სიახლე პირის ღრუს სიმსივნის განვითარების 7 რისკ ფაქტორი

  სიმსივნე პირის ღრუს სიმსივნე

 

  თქვენ იცით, რომ სტომატოლოგი ვიზიტის დროს აფასებს თქვენი პირის ღრუს მდგომარეობას და ეძებს კარიესს, მაგრამ  შეიძლება არ იცოდეთ, რომ ექიმი ამავდროულად ეძებს სიმსივნეს. ითვლება, რომ დაახლოებით 51,540 ადამიანი იქნება დიაგნოსტირებული პირის ღრუს, საყლაპავის, ტონზილების ან ენის ზურგის სიმსივნით 2018 წელში.  

 

   რეგულარული ვიზიტები სტომატოლოგთან დაგეხმარებათ  დროულად აღმოაჩინოთ სიმსივნე და მისი გამომწვევი მავნე ჩვევები. გამაღიზიანებელი ფაქტორების მოხსნამ, შესაძლოა მათი განვითარების შანსი შეამციროს.

 

 

 

სქესი gender

 სქესი

კაცები ქალებთან შედარებით, ორჯერ მეტად არინ მიდრეკილნი პირის ღრუს სიმსივნის განვითარებისკენ. ამერიკის სიმსივნის კვლევის ორგანიზაცია თვლის, რომ ეს დაკავშირებულია თამბაქოს და ალკოჰოლის ხშირ მოხმარებასთან.

 

ასაკი

იმ ადამიანების  უმეტესობა, რომლებსაც დაუდგინდათ პირის ღრუს სიმსივნე, არიან 55 წლის ან მეტის.

სიგარეტი sigareti simsivne Tambaqo თამბაქო სიმსივნე

 თამბაქო

   ნებისმიერ შემთხვევაში ეწევით თუ ღეჭავთ თამბაქოს, ეს მავნე ჩვევა ძალიან ზრდის სიმსივნის განვითარების რისკს, როგორც პირის ღრუში, ასევე სხეულის სხვა ნაწილებშიც.   

 მწეველობა ასევე რისკ-ფაქტორია ტუჩის სიმსივნის განვითარებისთვის. უკვამლო თამბაქოს, მაგალითად დასაღეჭს, მივყავართ პირის ღრუს მრავალი სახის  დაზიანებამდე.

   ყველაზე   სერიოზული  ლოყების, ღრძილებისა და ტუჩების  სიმსივნეა.

 

alkohol ალკოჰოლი სიმსივნე ალკოჰოლი

პირის ღრუს სიმსივნით დაავადებული პაციენტებიდან, 10დან 7 ხშირად მოიხმარს ალკოჰოლს.

ალკოჰოლის ხშირად მოხმარება კაცებისთვის, საშუალოდ შეადგენს 2 ჭიქას ან მეტს დღეში, ხოლო ქალებისთვის 1 ან 1ჭიქაზე მეტს დღეში. ყოველივე ეს დადგენილია დაავადებების კონტროლის და პროფილაქტიკის ცენტრის მიერ.

თუ თქვენ ხართ აქტიური მსმელი და მწეველი, სიმსივნის განვითარების შანსები მნიშვნელოვნად იზრდება.

 

papilomavirus პაპილომა ვირუსი სიმსივნე

 ადამიანის პაპილომა ვირუსი

  პაპილომა ვირუსი დნმ  შემცველი ვირუსია, რომელიც სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებს მიეკუთვნება,  ყოველწლიურად ამერიკის შეერთებულ შტატებში აღინიშნება  9000 შემთხვევა, რომელშიც   პაპილომა   ვირუსი  დაკავშირებულია თავის და კისრის სიმსივნეებთან (განსაკუთრების ენის ზურგზე და ენის გარშემო).

 ამ დიაგნოზის მქონე ადამიანები, ძირითადად არიან არამწეველები და ახალგაზრდები.

 

მზის სხივები mzis sxivebi simsivne სიმსივნე 

მზის სხივები

  ხალხი, რომელიც მუშაობს ღია სივრცეში, სადაც დიდი ხნის განმავლობაში იმყოფება მზის სხივების ქვეშ, მეტი ალბათობით ავადდება ტუჩის სიმსივნით, მათ აუცილებლად თან უნდა ატარონ მზისგან დამცავი საშუალებები.

 

 

დიეტა dieta simsivne სიმსივნე პირი ღრუს დაავადებები

 

 დიეტა

  ცუდი კვება ასევე შეიძლება გახდეს პირის ღრუში სიმსივნის განვითარების მიზეზი. დიეტის წესებმა ხილთან და ბოსტნეულთან დაკავშირებით, შეიძლება გაზარდოს პირის ღრუში სიმსივის     განვითარების შანსი. ამიტომ გირჩევთ გაამრავალფეროვნოთ კვების რაციონი. 


კომენტარები

სხვა სიახლეები