ორთოდონტია ბავშვებისთვის
ამერიკის ორთოდონტთა ასოციაცია გვირჩევს ორთოდონტთან კონსულტაცია დავგეგმოთ არაუგვიანეს 6-7 წლისა.
ამ ასაკში ბავშვებს აქვთ როგორც დროებითი ასევე მუდმივი კბილები.
ადრეული მკურნალობა თქვენს ორთოდონტს აძლევს საშუალებას, რომ:
- შეასწოროს და სწორად მიმართოს თქვენი შვილის ყბის ზრდა, რაც მუდმივ კბილებს სწორად ამოჭრის საშუალებას აძლევს.
- ყბების ზომის კონტროლი.
- შექმნას მეტი ადგილი კბილებისთვის.
- თავიდან აგარიდოთ მუდმივი კბილების ექსტრაქცია მომავალში.
- აღმოფხვრას თითის წოვასთან და მეტყველებასთან დაკავშირებული პრობლემები.
მშობლებისთვის ყოველთვის მარტივი გასაგები არ არის ორთოდონტიული მკურნალობის დაწყების აუცილებლობა
რამოდენიმე ნიშანი, რაც გეუბნებათ რომ უნდა დაიწყოთ ორთოდონტიული მკურნალობა
- სარძევე კბილების ნაადრევი ან დაგვიანებული ცვლა
- პირით სუნთქვა
- თითის წოვა
- კბილების მჭიდრო დგომა , კბილების არასწორი მდებარეობა
- პირის გაღებისას სახსრის ტკაცუნი ან ტკივილი
- კბილები რომლებიც ზედმეტად ახლოს არის ერთმანეთთან ან საერთოდ არ ეხებიან ერთმანეთს
- ყბების და კბილების ზომების შეუსაბამობა
- ფრონტალურ მიდამოში კბილების მჭიდრო დგომა 7 ან 8 წლის ასაკში
ორთოდონტთან დროული ვიზიტი თქვენი შილების ჯანსაღი და ლამაზი ღიმილის გარანტიაა.
ორთოდონტია თინეიჯერებისთვის
ბრეკეტები, რეტეინერი და ყველაფერი რაც გაინტერესებთ ორთოდონტიაზე!
თქვენ ეხლა გაიგონეთ 3 სიტყვა რომელზეც ყოველი თინეიჯერი ოცნებობს: „ შენ გჭირდება ბრეკეტი ! „
ბრეკეტი ! კიდევ რა?
არ იდარდო! ბრეკეტი არც ისე საშიშია როგორც წარმოგიდგენიათ. მითუმეთეს როდესაც დღეს ბრეკეტის ფართო არჩევანი გვაქვს, ფერები და მატერია სიცოცხლეს გვიადვილებს, უფრო კომფორტულია და მეტად მოდურია ვიდრე ადრე.
რამდენი ხნით მომიწევს ბრეკეტის ტარება?
რამდენი ხნით მოგიწევთ ბრეკეტით მკურნალობა დამოკიდებულია 3 ძირითად ფაქტორზე:
- ადრეული მკურნალობა - ადრეული მკურნალობა ორთოდონტს საშუალებას აძლევს აკონტროლოს ყბების ზრდა და დაუნიშნოს შემდგომი ორთოდონტიული მკურნალობა თუ საჭირო იქნება. ყველა ადრეულ პაციენტს არ სჭირდება მკურნალობის დაწყება. ზოგ შემთხვევაში პაციენტს დაცდა უწევს მკურნალობის დასაწყებად.
- რას სჭირდება კორექცია - პრობლემის გამოსასწორებლად მკურნალობის აუცილებელი მოცულობა განსაზღვრავს პროცედურის ხანგრძლივობას. მაშინ როდესაც ზოგიერთი პრობლემა ერთ პაციენტთან შეიძლება მოხდეს 12 თვეში ხოლო მეორესთან 24 თვეში.მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია თქვენი ორგანიზმის რეაქციაზე.
- თქვენ!- თქვენი კეთილგანწყობა, გამოიყენოთ ყველა აპარატი რასაც ორთოდონტი გთვაზობთ, თამაშობს უდიდეს როლს თუ რამდენი ხანი გაგრძელდება მკურნალობა. ყოველთვის გახსოვდეთ ბრეკეტების და აპარატის მოვლა, ეს მართლა დაგეხმარებათ მკურნალობის დროულად დასრულებაში.
ბრეკეთები რომლებსაც ატარებთ!
თქვენ გაქვთ ბრეკეტების დიზაინის და მატერიალის ან ფერის დიდი არჩევანი,როგორიც არის :
- კერამიკის ბრეკეტი
- ლინგვალური ბრეკეტები
- ტრადიციული მეტალის ბრეკეტები
ორთოდონტიული ბრეკეტები ბევრი ახალგაზრდისთვის ცხოვრების ნაწილია. ადრე ბრეკეტებს ცუდი რეპუტაცია ჰქონდათ, თუმცა დღეს ისინი კარდაგ გამოიყურება და ბევრად კომფორტულიც არის.
ორთოდონტია ზრდასრულებისთვის
ორთოდონტიული მკურნალობა მხოლოდ თინეიჯერებისთვის აღარ არის.
კანადის ორთოდონტთა ასოციაცია აცხადებს , რომ ყოველი მეხუთე პაციენტი არის 21 წელზე ზემოთ . ბევრი ზრდასრული იწყებს მკურნალობას რადგან კარგად აცნობიერებენ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს მათი ჯანმრთელობისთვის, და რათქმაუნდა მათ სურთ ჰქონდეთ ლამაზი ღიმილი.
მსგავსი მიზეზები , რატომ განიხილავენ ზრდასრულები ორთოდონტიულ მკურნალობას
- ცუდი ან არასწორი თანკბილვა, იწვევს კბილების არასწორ დგომას
- კბილები ან ზედმეტად ახლოს არის ერთმანეთთან ან ზედმეთად დაშორებული რამაც შეიძლება გამოიწვიოს ღრძილების პრობლემები
- ყბის სახსრის ანომალური ტკივილები ან დაჭიმულობა რაც გამოწვეულია კკბილების არასწორი დგომით
- სურვილი გქონდეთ უფრო ჯანსარი და ლამაზი ღიმილი
მკურნალობის ვარიანტები მოზრდილებისთვის
ბევრი მოზრდილისთვის , მეტალის ბრეკეტზე ერთხელ გაფიქრებაც კი საკმარისია, იმისთვის რომ ეგრევე გადაიფიქრონ მკურნალობის დაწყება. თუმცა თანამედროვე ორთოდონტია გვთავაზობს უამრავი სახეობის ბრეკეტს და აპარატს რომლებიც არის კომფორტული, ესთეტიური , და შექმნილი თქვენი მოთხოვნების შესასრულებლად. ბრეკეტის ტიპები მოიცავს :
- კერამიკის ბრეკეტი
- თვით ლიგირებადი ბრეკეტი
- გამჭვირვალე აპარატები
- ლინგვალური ბრეკეტი
- ტრადიციული მეტალის ბრეკეტი
განსხვავება ზრდასრულების, თინეიჯერების და ბავშვების ორთოდონტიაში:
მთავარი განსხვავება მოზრდილების, თინეიჯერების და ბავშვების ორთოდონტიას შორის, არის ის, რომ ახალგაზრდებში ყბების ძვლები განვითარების პროცესშია. ზრდასრულებში ძვლების ფორმირება დასრულებულია, რაც შეიძლება ნიშნავდეს, იმას რომ საჭირო გახდეს ორტოგნატიული ქირურგია. სხვა განსხვავებები მოიცავს:
- ღრძილის ან ძვლის დაკარგვა ( პაროდონტოლოგიური დაავადებები) - მოზრდილებში ღრძილის განლევის ალბათობა ბევრად მეტია ვიდრე ბავშვებში ასევე ძვლის განლევა, გინგივიტი ან პერიოდონტის დაავადებები. სწორი თანკბილვის მქონე პაციენტებს ნაკლები ალბათობით უვითარდებათ პაროდონტის დაავადებები.
- გაცვეთილი ან დაკარგული კბილები- დროთა განმავლობაში კბილები შეიძლება გაიცვითოს და შეიცვალოს მდებარეობა რისი შესწორებაც ორტოდონტებს შეუძლიათ. დაკარგულმა კბილებმა შეიძლება გამოიწვიოს სხვა კბილების დახრილობა და გადაადგილება, რაც ქმნის არასწორ თანკბილვას და ზრდის ღრძილის დაავადებების განვითარების რისკს.
- დაუსრულებელი ორთოდონტიული მკურნალომა თინეიჯერებში- ბევრ ზრდასრულს უმკურნალია ორთოდონტთან ბავშვობაში ან თინეიჯერობის ასაკში, მაგრამ არასდროს დაუსრულებიათ მკურნალობა. ზრდასრულები , იღებენ გადაწყვეტილებას დაასრულონ მკურნალობა და მიიღონ ჯანსაღი და ლამაზი ღიმილი რომელიც სულ უნდოდათ.
პრაქტიკა გვიჩვენებს , რომ მოზრდილებს და ბავშვებს სხვადასხვა მოთხოვნები აქვთ და საჭიროებენ სხვადასხვა დონის ზრუნვას და ყურადღებას.
რატომ უნდა იფიქროთ ორთოდონტიული მკურნალობის დაწყებაზე?
- სწორი კბილები არის ჯანსაღი კბილები- კბილები რომლებიც გასწორებულია წესისამებრ , არის მარტივად გასაწმენდი ჯაგრისით და ფლოსით, რაც ჯანმრთელობის სხვა პრობლემებისგან დაგაზღვევთ.
- ლამაზი , სწორი ღიმილი თავდაჯერებულობას გმატებთ- ორთოდონტიულმა მკურნალობამ შეიძლება თავდაჯერებულობა მოგმატოთ , მოგცეთ ცხოვრების უკეთესი ხარისხი და საშუალება გაიღიმოთ დაუფიქრებლად !
- პირის ღრუს უყურადღებოდ დატოვებამ შეიძლება უარესი შედეგი გამოიწვიოს - ორთოდონტიული მკურნალობის არ დაწყებამ საჭიროების შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის ხანგრძლივი პრობლემები.
ორთოდონტიის დადებით მხარეზე მეტი ინორმაციის მისაღებად გთხოვთ დაგვიკავშირდით ვიზიტის დასანიშნად, ჩვენ ვიზრუნებთ, რომ თქვენი ყოველი ვიზიტი იყოს იმდენად კომფორტული რამდენადაც შესაძლებელია. ტელ: 2322227 ან 2103064 მის: თბილისი ვაჟა ფშაველა N70ბ.