არსებობის  ფონზე, იზრდება მითები და ჭორები, კბილების მოვლის საჭიროების და საშუალებების შესახებ. 

მითი 1. კარგი და ცუდი კბილები გენეტიკურია, შესაბამისად მათ პროფილაქტიკას არანაირი აზრი არააქვს. თუკი კბილები ჯანმრთელი გაქ, თუ გინდა სულ ნუ გაიხეხავ, ხოლო თუ ცუდი რაც არ უნდა ეცადო მაინც გექნება კარიესი. 
რასაკვირველია მემკვიდრეობითი ფაქტორი დიდ როლს თამაშობს კბილების მდგომარეობაში, თუმცა პირის ღრუს დაავადებების, კერძოდ კი კარიესის განვითარებაში მისი როლი უმნიშვნელოა. ამიტომ, რაც კი დაკავშირებულია კარიესის პროფილაქტიკასთან, მიუხედავად მემკვიდრეობისა რეალური საშუალებებია მისი თავიდან აცილებისათვის. იქიდან გამომდინარე, რომ კარიესი ჩვენი მოსახლეობის 90% აღენიშნება, კარგ კბილებიანი ადამიანები ფაქტიურად არ არსებობენ.

მითი 2. თუკი კბილები არ გტკივა სტომატოლოგთან ვიზიტიც არაა საჭირო. 
საქმე იმაშია, რომ ყველა სტომატოლოგიური დაავადება საწყის სტადიაში მიმდინარეობს თითქმის უმტკივნეულოდ. დაავადების საწყისი ნიშნების აღმოჩენა შეუძლია მხოლოდ ექიმს. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ადრეულ სტადიაზეა მკურნალობა მაქსიმალურად ეფექტური და უმოკლეს დროში. ამიტომ თუკი გვინდა, რომ დროულად აღმოვაჩინოთ და ვიმკურნალოთ კბილები სტომატოლოგთან ვიზიტი უნდა დავგეგმოთ წელიწადში მინიმუმ ორჯერ. 

მითი 3. თუკი პირის ღრუში გვაქვს სისუფთავის შეგრძნება ე.ი. კბილები კარგი გახეხილია. 
ეს შეცდომაა. სისუფთავის შეგრძნება არ გახლავთ ხარისხის ნიშანი. პირის ღრუს ჰიგიენის ერთადერთი დამადასტურებელი საბუთი ნადების არ არსებობაა, რისი შემოწმებაც ნადების აღმოსაჩენი ფერადი ტაბლეტების საშუაელებითაა შესაძლებელი. 

მითი 4. უცხოური კბილის პასტები ძლიერ ფტორირებულია. მათი გამოყენება შესაძლოა საზიანო იყოს. 
პირველ ყოვლისა ისინი არ გახლავთ ძლიერ ფტორირებული, მათ შემადგენლობაში შემავალი ფტორი მეცნიერულად დამტკიცებული დოზებითაა. მათი გამოყენება კი რეკომენდებულია მსოფლიოს სტომატოლოგთა ასოციაციების  მიერ. დღეისათვის, როგორც ჩემთვის ცნობილია საქართველოში წყალი არსად არ ფტორირდება. ხოლო იქ სადაც ბუნებრივი შემცველობაა ფტორის, მეცნიერული კვლევებით დამტკიცებულია, რომ ფტორირებული კბილის პასტების გამოყენება არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს. 

მითი 5. კბილის პასტების უმეტესობა ქიმიაა. 
რეალურად კარიესის საპროფილაქტიკო საშუალება სულ რამოდენიმეა, 2-4 ფტორის მარილი. ყველა ეს კომპონენტი სინთეტიკურია. 

მითი 6. რაც მეტია კბილის პასტა ჯაგრისზე მით უკეთესი, კარგი დაცვისა და სწორი წმენდისათვის საჭიროა ბევრი პასტა. 
შეცდომაა. კბილის პასტის ხარჯვა უნდა იღოს მიზნობრივი, სრულიად საკმარისია ჯაგრისის თავის დაფარვა, საქმე იმაშია, რომ ფტორი ძალზედ აქტიური ნივთიერებაა და მცირე დოზითაც კი ახდენს კბილის ქსოვილებთან ურთიერთობას. სტომატოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკისათვის მნიშვნელოვანია არა პასტის რაოდენობა, არამედ წმენდის ხარისხი. სწორი წმენდა გულისხმობს, როგორც წმენდის სწორ მექანიზმს ასევე დროს - არა ნაკლებ 2-3 წუთისა. 

მითი 7. ფტორირებული კბილის პასტები არ შეიძლება ბავშვებისათვის. ფტორის ფტორის ზედმეტი რაოდენობით მიღების, თავიდან ასაცილებლად. 

ეს სრულიად არასწორი მტკიცებულებაა. ფტორირებული კბილის პასტები მიზანშეწონილია, როგორც ბავშვების ასევე დიდებისათვის. სხვა საქმეა, რომ მშობლებმა უნდა ასწავლონ შვილებს კბილების სწორად ხეხვა და ყურადღება მიაქციონ, რომ ბავშვებმა არ გადაყლაპონ კბილის პასტა. ფტორის მიღება კბილის პასტების საშუალებით, არანაირ მავნე ზეგავლენას არ ახდენს ფტორის შემცველობაზე ორგანიზმში, სამაგიეროდ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა პირის ღრუს სიჯანსაღეში


კომენტარები

სხვა სიახლეები