სიახლე თითის წოვა, როგორც მავნე ჩვევა

thumb-sucking, თითის წოვათითის წოვის ჩვევა ბუნებრივი რეფლექსია, რომელიც შესაძლოა გაჩნდეს მუცლადყოფნის პერიოდშიც. ეს არ უნდა იყოს მშობლების ნერვიულობის მიზეზი, ეს ჩვევა ბავშვის ბუნებრივი განვითარების პროცესის ნაწილია.

თუმცა თუკი ეს ჩვევა რჩება 5-6 წლის მერეც ცვლადი თანკბილვის (აღინიშნება, როგორც სარძევე ასევე მუდმივი კბილები) ჩამოყალიბების პერიოდში არსებობს დიდი ალბათობა, რომ განვითარდება ანომალიური თანკბილვა და კბილების არასწორი დგომა.

 

რამდენად ხშირია ასეთი ჩვევები?

how-to-stop-thumb-suckingთითის წოვა, მავნე ჩვევა, სტატისტიკის მიხედვით ბავშვების 50% ჩვილ ასაკში წოვს თითს, ხოლო 12 წლამდე ეს ჩვევა მხოლოდ 2% გაყვება ხოლმე.

აღნიშნული ჩვევა ყოველმხრივ შესწავლილია და ისეთი ფაქტრები, როგორიცაა გახანგრძლივებული ძუძუთი კვება, კვების ხანგრძლივობა, პრობლემები კვების დროს და ფიზიოლოგიური სტრესი მცირედ ან საერთოდ არ მოქმედებს მის განვითარებაზე.

 

თითის წოვა

როდის უნდა გაქრეს ეს ჩვევა? როგორი პრობლემებია მოსალოდნელი?

საერთო ჯამში თუკი თითის წოვის ჩვევა ქრება მუდმივი კბილების ამოსვლამდე ნებისმიერი ცვლილება, როგორც წესი თავისით ქრება. წინააღმდეგ შემთხვევებში მოსალოდნელია თანკბილვის ცვლილებები, რომლებიც ექიმის ჩარევის გარეშე არ სწორდება. “თანკბილვის ანომალიის” ტიპიური ნიშნებია ანტერიალური ღია თანკბილვა და პოსტერიალური ჯვარედინი თანკბილვა.

 

open-bite-caused-by-thumb-suckinga

აღნიშნული დარღვევები ჩნდება კბილებზე თითს პირდაპირი ზემოქმედების შედეგად და კბილებზე ტუჩის, ლოყების და ენის ზეწოლის ცვლილებების გამო. ქვედა საჭრელები შესაძლოა დახრილი იყოს წინა უკანა მიმართულებით, იმის მიხედვით თუ როგორ ხდებოდა თითით ზეწოლა. ასევე შესაძლოა განვითარდეს კბილთა რკალის ასიმეტრია. პოსტერიალური ჯვარედინი თანკბილვა შესაძლოა განვითარდეს ენის მეტად დაბალი მდებარეობის შედეგად, ხოლო წოვის დროს ლოყებიდან მომატებული ზეწოლის შედეგად ზედა ყბა იღებს V-ს ფორმას. წინა ანუ ანტერიალური ღია თანკბილვა ვითარდება მას შემდეგ რაც თითი ხელს უშლის წინა კბილების ნორმალურ ამოჭრას ხოლო უკანა კბილების ამოჭრა ხდება უფრო მეტად, რასაც იწვევს ყბის დაბალი მდებარეობა ისევ და ისევ თითის გამო.

 

თითის წოვაჩვევა ყოველთვის არ იწვევს კბილების გადაადგილებას. თითს, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში პირშია, შეუძლია უფრო მეტი გართულებები გამოიწვიოს ვიდრე თითის წოვამ რაღაც პერიოდებით.

ბავშვების თითების დათვალიერებას შეუძლია სერიოზული ინფორმაციის მოცემა მავნე ჩვევის შესახებ. მაზოლები და ბუშტუკები პირდაპირ მიუთითებს თითის წოვაზე.

 

 

თითის წოვა, მისგან გამოწვეული ანომალია

პრობლემები ძირითადად ეხება ყბა-კბილთა სისტემას, თუმცა არის კვლევები, რომლებიც მიუთითებს ცვლილებებს ჩონჩხში განსაკუთრებით, როდესაც ზრდა შეჩერდა ხოლო ჩვევა დარჩა. გვერდითი მოვლენა შესაძლოა იყოს ენის ფუნქციონირებაც, კერძოდ ენის პროტრუზია ყლაპვის დროს და ცვლილებები საუბარში. თუკი ენა ან ქვედა ტუჩი მოსვენებულ მდგომარეობაში მდებარეობს ზედა საჭრელების წინ ეს ხელს შეუწყობს თანკბილვის ანომალიის განვითარებას, წოვის შეწყვეტის შემდეგაც.

 

თითის წოვა, როგორ გადავაჩვიოთ ბავშვი თითის წოვასთითის წოვა, საწოვარაროგორ მოვიცილოთ თითის წოვის ჩვევა?

მნიშვნელოვანია გადაჩვევა მოხდეს 5-6 წლამდე. ბავშვების უმეტესობა წყვეტს თითის წოვას გარე ჩარევების გარეშეც, განსაკუთრებით თუკი ის იმყოფება სახლს გარეთ (ბაღში, სკოლაში). ზოგი ბავშვი გადაჩვევას ახერხებს მხოლოდ 10 ან მეტი წლის შემდეგ.  

 

პირველი მეთოდი: რბილი უკუქმედება

რთულია ბავშვს აუხსნათ, რომ თითის წოვა გამოიწვევს პრობლემებს და უკეთესი იქნება თუკი შეწყვეტს ამ მავნე ჩვევას.

აქ სჯობს დამხმარე მეთოდების გამოყენება: სპეციალური ფრჩხილების ლაქი მწარე გემოთი, თითზე დახვეული ბინტი.

თუკი ბავშვი თითს წოვს ძილის დროს ფრთხილად გამოუღეთ ის პირიდან. თუმცა თუკი ჩვევა საკმაოდ ძლიერია სჯობს ეს არ გააკეთოთ, რადგან დამატებით შესაძლოა ძილის დარღვევაც გამოიწვიოთ.

 

თითის წოვა6-7 წლის ბავშვი უკეთ იგებს კონცეფციას “მიზეზი და შედეგი”. ამას გარდა თვითკონტროლის მექნიზმი უფრო მეტად აქვთ განვითარებული და მას თავად შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ჩვევაზე უარის თქმის შესახებ. აუხსენით, რომ თითის წოვა მავნეა მისი კბილებისთვის, თანკბილვისთვის და საერთოდ ჯანმრთელობისთვის.

ბოლოს და ბოლოს ბავშვი მზად იქნება და უარს იტყვის ამ ჩვევაზე. ნებისმიერი მცდელობა გადააჩვიოთ ბავშვი თითის წოვას უნდა იყოს ტაქტიკური, კონსტრუქციული და მაქსიმალურად ლოიალური.

 

მეორე მეთოდი: ორალური საშუალებები

თითის წოვა, მავნე ჩვევა

სტომატოლოგ – ორთოდონტს შეუძლია დაამაგროს მოსახსნელი ფიქსატორი.

საერთო ორთოდონტიული მკურნალობა თანკბილვის გასწორების მიზნით სჯობს გადაიდოს სანამ მავნე ჩვევა მთლიანად არ იქნება მოცილებული.

 

გახსოვდეთ, რომ მავნე ჩვევით გამოწვეული პათოლოგიების აღმოფხვრა შესაძლებელია. თუკი ბავშვი არ გადაეჩვია მავნე ჩვევას 5-6 წლის ასაკამდე, სასურველია მიმართოთ ორთოდონტს

 


კომენტარები

სხვა სიახლეები