ნებისმიერი სტომატოლოგი გეტყვით, რომ “გაწმენდას საჭიროებს თუნდაც ერთი კბილი!” – რადგან ჯანმრთელი სარძევე კბილები არის მუდმივი კბილების ნორმალურად განვითარების გარანტი. ამიტომ პირველი კბილის ამოჭრისთანავე უნდა დავიწყოთ მის პროფილაქტიკაზე ზრუნვა, ვასწავლოთ მას პირის ღრუს ჰიგიენის საფუძვლები.
როგორ შევარჩიოთ საბავშვო კბილის პასტა
ვიზუალურად საბავშვო და დიდების კბილის პასტების განსხვავება ძალიან ადვილია. მათ აქვთ ლამაზი, მკვეთრი ფერებით გაფორმებული შეფუთვა. საბავშვო კბილის პასტები გემრიელია, რაც რიგ შემთხვევებში გვეხმარება გულისრევის რეფლექსის თავიდან აცილებაში. ზოგ კბილის პასტას სათამაშოებიც მოყვება. ყველაფერი ეს კეთდება რათა ბავშვი დაინტერესდეს კბილების გამოხეხვის პროცესით, გახდეს ის უფრო მხიარული და სასიამოვნო.
როგორ გავაკეთოთ სწორი არჩევანი? პირველ რიგში უნდა დავიმახსოვროთ, რომ ბავშვებისთვის არ გამოდგება დიდების და პასტები რომლებიც განკუთვნილია მთელი ოჯახისათვის, თუკი ბავშვს არ მიუღწევია 14 წლის ასაკისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ისინი შეიცავენ ერთი და იგივე კომპონენტებს მათი კონცენტრაცია შესაძლოა საშიში იყოს ბავშვის ორგანიზმისთვის.
პასტა 0 დან 4 წლამდე
პატარებისთვის განკუთვნილი კბილის პასტა უნდა უზრუნველყოფდეს კბილების ფაქიზ, მაგრამ ხარისხიან წმენდას. ამიტომ მისი აბრაზიულობის მაჩვენებელი RDA არ უნდა აღემატებოდეს 20 პირობით ერთეულს. ბავშვების კბილის პასტა უნდა იყოს უსაფრთხო, რადგან ბავშვებმა წესიერად არ იციან პირის ღრუს გამოვლება და ტუბის 30% უბრალოდ იყლაპება. ფტორის კონცენტრაცია კბილის პასტაში არ უნდა აღემატებოდეს 200ppm ან საერთოდ არ უნდა იყოს.
პასტა 4 დან 8 წლამდე
იმის გათვალისწინებით, რომ ამ ასაკში ბავშვებს აქვთ, როგორც სარძევე ასევე მუდმივი კბილები პასტა უნდა იყოს განკუთვნილი ორივესთვის. იდეალურია თუკი მოახდენს კარიესი რისკის შემცირებას, აგრეთვე შეამცირებს კბილების მოცვლასთან დაკავშირებულ უსიამოვნო შეგრძნებებს. აბრაზიულობის მაჩვენებელი არ უნდა აღემატებოდეს RDA 50 – კბილების წმენდა უნდა იყოს რბილი, არ უნდა მოხდეს მინანქრის ტრავმირება. ფტორის შემცველობა არაუმეტეს 500ppm.
პასტები 8 დან 14 წლამდე
ამ ასაკში ბავშვებს ძირითადად აქვთ მუდმივი კბილები ამიტომ მათი შემცველობა ახლოა დიდების პასტასთან და ფტორის შემცველობა არი 1400ppm. ხოლო აბრაზიულობის მაჩვენებელი 50 ერთეული.
ასაკებში გარკვევის შემდეგ გადავდივართ ყველაზე მნიშვნელოვანზე – ყურადღებით გავეცნოთ შემადგენლობას.
როგორც გავიგეთ ბავშვების კბილის პასტა უნდა ახდენდეს კბილების ფაქიზ და ხარისხიან წმენდას. ამიტომ ყურადღებას ვაქცევთ თუ რომელი აბრაზივია შემადგენლობაში. ყველაზე გავრცელებული აბრაზივებია – კალციუმის კარბონატი და ნატრიუმის ბიკარბონატი, მარტივად, რომ ვთქვათ ცარცი და სოდა. აღნიშნული ნივთიერება ძალიან აგრესიულია და შესაძლო ავნოს, როგორც სარძევე ასევე მუდმივი კბილების მინანქარს. უპირატესობა უნდა მივანიჭოთ კბილის პასტებს, რომელთა შემადგენლობაშიც არის ტიტანის დიოქსიდი ან სილიციუმის დიოქსიდი. სამწუხაროდ აბრაზიულობის მაჩვენებელს ყველა მწარმოებელი არ უთითებს.
ფტორით თუ ფტორის გარეშე?
როგორც წესი კბილის პასტები ფტორით რეკომენდებული ბავშვებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ რეგიონებში სადაც სასმელ წყალში ფტორის დაბალი შემცველობაა. მიუხედავად ამისა ექიმების აზრი ამასთან დაკავშირებით გაიყო. საქმე იმაშია, რომ აღნიშნული ელემენტი ძალიან ტოქსიურია და შესაძლოა საშიშიც იყოს ჯანმრთელობისთვის. პატარა ბავშვები ხშირად ყლაპავენ კბილის პასტებს. შედებად ფტორი ხვდება საყლაპავში და მატულობს ფლუოროზის, ფარისებრის ჰიპოფუნქციის და სხვა დაავადებების განვითარების რისკი. ამიტომ პასტებში ფტორის შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს დაშვებულ ნორმებს, ხოლო უმჯობესია თუკი საერთოდ არ იქნება. სჯობს თუკი ამ საკითხს დააზუსტებთ ექიმთან.
ანტიბაქტერიული ნივთიერებები
ძირითადი ანტიბაქტერიული ნივთიერებები, რომლებიც გამოიყენება კბილის პასტებში არის – ტრიკლოზანი, მეტრონიდაზოლი და ქლორჰექსიდინი. საქმე იმაშია, რომ ისინი კლავენ არა მხოლოდ მავნე არამედ კეთილ ბაქტერიებსაც, რითაც ირღვევა პირის ღრუს მიკროფლორა. აღნიშნული კბილის პასტის გამოყენება უნდა მოხდეს მკაცრად ექიმის კონტროლის და დანიშვნის შემდეგ. თუკი ბავშვს არ აქვს: გინგივიტი, პაროდონტიტი, სტომატიტი და ა.შ. ვირჩევთ კბილის პასტას ანტიბაქტერიული დანამატების გარეშე.
ამაქაფებელი ნივთიერება
ამაქაფებელი ნივთიერებების ძირითადი დანიშნულებაა კბილის ზედაპირის დასველება, ქაფის წარმოქმნა და პასტის თანაბარი განაწილება რაც მთლიანად ამარტივებს წმენდის პროცესს. ყველაზე ცნობილი ამაქაფებელი რომელიც ემატება სხვადასხვა ჰიგიენურ საშუალებებში არის ნატრიუმის ლაურილ სულფატი (SLS, E 487). სამწუხაროდ სარგებელი მისგან უფრო ცოტაა ვიდრე ზიანი. აღნიშნულ ნივთიერებას ახასიათებს ტოქსიური ზემოქმედება, აშრობს პირის ლორწოვანს, აგრეთვე შეუძლია გამოიწვიოს ძლიერი ალერგიული რეაქცია და სხვა ნეგატიური ზემოქმედებები. ალტერნატივა შესაძლოა იყოს ნატრიუმის ლაურეტსულფატი რაც ნაკლებ გამაღიზიანებელია. ჯამში ქაფი როგორც ასეთი არ ახდენს დიდ ზემოქმედებას წმენდის პროცესზე ამიტომ სჯობს ბავშვების კბილის პასტები აარჩიო ნატრიუმის ლაურილსულფატის გარეშე.
შემაკავშირებელი ნივთიერებები
ნებისმიერი პასტა შეიცავს შემაკავშირებელ ნივთიერებებს ან შემადედებლებს. ისინი შესაძლოა იყოს როგორც ნატურალური ისევე სინთეტიური. ნატურალურ ნივთიერებების სახით გამოიყენება სხვადასხვა პექტინები – ფისები, ზღვის წყალმცენარეებიდან, ხეებიდან და მცენარეებიდან მიღებული. ხოლო ქიმიური წარმოშობის შემადედებლები ცელულოზის, აკრილის მჟავის და ა.შ. მიღებული ნივთიერებები შესაძლოა ტოქსიური იყოს ორგანიზმისთვის.
კონსერვანტები
კონსერვანტების დამატება კბილის პასტებში ხდება ტრანსპორტირების და შენახვის დროს მიკროფლორის განვითარების თავიდან აცილების მიზნით. აქ შემადგენლობის ვაკონტროლებთ ნატრიუმის ბენზოატზე, რაც მომატებულ დოზებში ძლიერი კანცეროგენია და აკრძალულია რიგ ქვეყნებში. საკმაოდ მავნეა პროპილენგლიკოლი (PEG) მეტად ცნობილია, როგორც გაყინვისგან დასაცავი ნივთიერება. ასევე მოერიდეთ პასტებს პროპილპარაბენის შემცველობით.