დიდი მნიშვნელობა აქვს რას ჭამთ !
მაშინ როდესაც ეს მაგარი კარამელი უსაფრთხო ჩანს, მათი ხშირი ჭამა და შაქრის დიდი რაოდენობით მოხვედრა პირის ღრუში, შეიძლება დიდ ზიანს აყენებდეს თქვენს კბილებს.
შაქრის დიდი რაოდენობის გარდა, შესაძლოა მაგარი კარამელის ჭამამ უარესი ზიანიც მოგაყენოთ, როგორიც არის კბილის ჩამოტეხა, ამის ნაცვლად გირჩევთ უშაქრო კევებით შეიქციოთ თავი.
ყინული არის გასაგრილებლად, და არა დასაღეჭად !
გაოცდებით, როდესაც გაიგებთ, თუ რამდენი ადამიანი თვლის ყინულის ღეჭვას კარგ ჩვევად. ბოლოსდაბოლოს მხოლოდ წყლისგან შედგება, არ შეიცავს შაქარს და სხვა დანამატებს. თუმცა მაგარი საგნების ღეჭვა ხშირად მინანქრის დაზიანებას იწვევს.
რჩევა: დაივიწყეთ ეს ჩვევა და ისიამოვნეთ თხევადი წყლით.
აკონტროლეთ მიღებული ციტრუსის რაოდენობა
სიმართლე არის ის, რომ იმ საკვების ხშირად მიღებამ, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით მჟავებს, შეუძლია დაგიზიანოთ მინანქარი. რაც დროთა განმავლობაში კბილების სრულიად დაშლას იწვევს.
დიდი რაოდენობით ციტრუსის ხილის და წვენების მიღებამ, შეიძლება გამოიწვიოს წყლულები პირის ღრუში. ეცადეთ ხშირად დალიოთ მინერალური წყალი.
ყველა ყავა არ არის კარგი თქვენი კბილებისთვის !
ნატურალურ ფორმაში ჩაი და ყავა კარგი არჩევანია. ალბათ გაგიკვირდებათ, მაგრამ ყავის ლაქები უფრო დიდ ზიანს აყენებს კბილებს ვიდრე თამბაქოსი. მათი ხშირი გამოყენება მინანქარზე აჩენს პიგმენტურ ლაქებს. მიუხედავად იმისა, რომ მწვანე, თეთრ და ბალახეულ ჩაიში ფერის შემცველი პიგმენტი უფრო ნაკლებია ვიდრე შავ ჩაიში, ისინი მაინც უაკრგავენ ფერს კბილებს. ყავას და ჩაის ასევე შეუძლია გამოგიშროთ პირი. შეეცადეთ შეამციროთ ყავის და ჩაის დღიური დოზა და დალიეთ მეტი წყალი.
წებოვანი საკვები, თქვენი პირის ღრუს კოშმარი
როდესაც საქმე ეხება ჯანსაღი სასუსნაოების შერჩევას, ბევრი ადამიანი ირჩევს გამომშრალ ხილს, მაგრამ ისინი ხშირად ძალიან წებოვანია.
წებოვანი საკვები ძალიან აზიანებს კბილებს რადგან ისინი სხვა საკვებთან შედარებით უფრო დიდი ხნით რჩება კბილზე. თუ ძალიან გიყვართ გამომშრალი ხილი, მაშინ უცილებლად გამოივლეთ წყალი ჭამის შემდეგ, გაიხეხეთ კბილები და გამოიყენეთ ფლოსი.
ხრაშუნა საკვები
ვის არ უყვარს ხრაშუნა კარტოფილის ჩიფსი? სამწუხაროდ კარტოფილის ჩიფსი სავსეა სახამებლით, რომელიც ეკვრება კბილის ზედაპირს, ამიტომ არ დაგავიწყდეთ, წახემსების შემდეგ კბილების კარგად გაიხეხეთ და გამოიყენეთ ფლოსი.
შეცვალეთ გაზიანი სასმელი წყლით !
როდესაც შაქრიან სასმელს სვამთ დიდი ხნის განმავლობაში, ის ბაქტერიები რომლებიც არის თქვენს პირის ღრუში იკვებება შაქრით და გამოყოფს დიდი რაოდენობით მჟავას, რაც აზიანებს კბილის მინანქარს. ამის გარდა გაზიანი სასმელების უმეტესობა, დიეტური კოლაც შეიცავს დიდი რაოდენობით მჟავებს, რაც ასევე აზიანებს კბილის მაგარ ქსოვილს. თუ მაინც ვერ ანებებთ თავს გაზიანი სასმელების მიღებას, შეეცადეთ პარალელურად დალიოთ წყალიც.
შეამცირეთ ალკოჰოლის რაოდენობა და მიღების სიხშირე !
ალკოჰოლი იწვევს დეჰიდრატაციას და პირის სიმშრალეს. ნერწყვის მცირე რაოდენობით გამოყოფა ხელს უწყობს კარიესის განვითარებას, რადგან არ ხდება კბილების ჩამორეცხვა. ალკოჰოლის ხშირი მომხმარებლები ასევე იმყოფებიან სიმსივნის განვითარების რისკის ქვეშ.
ერიდეთ სპორტულ სასმელებს
ისინი ჟღერენ ჯანსაღად, მაგრამ შაქარი, მათ მთავარი შემადგენელი ნაწილია. ამერიკის პედიატრთა აკადემია ამბობს, რომ სპორტული სასმელები, შეიძლება კარგი იყოს თქვენი სხეულის ფორმირებისთვი , მაგრამ უმეტესად არასაჭირო. დალევამდე კარგად წაიკითხეთ რა წერია ბოთლზე და შეეცადეთ შეარჩიოთ ის სასმელი რომელიც ნაკლები რაოდენობით შიცავს შაქარს.