სიახლე ფიქსირებული ექსპანდერი

ფიქსირებული ექსპანდერი-მოუხსნელი ორთოდონტიული აპარატი თანკბილვის კორექციისთვის.

რა არის მოუხსნელი აპარატი?

მოუხსნელი აპარატი, ეს არის ფიქსირებული კონსტრუქცია, ძირითადად ზედა ყბაზე, რომელიც გამოიყენება თანკბილვის კორქციის მიზნით. პაციენტი აპარატს ატარებს მთელი მკურნალობის მანძილზე და თავისით ვერ იხსნის.

როგორ გამოიყურება ფიქსირებული ექსპანდერი?

აპარატი შეიძლება იყოს სხვა და სხვა სახის, ანომალიიდან გამომდინარე. გააჩნია ბავშვი რა ასაკშია, როგორ ვითარდება მისი ყბები. ყველა აპარატს შუაში აქვს ხრახნი, რომელსაც მშობელი ააქტივებს.

როდის არის ეს აპარატები ეფექტური?

-როდესაც პაციენტს აღენიშნება ადგილის დეფიციტი მუდმივი კბილებისთბის.

-ზედა ყბის შევიწროვების დროს.

-როდესაც გართულებულია ცხვირით სუნთქვა.

 როგორ მოქმედებს ფიქსირებული ექსპანდერი?

-აფართოვებს ზედა ყბას 10-11მმ-ით.

-აფართოვებს ცხვირის ღრუს მოცულობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სუნთქვის დარღვევის დროს.

-ქმნის სივრცეებს მუდმივი კბილების სწორად ამოჭრისთვის კბილთა რკლაში.

-ზედა ყბის გაფართოვებით ხდება ქვედა ყბისkii სპონტანური გაშლაც.

 

 რა უპირატესობა აქვს ადრეულ ორთოდონტიულ მკურნალობას ფიქსირებული ექსპანდერებით?

-ასეთი მკურნალობის დროს არ არის აუცილებელი პაციენტის ჩართულობა.
-ხდება ზედა ყბის სწრაფად და ეფექტურად გაფართოვება.

-აპარატი მოუხსნელი კონსტრუქციისაა და მკურნალობის მანძილზე დაფიქსირებულია პირის ღრუში. 
-პაციენტი მას ვერ იხსნის, შესაბამისად ვერც კარგავს.

-მუდმივი კბილების ამოჭრა ხდება უფრო სწორად და კარგად.
-განსაკუთრებით ეფექტურია ბავშვებში, რომელთაც აღენიშნებათ სუნთქვის დარღვევა (პირით სუნთქვა).

 როდის იწყება ამ აპარატის გამოყენება?

ძირითადად  6-8 წლიდან.

 

 

 

 

 

 

 


კომენტარები

სხვა სიახლეები