სიახლე სიმართლე შაქრიან სასმლებსა და თქვენს ღიმილზე

  შაქრიანი სასმელები ღიმილი კბილები tkbili sasmeli smile shaqriani sasmeli ტკბილი სასმელი tkbili sasmeli kbilebi

  ტკბილი სასმელები ადამიანების  ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი თავშესაქცევია.

  სიმართლე არის ის, რომ ისინი არჯანსაღია, განსაკუთრებით ჩვენი კბილებისთვის და ღიმილისთვის.

 ყველას გვყავს მავნე ბაქტერიები პირის ღრუში, რომლებიც იკვებებიან ჩვენს მიერ მიღებული შაქრით. ბაქტერია ღებულობს ენერგიას შაქრისგან და წარმოქმნის რძემჟავას, რომელიც აზიანებს კბილის მინანარს. რის შედეგადაც ვითარდება კარიესი და ეროზიები. 

   სასმელების უმეტესობა, რომლებსაც ყოველდღიურად ვსვამთ, შეიცავენ ძალიან დიდი რაოდენობით შაქარს, ის სასმელებიც კი რომლებსაც შეიძლება ეწეროს „ჯანსაღი“ ან „სრულიად ნატურალური“.

   თუ გგონიათ, რომ  წვენების სმით დაზღვეული ხართ, ძალიან ცდებით.

 

vashlis wveni ვაშლის წვენი apple Juice კბილები 1ჭიქა ვაშლის წვენიშეიცავს იგივე რაოდენობის შაქარს, როგორც 1 ქილა გაზიანი სასმელი.

vashlis wveni ვაშლის წვენი apple Juice კბილები  ამერიკის სტომატოლოგთა ასოციაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ცნობილია, რომ შაქარი კალორიების დღიური ნორმის 10%-ს არ უნდა აღემატებოდეს.  ქალებისთვის ეს არის 10-15  ჩაის კოვზი დღეში, ხოლო კაცებისთვის 12,5- 18,75 ჩაის კოვზი დღეში. 1 ჭიქა ვაშლის წვენი ბევრ ადამიანს უკვე აყენებს დღიური დოზის ლიმიტზე. 

 

 

 

  შაქრიანი სასმელების რაოდენობის შემცირება და მათი შეცვლა ჯანსაღი პროდუქტებით, ძლიან კარგი იდეაა.

 მოგაწოდებთ შაქრით სავსე სასმელების და უკეთესი არჩევანის სიას.

ბევრი შაარი

უკეთესი არჩევანი   

გაზიანი სასმელი

წყალი

 ენერგეტიკული სასმელი

უშაქრო ჩაი

 შოკოლადიანი რძე

რძე

 სმუზი

გაზიანი წყალი

 ხილის პუნში ან წვენები 

 

  

  უკეთეს არჩევანში მოცემული სასმელები შეიცავს ძალიან დაბალი რაოდენობით შაქარს ან საერთოდ უშაქროა. რაც იმას ნიშნავს, რომ ეს სასმელები არ მისცემს ბაქტერიებს კვების და მჟავის წარმოქმნის საშუალებას. წყალი ასევე შეიძლება შეიცავდეს ფტორს, რაც კარგია კბილის მაგარი ქსოვილებისთვის, კალცი რძეში ასევე გეხმარებათ კბილების სიჯანსაღის შენარჩუნებაში.  ასევე ცადეთ სოიოს, ბრინჯის რძე კალცის დანამატით.

 

 tkbili sasmeli chai yava wveni ტკბილი სასმელი ჩაი ყავა წვენი თუ თვლით, რომ ვერ თმობთ დილაობით ტკბილ ყავას, ჩაის ან წვენს  ამ დროსაც არის გამოსავალი:

  • დალიეთ , არ მოწრუპოთ. წრუპვა ბაქტერიას აძლევს მეტ დროს კვებისთვის და მჟავის წარმოქმნისთვის. დალიეთ სწრაფად, ერთიანად.  ბავშვებს მხოლოდ ჭამის დროს მიეცით უფლება დალიონ წვენი და საწრუპიან ჭიქაში ჩაუსხით მხოლოდ წყალი.
  • ფტორი შენი მეგობარია. თუ თქვენი ონკანის წყალი ფტორირებულია, მაშინ დალიეთ ის კბილების გასაჯანსაღებლად. ფტორი იცავს კბილებს კარიესის განვითარებისგან. 
  • გაიხეხეთ კბილები და გამოიყენეთ ფლოსი. გაიხეხეთ კბილები ორჯერ დღეში და გამოიყენეთ ფლოსი ერთხლ დღეში. 8 წლამდე ბავშვებს დაეხმარეთ კბილების სრულყოფილად გასუფთავებაში. ასევე ეცადეთ რეგულარულად იაროთ სტომატოლოგთან.

 

  იმის ცოდნა თუ რომელი სასმელი ავნებს თქვენს კბილებს, უკვე კარგი დასაწყისია, დასახეთ მიზნები მთელი ოჯახისთვის და ეცადეთ შეასრულოთ ისინი.

 კარგი ჩვევები ბავშვობაში ყალიბდება, ამიტომ დაეხმარეთ თქვენს შვილებს გააკეთონ ჯანსაღი არჩევანი. იყავით კარგი მაგალითი  და თქვენ ყველას გექნებათ ლამაზი და ჯანმრთელი ღიმილი.

 


კომენტარები

სხვა სიახლეები