ბრეკეტ-სისტემების მწარმოებლები ყოველდღიურად მუშაობენ რათა დახვეწონ ბრეკეტები, თუმცა მათი ტარება მაინც ბევრ პაციენტს აკარგვინებს ორთოდონტიული მკურნალობის სურვილს. არსებობს კი კბილების გასწორების მეთოდი ბრეკეტების გარეშე? არც ისე დიდი ხნის წინ ჩვენს ქალაქშიც შესაძლებელი გახდა კბილების გასწორება ორთოდონტიული კაპების ანუ ელაინერების საშუალებით.
თემაზე გვესაუბრება “ნინო ბერიძის ორთოდონტიული ცენტრის” ექიმი-ორთოდონტი ანნა მეტრეველი
ელაინერებით მკურნალობის დადებითი და უარყოფითი მხარეები:
გარეგნულად ელაინერები ცოტათი წააგავს იმ კაპებს, რომლებსაც სტომატოლოგები უნიშნავენ კბილების სახლის პირობებში გათეთრების ან ბრუქსიზმის დროს. ისინი ყველა პაციენტისთვის მზადდება ინდივიდუალურად სატექნიკო ლაბორატორიაში ან სპეციალურ ქარხნებში. ესთეტიურობის და გამჭირვალობის მხრივ ყველაზე ესთეტიური ბრეკეტებიც კი ვერ შეედრება კაპებს.
აღსანიშნავია ელაინერების ერთ-ერთი დიდი პლუსი ჰიგიენა. თუკი ბრეკეტების ტარების დროს ჯაგრისის და კბილის პასტის გარდა აუცილებელია დამატებითი ჰიგიენური საშუალებები: ფლოსი, ირიგატორი, კბილთაშუა ჯაგრისი. კაპების შემთხვევაში ყველაფერი გაცილებით მარტივია, იხსნით და იხეხავთ კბილებს.
ელაინერებით მკურნალობას აქვს გარკვეული ნიუანსები. ბრეკეტებით მკურნალობისგან განსხვავებით ელაინერები არის მოსახსნელი. პაციენტი ხმარობს 24 საათი, მცირე შუალედებით ჭამის და ჰიგიენის დროს. გარკვეული დროის შემდეგ კაპები იცვლება, ხოლო საბოლოო კაპებით ხდება მიღებული შედეგის შენარჩუნება. მკურნალობა პათოლოგიის სირთულიდან გამომდინარე შესაძლოა გაგრძელდეს, როგორც ბრეკეტების დროს 9 თვიდან 2 წლამდე.
აღნიშვნის ღირსია ექიმთა ვიზიტების რაოდენობის შემცირება, რიგ შემთხვევებში ორთოდონტი წინასწარ ამზადებს კაპებს და რამოდენიმე თვის სამკურნალო ელაინერებით ამარაგებს პაციენტს. პაციენტს ეძლევა მკურნალობის გეგმა და მის მიხედვით იცვლის კაპებს.
ელაინერებით მკურნალობა ტარდება მოზრდილ და მოზარდ ასაკში, როდესაც მოხდა სარძევე კბილების შეცვლა მუდმივით და დასრულდა ყბების ზრდის პროცესი.
ელაინერების მოვლა
გამჭვირვალე ელაინერები არ საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას: საკმარისია ჯაგრისით გაწმენდა და წყალში გავლება. კაპების ტარების დროს არ არის შეზღუდვა საკვებზე, როგორც ბრეკეტების დროს. გამონაკლისს წარმოადგენს საღეჭი რეზინი, რომელიც ეწებება ელაინერებს. ექიმთან ვიზიტი საჭიროა 1-2 თვეში ერთჯერ.
ელაინერებით მკურნალობის ჩვენება უკუჩვენებები
ელაინერები ადვილად უმკლავდებიან კბილთაშუა სივრცეებს, ასწორებენ მცირედ გამოხატულ მჭიდრო დგომას, თანკბილვის მსუბუქ დარღვევებს. ელაინერები ასევე შესაძლოა გამოვიყენოთ როდესაც საჭიროა ერთეული კბილების გადაადგილება, ან ბრეკეტებით მკურნალობის დასასრულებლად და მიღებული შედეგის დასაფიქსირებლად. გთავაზობთ ძირითად ჩვენებებს:
იმისათვის რომ გაიგოთ რამდენად შესაძლებელია თქვენს შემთხვევაში ელაინერებით მკურნალობა დარეკეთ და ჩაეწერეთ კონსულტაციაზე 232-22-27
თუკი მკურნალობის მიზნით აირჩიეთ ელაინერები
თუკი გადაწყვიტეთ იმკურნალოთ ელაინერებით აუცილებელია გაიაროთ კონსულტაცია სპეციალისტთან და ჩაიტაროთ სრული დიაგნოსტიკა. დათვალიერების დროს ექიმი-ორთოდონტი გადაწყვეტს შეძლებს თქვენი პრობლემის გადაჭრას ელაინერებით თუ ვერა.
მსოფლიო ვარსკვლავები, რომლებიც ატარებდნენ ელაინერებს
ცნობილი ადამიანების უმეტესობა ვერ ატარებს ბრეკეტებს და უწევთ ელეინერებით მკურნალობა.
ჟიზელ ბიუნდხენი
ჟიზელის ერთადერთი ნაკლი იყო არასწორად მდგარი წინა კბილი, რის გასასწორებლადაც მან იმკურნალა ელაინერით.
ზაკ ეფრონი
ბევრი ცნობილი ადამიანი ამაყობს კბილთაშორის სივრცით, მაგრამ არა ზაკ ეფრონი. დიასთემა რომელიც ჰქონდა ზაკს წინა კბილების არეში მას ძალიან არ მოსწონდა. ელაინერების წყალობით მსახიობის გარეგნობა კარდინალურად შეიცვალა
ქლოი კარდაშიანი
ქლოი სულ თვლიდა, რომ მას კბილების არასწორი დგომა ჰქონდა და ოცნებობდა გასწორებაზე, თუმცა ორთოდონტიული მკურნალობა მხოლოდ წინა წელს გაბედა
ჯასტინ ბიბერი
მოზარდი გოგონების უსაყვარლესი მომღერალი ჯასტინი ვერ დაუშვებდა იმიჯის შეცვლას ბრეკეტებით, ამიტომ იდეალური ღიმილის შექმნა გადაწყვიტა ელაინერებით
ევა ლონგორია
სასოწარკვეთილ დიასახლისს ევა ლონგორიას იშვიათად აწუხებს ეჭვები. გადაწყვიტა გაესწორებინა კბილები – აირჩია ელაინერები – და მორჩა!
კეტრინ ჰეილი
“ცოტათი ფეხმძიმე” ფილმის ვარსკვლავმა, გადაწყვიტა კბილების გასწორება საკუთარი ქორწილის წინ. მსახიობს სურვილი ქონდა, რომ ქორწილის სურათებში ყოფილიყო იდეალური და ამისთვის მზად იყო ცერემონიაც გადაედო. კბილების გასწორებაში მას ელაინერები დაეხმარა.