სიახლე გაზიანი წყალი ჩემი კბილებისთვის ცუდია?

გაზიანი წყალი  ჩემი კბილებისთვის ცუდია?

კბილების დაცვენის  რისკის ქვეშ გაყენებთ თუ არა   თქვენი საყვარელი გაზიანი წყლის შუშხუნი?  ნებისმიერ სასმელს კარბონიზაციით (გაზირებით) - გაზიანი წყლის ჩათვლით - გააჩნია მჟავიანობის მაღალი მაჩვენებელი. რამოდენიმე ცნობარი   ეჭვ ქვეშ აყენებს   გაზიანი წყლის  ხშირ მოხმარებას. აზიანებს თუ არა კბილს

ანუ, გაზიანი წყალი გავლენას ახდენს ჩემს  კბილებზე?

ხელმისაწვდომ კვლევებზე დაყრდნობით , გაზიანი წყალი ზოგადად კარგია თქვენი კბილებისთვის- და აი რატომ. კვლევაში გამოყენებული იყო მკურნალობის მიზნით ამოღებული კბილები , მკვლევარეებმა ჩაატარეს ცდა ..  ჩვეულებრივი წყალი მეტ ზიანს მიაყენებდა კბილს თუ გაზიანი წყალი.? შედეგი..  წყლის ორივე ფორმა იყო თითქმის ერთნაირი ზემოქმედების . ამ კვლევამ გვიჩვენა , რომ მიუხედავად იმისა , რომ გაზიანი წყალი ოდნავ მჟავეა ჩვეულებრივ წყალთან შედარებოთ, ორივე მხოლოდ წყალია თქვენი კბილებისთვის.

რამოდენიმე რჩევა თუ როგორ დაიცვათ კბილები

  • გაზიანი წყალი თქვენი კბილებისთვის ბევრად სასარგებლოა ვიდრე შაქრიანი სასმელები.  ასევე , არ დაგავიწყდეთ ხშირად მიიღოთ ჩვეულებრივი ფტორირებული წყალი, ეს საუკეთესო სასმელია თქვენი კბილებისთვის. ფტორიანი წყალი ბუნებრივად ებრძვის კარიესს, ჩამორეცხავს კბილებს საჭმლის ნარჩენებისგან და იცავს პირის ღრუს სიმშრალისგან(რამაც შეიძლება კარიესის განვითარების მაღალი რისკის ქვეშ დაგაყენოს).
  • გაითვალისწინეთ რა არის თქვენს გაზიან წყალში.  ციტრუსის გემოთი გაზიანი წყალი შეიცავს დიდი დოზით მჟავებს , რომლებიც აზიანებენ კბილის მინანქარს. ეცადე ესენი დალიოთ ერთხელ დღეში  ან საჭმელთან ერთად .
  • გაზიანი წყალი შაქრის დანამატით აღარ ითვლება უბრალო გაზიან წყლად. ესენი არის ტკბილი სასმელები, რომლებიც კარიესის განვითარების რისკის ქვეშ გაყენებეთ, ამიტომ გახსოვდეთ - გაზიანი თუ უგაზო  წყლის დალევა ყოველთვის კარგი აზრია.

 

 

 


კომენტარები

სხვა სიახლეები