სიახლე ჰალიტოზის 6 მიზეზი და 7 გამოსავალი

ჰალიტოზის  6 მიზეზი და 7 გამოსავალი

  თუ თქვენ ოდესმე გქონიათ არასასიამოვნო სუნი პირიდან პაემანზე, სამსახურში გასაუბრებაზე, ან უბრალოდ მეგობართან საუბრის დროს , შენ მარტო არ ხარ. კვლევებმა აჩვენა , რომ ზრდასრული ადამიანების 50 % აქვთ ან ოდესმე ჰქონიათ ცუდი სუნი პირის ღრუდან .

რა იწვევს ცუდ სუნს პირის ღრუდან?!

 ჰალიტოზის გამომწვევი ასობით მიზეზი არსებობს , ზოგჯერ ცუდი სუნი უზიანოა , მაგრამ ასევე შეიძლება სერიოზული დაავადების ნიშანიც იყოს;

- ბაქტერიები

 ჰალიტოზი ნებისმიერ დროს შეიძლება გაგიჩნდეთ პირის ღრუში ცუდი სუნის გამომწვევი ასობით ბაქტერიის გამო , რომლებიც მუდმივად იმყოფებიან თქვენს პირის ღრუში. თქვენი პირის ღრუ ასევე არის იდეალური გარემო ბაქტერიების გამრავლებისთვის. ჭამის შემდეგ საკვების  ნარჩენები , რომლებიც რჩება პირის ღრუში კვებავს ბაქტერიებს და მათ მიერ გადამუშავებული პროდუქტი გამოყოფს არასასიამოვნ სუნს;

 

-პირის სიმშრალე

 ნერწყვი ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ის მუდმივად რეცხავს და ასუფთავებს პირის ღრუს. სიმშრალის შეგრძნება, შესაძლებელია გამოწვეული იყოს ჰიპოსალივაციის  გამო.  თუ ნერწყვი საკმარისად არ გამოიყოფა, ესეიგი პირის ღრუ არ სუფთავდება ისე, როგორც საჭიროა. პირის სიმშრალე  შეიძლება გამოწვეული იყოს გარკვეული პრეპარატების მიღების გამო, სანერწყვე ჯირკვლების პრობლემების გამო ან უბრალოდ პირით სუნთქვისგან;

 

-ღრძილის დაავადებები

 ცუდი სუნი არ გშორდებათ ან მუდმივი ცუდი გემო გაწუხებთ? ეს შეიძლება იყოს ღრძილების დაავადების ნიშანი, რომელიც გამოწვეულია წებოვანი კარიესის გამომწვევი ბაქტერიის მიერ;

 

-საჭმელი

ნიორი, ხახვი, ყავა... ცუდი სუნის გამომწვევი საჭმელის სია ძალიან გრძელია, მიღებული საკვები მოქმედებს ჰაერზე რომელსაც ამოისუნთქავთ;

 

-მწეველობა

 თამბაქო  ალაქავებს კბილებს, იწვევს ცუდ სუნს და გაყენებთ უამრავი დაავადების განვითარების რისკის ქვეშ. თამბაქო გიქვეითებთ  გემოვნების აღქმის უნარს და იწვევს ღრძილების ქსოვილების გაღიზიანებას. თამბაქოს მომხმარებლებს  დიდი ალბათობით  განუვითარდებათ ღრძილების დაავადებები. ვინაიდან მწეველობა აქვეითებს ყნოსვას , ამიტომ თქვენ შეიძლება არ იცოდეთ რამდენად ცუდი სუნთქვა გაქვთ;

 

-სამედიცინო პირობები

 ინფექცია პირის ღრუში ასევე იწვევს ცუდ სუნს. თუ თქვენ რეგულარულად იხეხავთ კბილებს და სტომატოლოგი  გამორიცხავს პირის ღრუსთან დაკავშირებულ მიზეზებს, მაშინ ეს შეიძლება იყოს გამოწვეული სინუსიტის , კუჭ ნაწლავის დაავადებების , დიაბედის, თირკმელების ან ღვიძლის პრობლემებისგან;

 

როგორ მოვიშოროთ პირიდან ცუდი სუნი?!

-ჯაგრისი და ფლოსი

 გაიხეხეთ კბილები დღეში ორჯერ და გაწმინდეთ კბილებს შორის სირცე ფლოსით, რათა მოიშოროთ ყველა ის ბაქტერია რომელიც იწვევს ცუდ სუნს;

 

-იზრუნეთ თქვენს ენაზე

 პირის ღრუს მოვლისას  ნუ დაივიწყებთ ენას, როდესაც გამოყოფთ ენას მის ფსკერზე დაინახავთ თეთრ  ან ყავისფერ ნადებს. ზუსტად მანდ არის იმ ბაქტერიათა უმეტესობა, რომლებიც იწვევს ცუდ სუნს. მათ მოსაშორებლად გამოიყენე კბილის ჯაგრისი ან ენის გამწმენდი;

-პირის ღრუს სავლები

 უამრავ სავლებს შეუძლია მოგაშოროთ ან დროებით დაფაროს ცუდი სუნი, მაგრამ ეს მხოლოდ დროებითი გამოსალია,რაც უფრო დიდიხნით დააყოვნებთ საჭმლის ნარჩენებს პირის ღრუში, მით უფრო დიდი ალბათობა იქმნება ცუდი სუნის წარმოქმნის;

-გაწმინდეთ პროთეზი
 თუ თქვენ გაქვთ მოსახსნელი პროთეზი, ძილის წინ მოიხსენით, გაწმინდეთ და შეინახეთ,  ხოლო  დილით კარგად გაწმინდეთ პირის ღრუში მოთავსებამდე;

 

-ნერწყვი მნიშვნელოვანია

 იმისათვის, რომ გქონდეთ მეტი ნერწყი, ეცადეთ იკვებოთ ჯანსაღი პროდუქტით,რომელსაც სჭირდება კარგად დაღეჭვა, მაგალითად სტაფილო ან ვაშლი. ასევე შეგიძლიათ დაღეჭოთ უშაქრო კევი;

-შეწყვიტეთ თამბაქოს მოხმარება

 

ცუდი ჩვევის მოშორება კარგია შენი ორგანიზმისთვის, არამარტო უკეთესი სუნთქვა გექნებათ , არამედ ცხოვრების ხარისხიც გაგიუმჯობესდებათ;

 

-ხშირად მიმართეთ სტომატოლოგს

 თუ გადარდებთ რა იწვევს ცუდ სუნს პირის ღრუსში, მაშინ მიმართეთ სტომატოლოგს. რეგულარული შემოწმება თქვენს სტომატოლოგს აძლევს საშუალებას დროულად აღმოაჩინოს პრობლემა, როგორიც არის: ღრძილების დაავადებები და პირის სიმშრალე, და შეაჩეროს ისინი მანამ, სანამ უფრო დიდ პრობლემად გადაიზრდება.

 

 


კომენტარები

სხვა სიახლეები