სიახლე რატომ უნდა ამოვიღოთ კბილები ორთოდონტიული მკურნალობის დროს

კბილის ამოღებაკბილის ან კბილების ამოღება ხდება მკურნალობამდე, მკურნალობის პერიოდში ან მისი დასრულების შემდეგ. თუკი ექიმი-ორთოდონტი არგუმენტირებულად გთავაზობთ ამის გაკეთებას ე.ი. არის ამის მიზეზიც.

ბუნებრივია, თქვენ თავიდან არ დათანხმდებით კბილის ამოღებას, რადგან გადაწყვეტილების მიღება მარტივი არაა და საჭიროა დაფიქრებაც. ზოგიერთი თქვენგანი ცდილობს გაიგოს კიდევ არაერთი აზრი, და ეწერება კონსულტაციაზე სხვა ორთოდონტთან. რიგ შემთხვევებში აზრი ემთხვევა, ზოგჯერ არც. ექიმი შეიძლება გაცდეს ლოგიკას და პროტოკოლს და შემოგთავაზოთ თქვენთვის სასურველი  მკურნალობა ქირურგიული ჩარევის გარეშე. რას გამოიწვევს ეს???

ამოუღებელი კბილები შემდგომში შესაძლოა გახდეს რიგი ფიზიოლოგიური პრობლემების მიზეზი. ბრეკეტ-სისტემა მექანიკურად აკომპენსირებს საკმაოდ უხეშ მჭიდრო დგომასაც, ირღვევა რა კბილების ვესტიბულარული დაქანებები, დროთა განმავლობაში იქმნება არაკომპენსირებული დაჭიმულობა პაროდონტში (ღრძილში).

შესაბამისად ასეთი მკურნალობის პროგნოზი არასაიმედოა. კარგად დაფიქრდით სანამ მიიღებთ გადაწყვეტილებას.

ოპტიმალური და დადებითად პროგნოზირებადი, წარმატებული ორთოდონტიული მკურნალობისთვის რიგ შემთხვევებში აუცილებელია ამოღება.

განვიხილოთ მიზეზები, რის მიხედვითაც ექიმი-ორთოდონტი გთავაზობთ კბილების ამოღებას:

  • კბილთა მწკრივების ერთმანეთთან შეუთავსებლობა (ზომების და ოკლუზიის მიხედვით)
  • კბილთა რკალში არასაკმარისი ადგილი;
  • ესთეტიური ან სიმეტრიული მიზნებისათვის;
  • თანკბილვის ანომალიების რეციდივის პროფილაქტიკა

ზემოთ ჩამოთვლილი ასპექტების თავიდან აცილების მიზნით, ორთოდონტიული მკურნალობის დროს პაციენტს რეკომენდაცია ეძლევა ამოიღოს 1 ან 2 ერთნაირი კბილი, ერთ ან ორივე ყბაზე.

Impacted-Wisdom-Teeth-X-rayძირითადად რომელი კბილების ამოღებას სთავაზობენ პაციენტებს:

  • ამოღების პირველი კანდიდატი 8 (სიბრძნის კბილია), როგორც წესი აღენიშნებათ არასწორი განლაგება, ძლიერ დახრილი, რეტენირებული, დისტოპიური – არიან ნახევრად ღრძილში, დაწოლილი, ამოუჭრელი ან ნახევრად ამოჭრილი. ისინი ქმნიან ან მომავალში შექმნიან ანთების კერებს. მე-8 კბილს იღებენ, როდესაც ისინი არ არიან თანკბილვაში, როდესაც არ აქვთ ანტაგონისტი-საპირისპირო მხარეს მდგომი კბილი, როდესაც ეს კბილი ძლიერ დაშლილია და როდესაც არანაირი ფუქციონალური დატვირთვა არ გააჩნია. თუკი გვერდით მდგომი მეშვიდე ჯანმრთელია, ასეთ შემთხვევაში აღნიშნული კბილისთვის ბრძოლა არც ღირს.
  • პირვე ან მეორე პრემოლარები (4-5 კბილები). აღნიშნულ კბილებს შედარებით ნაკლები საღეჭი დატვირთვა აქვთ და შედარებით მცირე ზომის ფესვები.
  • პირველი მოლარები (6 კბილები) თუკი ისინი ძლიერ დაშლილია, აღინიშნება ანთებადი პროცესები ფესვის მწვერვალებზე.
  • არის შემთხვევები როდესაც იღებენ საჭრელ კბილებსაც, თუკი პაციენტს აღენიშნება ზეკომპლექსური ანუ ზედმეტი კბილები.

shutterstock_215622325.jpg1300კბილებს შორის გაჩენილი სივრცეების გამო ნერვიულობა არ ღირს, მით უმეტეს უარის თქმა ორთოდონტიულ მკურნალობაზე, სივრცეები აუცილებლად დაიხურება, ხოლო მანამდე ვიზუალური დეფექტის დასამალად შეიძლება დროებითი კონსტრუქციების გამოყენება.

თანკბილვის რიგი რთული პათოლოგიების დროს მხოლოდ ორთოდონტიული მკურნალობა არ კმარა. ასეთ პაციენტებს ესაჭიროებათ კომპლექსური მიდგომა როგორც ორთოდონტიული ასევე ქირურგიული კუთხით.

რთულ შემთხვევებში გასარკვევად ქირურგი და ორთოდონტი აჯამებენ ხელთ არსებულ ყველა ობიექტურ მონაცემებს, რომლებიც ასახავენ ზედა და ქვედა ყბის ძვლების, საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის, პაროდონტის სახის ქალის და რბილი ქსოვილების მდგომარეობას. პაციენტს უტარდება ტელერენტგენოგრაფია, ორთოპანთომოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია, ფოტოგადაღება სხვადასხვა რაკურსით, ისხმება ზედა და ქვედა ყბის სადიაგნოსტიკო მოდელები.

ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი საშუალებას იძლევა შეფასდეს არსებული სიტუაცია აღნიშნულ მომენტში. ამას გარდა ექიმი ახდენს მოვლენების შესაძლო განვითარების შედარებას შორეულ პერსპექტივაში მკურნალობის ან არ მკურნალობის შემთხვევაში.

ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ვიცოდეთ, რომ სტომატოლოგი-ორთოდონტი ითვალისწინებს ყველა წვრილმანს და ნიუანსს  და ასე იღებს გადაწყვეტილებას.

ენდეთ თქვენს მკურნალ ექიმს და დაეხმარეთ მას, შეასრულეთ მისი ყველა დანიშნულება და რეკომენდაცია, დროულად მოდით კონსულტაციაზე და ნუ გააცდენთ ვიზიტებს.


კომენტარები

სხვა სიახლეები