სიახლე პირის ღრუს მოვლის 5 გზა გაციების დროს

გრიპების და ვირუსების სეზონი:
პირის ღრუს მოვლის 5 გზა გაციების დროს

 

 

 როდესაც თავს შეუძლოდ ვგრძნობ , ამბობს ამერიკის სტომატოლოგთა ასოციაციის წევრი ექიმი ჯენე რომო , ერთ-ერთი რამ რაც მეხმარება თავი ვიგრძნო შედარებით უკეთ,  არის კბილების ხეხვა გაციების დროს. ‘’ პირის ღრუში სისუფთავის შეგრძნება მაქვს, და რაღაც მხრივ ვგძნობ რომ ჩემი ჯანმრთელობა უკეთესდება’’    

  როდესაც გაქვთ გრიპი ან ვირუსი ამ დროს სხეულის მოვლა არის თქვენი პრიორიტეტი და ეს მოიცავს  პირის ღრუსაც.  პირის ღრუს მოვლა მნიშვნელოვანია მთელი წლის განმავლობაში, მაგრამ განსაკუთრებით  როდესაც ხართ გაციებული ამბობს ექიმი რომო.

არსებობს რამოდენიმე მარტივი მეთოდი იზრუნო პირის ღრუზე როდესაც თავს შეუძლოდ გრძნობთ.

 

კარგი ჰიგიენა

 არ დაივიწყოთ პირის ღრუს ჰიგიენაზე ზრუნვა.

გრიპის ვირუსი ნოტიო ზედაპირზე ცოცხლობს 72 საათი.’’ პირველი წესი არის: არავის გაუზიაროთ თქვენი  ჯაგრისი, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ავად ხართ.

ასევე არ გჭირდებათ ჯაგრისის შეცვლა გაციების შემდეგ. რათქმაუნდა გამონაკლისია ის შემთხვევა როდესაც იმუნიტეტი გაქვთ ძლიერ დაქვეითებული . წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი თავიდან დაინფიცირების შანსი ძალიან დაბალია. იმ შემთხვევაში თუ კბილის ჯაგრისი 3-4 თვეზე მეტი გაქვტ, ამ დროს მისი შეცვლა ისედაც აუცილებელია.

 

შეარჩიე უშაქრო ხველის წამლები

წაიკითხეთ ანოტაცია გადაავლეთ თვალი შემადგენლობას  და ერიდეთ ფრუქტოზას ან სიმინდის სიროპის შემცველ წამლებს. ხველის წამლების უმეტესობა შეიცავს შაქარს, და ეს იგივეა როგორც წუწნოთ   შაქარი, შაქარი არის კარიესის განვიტარების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი.

რაც უფრო დიდი ხნით იჩერებთ ხველის შაქრიან საწუწნ წამალს  მით უფრო მეთი ბაქტერია იკვებება, რომლებიც გამოიმუშავებენ მჟავას და ისინი ტოვებენ ხვრელებს თქვენს კბილებში.

 

პირღებინების შემდეგ წყალი გამოივლეთ და გადაანერწყვეთ

კუჭის გრიპის (რომელიც ხშირად მოწამვლაშ ერევათ) ერთ-ერთი გვერდითი მოვლენა  სხვა უამრავთან ერთად  არის პიღებინება. თქვენ შეიძლება მაშინვე მოგინდეთ კბილების გამოხეხვა, მაგრამ უმჯობესია დავიცადოთ. პირღებინების დროს კუჭის მჟავა ხვდება პირის ღრუში და გარს ეხვევა კბილებს, თუ მალევე გაიხეხავთ, თქვენ უბრალოდ შეიზელტ მჟავას კბილებზე. ამ დროს უმჯობესია  გამოივლოთ პირის სავლები ან წყალში გაზავებული 1 სკ სოდა, მჟავის ჩამოსარეცხად და მხოლოდ ამის შემდეგ 30 წუთში გაიხეხეთ კბილები.

დალიეთ მეტი წყალი და ერიდეთ პირის სიმშრალეს

როდესაც ხართ ავად ბევრი მიზეზის გამო გჭირდებათ დიდი რაოდენობით სითხე. ერთ-ერთი მიზეზი არის პირის სიმშრალისგან თავის დაზღვევა. ეს არამარტო არაკომფორტულია არამედ, მშრალმა პირმა შეიძლება კარიესის განვითარების რისკის ქვეშაც დაგაყენოთ  . წამლები რომლებსაც შეიძლება იღებდეთ გაციების დროს როგორიც არის ანტიბიოტიკები, ან ტკივილგამაყუჩებლები ასევე შეიძლება გამოგიშროთ პირი, ამიტომ დალიეთ მეტი წყალი და ჩაწუწნეთ უშაქრო წამლები.

სწორად აირჩიე წამლები

როდესაც საქმე ეხება თქვენს სხეულს და პირის ღრუს ყოველთვის ერთი სასმელი არის უმჯობესი. დასალევად ყველაზე უსაფრთხო სასმელი წყალია. სპორტული სასმელები შესაძლოა რეკომენდირებული იყის ელექტროლიტების რაოდენობის შესავსებად ავადმყოფობის დროს. მაგრამ მათი მიღება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება არ განაგრძოთ  გამოჯანმრთელების შემდეგ, რადგან ამ სახის სასმელები შეიცავს დიდი რაოდენობით შაქარს. რა თქმა უნდა თუ არ არის უშაქრო ვერსია.

გაციების დროს ტკბილი ჩაიც ძალიან სასიამოვნოა მაგრამ შეეცადეთ ერიდოთ შაქრის და ლიმონის დამატებას, ლიმონი არის მჟავა და შაქართან ერთად დიდი რაოდენობით მიღებამ შეიძლება დიდი ზიანი მიაყენოს თქვენს კბილებს.

 


კომენტარები

სხვა სიახლეები