თუ ფიქრობთ, რომ ხართ ძალიან დაკავებული, ცოტახნით წარმოიდგინეთ საკუთარი თავი ბავშვად, სკოლის დატვირთული გრაფიკით, სპორტული აქტივობებით, საშინაო დავალებებით, ოჯახისთვის განკუთვნილი დროით და ამავდროულად ყოველდღე სწავლობთ თავის მოვლას და უამრავ სიახლეს აწყდებით.
თავის მოვლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი არის კბილების გახეხვა. მიაჩვიოთ შვილი ყოვედღე დღეში ორჯერ 2-2 წუთით იხეხოს კბილები არ არის მარტივი საქმე, მაგრამ პატარა კრეატიულობა ძალიან დაგეხმაებათ ბავშვების პირის ღრუს ჯამრთელობის შენარჩუნებაში.
გამოყავით 4 წუთი გასართობად
მხოლოდ ტაიმერის დაყენება და ზედამხედველის როლში ყოფნა არ არის საკმარისი- დღეში ორჯერ 2 წუთით კბილების ხეხვა აქციეთ სახალისო ღონისძიებად! ჩართეთ თქვენი შვილის საყვარელი სიმღერა და მოაწყეთ 4წუთიანი საცეკვაო წვეულება, ვიდეოებიც ან კბილების ხეხვის პროგრამებიც დაგეხმარებათ დროის სწრაფად გაყვანაში. მაქსიმალურად ეცადეთ ეს 2 წუთი გახადოთ სხალისო და საინტერესო .
დააჯილდოვეთ კარგად გახეხილი კბილებისთვის
რა არის თქვენი შვილის მოტივაცია? მაგაითად თუ სტიკერებია მიეცით უფლება აიღოს ერთი ყოველი გახეხვის შემდეგ, თუ უყვარს კითხვა მიეცით უფლება ძილისწინ წასაკითხად თვითონ აირჩიოს წიგნი, შეიძლება მხოლოდ დიდი ღიმილი და სიტყვები „ მე ძალიან ვამაყობ შენით „ იყოს საკმარისი .
პერსონაჟებიც ითვლება
ვინ არის თქვენი შვილის საყვარელი პერსონაჟი? ბევრი ბავშვის წიგნებში და შოუებში არის ისტორიები კბილების გახეხვაზე, უყურეთ და წაიკითხეთ ერთად, რადგან როდესაც გამოხეხვის დრო დადგება თქვენ შეძლებთ პერსონაჟების გამოყენებას კარგი მაგალითისთვის.
მოიგონეთ ისტორიები
ვერ იპოვეთ ისტორია ან პერსონაჟი თქვენი შვილისთვის? მოიგონეთ საკუთარი. თქვენი შვილი შეიძლება იყოს ერთადერთი სუპერ გმირი რომელსაც შეუძლია დაამარცხოს ცუდი არსებები რომლებიც იწვევენ კარიესს !
იშოპინგეთ ერთად
მიეცით ბავშვს უფლება თვითონ აირაჩიოს საკუთარი კბილის ჯაგრისი და კბილის პასტა. პერსონაჟიანი კბილის ჯაგრისი კიდევ უფრო სახალისოს ხდის კბილების ხეხვას. ფტორირებული კბილის პასტების დიდი არჩევანი არსებობს, ფერშიც და გემოთიც.
აქციეთ კბილების ხეხვა ოჯახურ ღონიძიებად
ბავშვები სწავლობენ თქვენგან, ამიტომ იყავით კარგი მაგალითი. ოჯახს, რომელიც ერთად იხეხავს კბილებს კიდევ უფრო მეტი მიზეზი აქვთ გასაღიმებლად.