სიახლე კბილების გასწორება ბავშვებში

 კბილების გასწორება ბავშვებში კბილები ბრეკეტები ფირფიტები სინები კაპები  

   აღმოჩნდა, რომ ბავშვებში არასწორ თანკბილვასთან დაკავშირებული პრობლემების უმრავლესობის დიასგნოსტირება და წარმატებით მკურნალობა    შესაძლებელია, თუკი თქვენს ბავშვს ორთოდონტთან პირველ ვიზიტზე მიიყვანთ 5-6 წლის ასაკში. მაგრამ სამწუხაროდ მშობლების უმრავლესობას ბავშვები მოყავთ, როცა მუდმივი კბილების უმრავლესობა უკვე ამოიჭრა და როგორც ხშირად ხდება ხოლმე არასწორად. თუ როგორ მივხვდეთ დამოუკიდებლად, აქვს თუ არა ბავშვს თანკბილვასთან დაკავშირებული პრობლემები, რომელი ბავშვები არიან რისკის ჯგუფში, როდის სჯობს მკურნალობის დაწყება ბავშვებში და სხვა მრავალზე იხილეთ ჩვენს სტატიაში.

   

   რა არის ბავშვებში არასწორი თანკბილვის მიზეზი?

 ცნობილია, რომ მემკვიდრეობა თამაშობს უდიდეს როლს ყბა-კბილთა ანომალიების განვითარებაში. ამიტომ სასურველია, რომ ორთოდონტთან   პირველი კონსულტაცია მოხდეს 3-5 წლის ასაკში, რადგან ამ ასაკში ჯერ კიდევ შესაძლებელია პრობლემების თავიდან აცილება და თანკბილვის ანომალიების პროფილაქტიკა.

სოსკა საწოვარა მავნე ჩვევა არასწორი თანკბილვა ბავშვები,  თანკბილვის ანომალიების განვითარების მიზეზები უმეტეს შემთხვევაში ბავშვთა მავნე ჩვევებია.

   ხშირად არასწორი თანკბილვის განვითარება დაკავშირებულია ხელოვნურ კვებასთან, უფრო სწორად – მაწოვარასთან. სავალალო შედეგების თავიდან აცილების მიზნით საჭიროა სწორი მაწოვარას არჩევა – ორთოდონტიული, სადაც ნახვრეტი განლაგებულია ქვევიდან, რაც არ არღვევს ენის ბუნებრივ მდებარეობას. თანკბილვაზე ასევე მოქმედებს მატყუარა (სოსკა), რომლებზეც სჯობს უარი თქვათ სანამ ბავშვი 1 წლის გახდება. კიდევ ერთი დეტალი რასაც ყურადღება უნდა მიექცეს მატყუარას არჩევისას არის – ყელის განი. რაც უფრო ვიწროა მით უკეთესი, რადგან კბილებს შორის სივრცის არსებობას შეუძლია გამოიწვიოს საჭრელების ვერტიკალური დიზოკლუზია ანუ თანკბილვის ანომალია, როდესაც ზედა და ქვედა ყბის წინა კბილები არ არის შეხებაში, რის შედეგად მათ შორის ჩნდება ნაპრალი.

 

შეუძლია თუ არა მშობელს თავად განსაზღვროს სჭირდება თუ არა ბავშვს თანკბილვის გასწორება?

არასწორი თანკბილვა ბავშვებში კბილების გასწორება ყბის დეფორმაცია ორთოდონტიული მკურნალობა მშობლებმა უნდა მიაქციონ ყურადღება სუნთქავს თუ არა ბავშვი ცხვირით, ღია აქვს თუ არა პირი ძილში ან თამაშის დროს. როგორ ძინავს, ხომ არ ხვრინავს, ძილში ქვედა ყბა წინ ხომ არ მოაქვს. ღეჭავს თუ არა კბილებით ფანქრებს ან პასტებს – რადგან ეს ყველაფერი იწვევს არასწორი თანკბილვის განვითარებას. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ტერფის აგებულაბს და ბავშვის აღნაგობას. ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში სჯობს მიმართოთ ორთოდონტს.

რისკ ჯგუფში ხვდებიან ბავშვები ცხვირით სუნთქვის დარღვევით (ადენოიდებიანი და ალერგიული ბავშვები), აღნაგობის დარღვევით ან ხერხემლის პრობლემებით, მავნე ჩვევების მქონე ბავშვები, აგრეთვე ბავშვები, რომელთა მშობლებსაც აღენიშნებათ თანკბილვის ანომალიები. რისკ ჯგუფში ასევე ხვდებიან ბავშვები სისტემური დაავადებებით, როგორიცაა მაგ.: შაქრიანი დიაბეტი, აგრეთვე ბავშვები ნერვული სისტემის დაავადებებით. ასეთ შემთხვევებში მკურნალობა უნდა ჩატარდეს სხვა სპეციალისტებთან ერთად.

 

რომელი ასაკიდან უნდა დავიწყოთ თანკბილვის გასწორება ბავშვებში?

  რაც ადრე მით უკეთესი! პირველ   კონსულტაციაზე ექიმი-ორთოდონტი ატარებს   ზოგად დათვალიერებას, შემდგომ ხდება   კომპლექსური დიაგნოსტირება რაც მოიცავს:   რენტგენოლოგიურ კვლევებს, სამედიცინო   ფოტოგრაფირებას და სადიაგნოსტიკო   მოდელების  დამზადებას, რათა განისაზღვროს   თანკბილვის ანომალიების განვითარების   შესაძლო  მიზეზები. ამის შემდეგ ბავშვი იგზავნება სხვა სპეციალისტებთან რისკ ფაქტორების გამოსავლენად რაც დაკავშირებულია მის სომატურ ჯანმრთელობასთან. შედეგად დგება 1,5-2 წელზე გაწერილი მკურნალობის გეგმა, რომელიც გულისხმობს თვეში ერთხელ კლინიკაში ვიზიტს.       

3-დან 7 წლამდე ბავშვებში ჩვენ ვიყენებთ მოსახსნელ ფირფიტებს და მოუხსნელ აპარატებს, არასწორი თანკბილვა ბავშვებში კბილების გასწორება ყბის დეფორმაცია ორთოდონტიული მკურნალობაყველაფერს რაც დაგვეხმარება მავნე ჩვევების თავიდან აცილებაში, ყბების გაფართოებაში, ლოგოპედური პრობლემების მოგვარებაში. კიდევ ერთი ჯგუფი ორთოდონტიული აპარატების გახლავთ – ფუქციონალური აპარატები, ანუ ისეთი, რომლებიც აქტიურად მოქმედებენ და ახდენენ ყბა-სახის მიდამოს კუნთების მუშაობის გადაწყობას. აცილებენ ლოყების და ტუჩების ზეწოლის, ათავისუფლებენ კბილთა რკალებს, რათა მიეცეთ ბუნებრივად განვითარების საშუალება, რბილი ქსოვილების ზეწოლის გარეშე.

 

რა თავისებურებები გააჩნია კბილების გასწორებას 12 წლის ასაკში?

   მოზრდილ ასაკში ჩვენ უკვე ვიყენებთ მოუხსნელ კონსტრუქციებს, რადგან საქმე ეხება უკვე ჩამოყალიბებულ კბილებს, ხოლო ხშირად კი ჩონჩხოვან ანომალიებს. 12 წლის ასაკში კბილების გასწორება დაკავშირებულია ბრეკეტ-სისტემასათან. ბრეკეტების ფიქსაცია ბავშვებში იმ პერიოდიდან ხდება, როდესაც პირის ღრუში უკვე ამოიჭრება ყველა მუდმივი კბილი ანუ სადღაც 10 დან 12 წლამდე. თუმცა ბრეკეტების ტარება შესაძლოა თავიდან ავიცილოთ. ექიმთან დროული მიმართვა დაგეხმარებათ ამაში. რა თქმა უნდა ამ საკითხში დიდი პასუხისმგებლობა აწევს მშობელს. პირველ რიგში სპეციალისტთან ბავშვის დროული მოყვანა, ხოლო მეორე ყველა მისი დანიშნულების შესრულება.

 

ყველა ბავშვს სჭირდება თანკბილვის გასწორება?

   ნებისმიერ გასწორებას წინ უსწრებს საფუძვლიანი დიაგნოსტიკა. მისი სწორედ ჩატარების შემდეგ თანკბილვა შესაძლოა გაუსწორდეს ყველა პაციენტს. ყველაზე მთავარი რაც უნდა იცოდეს მშობელმა – მნიშვნელოვანია თქვენი ბავშვი მიიყვანოთ მცოდნე სპეციალისტთან. რაც ადრე მით უკეთესი.

   თქვენი შვილის ჯანმრთელობა და სილამაზე თქვენს ხელშია!

   არ ღირს დაელოდოთ იმ მომენტს როდესაც მისი თანკბილვის ანომალია ყველასთვის შესამჩნევი გახდება. ლამაზი ღიმილი – არა მხოლოდ სასურველია იგი შესაძლებელიცაა !

 

 


კომენტარები

სხვა სიახლეები