ცნობილია, რომ ჩვენი სახის რბილი ქსოვილები და მთელი იერსახე პირდაპირ კავშირშია სახის ქალასთან, ხოლო ზედა და ქვედა ყბის სწორი შეთანასოვნება ამ ყველაფერში საკმაოდ დიდ როლს ასრულებს. რთული გამოსაცნობი არაა, რომ ზუსტად არასწორი თანკბილვაა ისეთი არასასიამოვნო პრობლემების მიზეზი, როგორიცაა ზედმეტად განვითარებული ნიკაპი, ჩავარდნილი ლოყები და თხელი ტუჩები. მეტიც კბილების არასწორმა შეთანასოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს ნაადრევი დაბერების ნიშნები, კერძოდ მიმიკური და ღრმა ნაოჭების სახით. როგორც იცით არსებობს არასწორი თანკბილვის რამოდენიმე სახე და თითოეული მათგანი იწვევს სახის სხვადასხვა ტიპის დეფორმაციებს. მოდით განვიხილოთ, თუ როგორ აისახება თითეული მათგანი ადამიანის გარეგნობაზე.
მცირე ზომის ნიკაპი და ტუჩების დაწეული კუთხეები
დავიწყოთ თანკბილვის ანომალიით, რომელიც გამოწვეულია ან ქვედა ყბის განუვითარებლობით, ან ზედა ყბის ზედმეტი განვითარებით: დისტალური და ღრმა თანკბილვა. დისტალური ანუ პროგნათიული თანკბილვა, – თანკბილვის ანომალიაა, რომლის დროსაც ზედა ყბის ალვეოლური მორჩი და წინა კბილები მნიშვნელოვნადაა გამოწეული წინ. ასეთი თანკბილვის დროს, ვიზუალურად ნიკაპის ზომები მცირდება, ხოლო ზედა ტუჩი ძალიან წინაა წამოწეული. აღნიშნული თანკბილვის მქონე პირს მიუხედავად იმისა გაბრაზებულია თუ პირიქით გახარებული აქვს გაკვირვებულია ან მერყევი ადამიანის გამომეტყველება. დისტალური თანკბილვა ასევე იწვევს ღეჭვისას ძალების არასწორ გადანაწილებას, შედეგად უკანა კბილები უფრო მეტად იცვითება, ვიდრე წინები. ეს კი გამოიწვევს იმას, რომ თანკბილვა დაიწყებს “ჩაღრმავებას”, რაც დამთავრდება ტუჩის კუთხეების ჩამოწევით.
ვიზუალურად სახის დაპატარავება (დამოკლება)
რაც შეეხება ღრმა თანკბილვას, მისი დამახასიათებელი ნიშანია – ზედა საჭრელებით ქვედა საჭრელების გადაფარვა ნახევარზე მეტით, მაშინ როცა ნორმა 1/3 გადაფარვაა. ამასთან ეს შეიძლება ეხებოდეს არა მხოლოდ საჭრელებს, არამედ უკანა კბილებსაც. ასეთი თანკბილვის დროს სახე დამოკლებულია, ხოლო ქვედა ტუჩი თითქმის გადმოტრიალებული, რადგან მას უკვე ადგილი აღარააქვს. თუკი აღნიშნული თანკბილვის მქონე პირს არა აქვს მაღალი შუბლი მისი სახე ჩანს ძალიან პატარა, ხოლო მაღალი შუბლის არსებობისას აშკარაა დისპროპორცია სახის ზედა და ქვედა ნაწილებს შორის. ღრმა თანკბილვის დროს თუკი ადამიანი ცდილობს დაიჭიროს ტუჩები რათა არ მოხდეს ქვედა ტუჩის გადმობრუნება, ამ დროს ტუჩები ვიწროვდება და ვიზუალურად სახე უფრო პატარავდება.
“დიდი ზომის ნიკაპი”
თანკბილვის შემდგომი ანომალია – მედიალური. აღნიშნული თანკბილვის დროს ზედასთან შედარებით ქვედა ყბა წინაა წამოწეული, რაც ასევე აისახება ნიკაპზეც. წინა ფლანგზე აღმოჩენილი ნიკაპი ვიზუალურად აღიქმება უფრო დიდად. აღნიშნული თანკბილვისას საფეთქელ-ქვედა ყბის სახსარი განიცდის ზედმეტ დატვირთვას, რაც თავის მხრივ ტვირთავს კისრის კუნთებს. სახეს აქვს ან გაბრაზებული ან ნაწყენი გამომეტყველება.
ჩავარდნილი ლოყები და შეღებული პირის ღრუ
განვიხილოთ კბილთა დგომის ისეთი ვარიანტი, როგორიცაა ღია თანკბილვა. ღია ეწოდება თანკბილვას, როდესაც შეხებაში არ არიან ან წინა ან უკანა კბილები, ანუ კბილთა რკალებს შორის ჩნდება ნაპრალი. თუკი ნაპრალი აღმოჩნდა წინა კბილებს შორის, ადამიანის პირი მუდამ ღიაა, შედეგად მას აღენიშნება ტუჩების სიმშრალე. სახის გამომეტყველება გაკვირვებული. თუკი ნაპრალი ჩნდება უკანა კბილების მიდამოში შედეგად შეიძლება მივიღოთ ჩავარდნილი ლოყები, როგორც კბილების დანაკლისის შემთხვევაში.
სახის ასიმეტრია
ანომალიების ძირითად ჩამონათვალს ასრულებს ჯვარედინი თანკბილვა, გამოწვეული ზედა ან ქვედა ყბის მარჯვენა ან მარცხენა მხარეების არათანაბარი განვითარებით. ჯვარედინი თანკბილვა შესაძლოა იყოს, როგორც ორმხრივი ასევე ცალმხრივი. შეიძლება მოიცვას, როგორც წინა ასევე უკანა კბილებიც. ანომალიის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ირღვევა ზედა კბილებით ქვედების გადმოკბილვის სისწორე. ერთი, რომელიმე ყბის მეორის მიმართ მკვეთრად გამოხატული გადანაცვლების გარდა ჯვარედინ თანკბილვას ახლავს საკვების ღეჭვის გაძლიერება, რომელიმე მხარეს. რაც თავის მხრივ იწვევს იმ მხარეს კბილების ზედმეტ ცვეთას, ეს კი თავის მხრივ კიდევ უფრო აძლიერებს სახის ასიმეტრიას.
ღიირს კი თანკბილვის გასწორება?
მიუხედავად იმისა, რომ მოზრდილებში თანკბილვის გასწორება უფრო რთულია და საჭიროებს მეტ დროს, ვიდრე იგივე მანიპულაციები ბავშვებში, დაგვერწმუნეთ ეს ამად ღირს. რადგან ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ესთეტიური გადახრების გარდა თანკბილვის ანომალიებმა შესაძლოა გამოიწვიოს საფეთქელ-ქვედა ყბის ამოვარდნილობა და ხერხემლის გამრუდება. მომავალში აღნიშნული ანომალიები იწვევენ სხვადასხვა პრობლემებს: საკვების ღეჭვის გაძნელება, ჩნდება ბრუქსიზმი (კბილების კრაჭუნი) და სახსრის “ტკაცუნი”, ჩნდება ტკივილები კისრის და ხერხემლის მიდამოში, თავის ტკივილები, სტომატოლოგიური დაავადებების მომატებული სიხშირე, საუბრის გაუარესება, ამ ყველაფრის ფონზე მცირდება ადამიანის თვითშეფასება და ურთიერთობები. ამიტომ აზრიანი იქნება მიმართოთ ექიმ-ორთოდონტს – სპეციალისტს, რომელიც მუშაობს ყბა-სახის ანომალიების დიაგნოსტიკა-პროფილაქტიკასა და მკურნალობაზე. ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების, ტკივილების მოხსნის, საუბრის დეფექტების აღმოფხვრის და პირის ღრუს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორების გარდა, თანკბილვის გასწორება დაუბრუნებს სახეს სიმეტრიებს და პროპორციებს, მოგაშორებთ უადგილო სახის გამომეტყველებებს, ასევე აგაცილებთ სახის კანის და კუნთების ნაადრევ დაბერებას, რაც აუცილებლად გაგხდით მიმზიდველს.