სიახლე რა გავლენას ახდენს პირით სუნთქვა ბავშვის სახის სტრუქტურაზე ?!

   სუნთქვა არის სიცოცხლე. ის ცხოვრების იმდენად ბუნებრივი ნაწილია, რომ ადამიანების უმეტესობა არც კი ფიქრობს ამაზე..

პირით სუნთქვა ბავშებში

 

   მაგალითად, იცით თქვენი შვილი პირით სუნთქავს თუ ცხვირით? მშობლების უმეტესობას ამ კითხვაზე პასუხი არ აქვთ, იმის ცოდნაზე თუ რაოდენ დიდ ზიანს აყენებს პირით სუნთქვა ბავშვის ორგანიზმს ლაპარაკიც კი ზედმეტია..

თუ თქვენი ბავშვი სუნთქავს პირით, ამას  შეუძლია გავლენა იქონიოს იმუნურ სისტემაზე, კონცენტრირებაზე, ხასიათზე და ასევე შეუძლია შეცვალოს სახის ძვლების განვითარება.

პირით სუნთქვას შეუძლია შეცვალოს თქვენი ბავშვის მთლიანი სხეულის განვითარება, ისევე როგორც შეცვალოს ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მთელი ცხოვრების მანძილზე.

   ექ. რეიმონდ სილკმანი გვიზიარებს თავის მრავალწლიან გამოცდილებას პაციენტებთან, ააშკარავებს ორთოდონტიულ მიდგომას და გვაჩვენებს უფრო დიდ სურათს, თუ რა ხდება როდესაც ბავშვი სუნთქავს პირით... 

 

ნორმალური სუნთქვა

პირით სუნთქვას ცხვირით სუნთქვასთან შედარებით აქვს სრულიად დამანგრეველი ეფექტი ბავშვის ორგანიზმზე. ადამიანები არ არიან შექმნილნი პირით სუნთქვისთვის. პირი არის შექმნილი ბხოლოდ ბგრების გამოსაცემად და საკვების მისაღებად. სხვა ყველა დანარჩენ შემთხვევაში პირი უნდა იყოს მოდუნებულ მაგრამ დახურულ მდგომარეობაში.

როდესაც ბავშვი სუნთქავს ნორმალურად, სუნთქვა არის ჩუმი, რიტმული და ძალდაუტანებელი, ნორმაში ჰაერი შეისუნთქება ცხვირიდან, მაშინ როდესაც ტუჩები დახურულია. დიაფრაგმა ქაჩავს ჰაერს ფილტვებში და მთლიანად ავსებს მათ. როდესაც სხეული სრულიად ოქსიგინირებულია, ნერვულ სისტემას ეძლევა საშუალება იყოს პარასიმპატიკულ მდგომარეობაში. მოდუნებული მდგომარეობა რომელიც არის აუცილებელი ორგანოების სწორი ფუნქციონირებისათვის.  

 

სახის სტრუქტურა პირით სუნთქვასახის სტრუქტურა და პირით სუნთქვა

პირით სუნთქვას აქვს ფართო სპექტრის შედეგები, გამაღიზიანებლობით დაწყებული ჯანმრთელობის გაუარესებით დასრულებული. ძირითადი პრობლემები მოიცავს ქრონიკულად მშრალ ტუჩებს,   პირის ღრუს და კბილებს, რაც შემდგომში ხელს უწყობს კარიესის განვითარებას, თუმცა უფრო ხშირად პირით სუნთქვა იწვევს კბილების სიმჭიდროვეს,  ყბების განუვითარებლობას და სახის განვითარების ჩამორჩენას.

როდესაც პირით სუნთქავთ დიდი ხნის განმავლობაში ლოყის კუნთები იჭიმება, დაჭიმული კუნთები ახდენს დიდ ზეწოლას ყბებზე, რაც ქმნის შემავიწროვებელ ეფექტს კბილთა რკალზე და სასაზე. ასევე ენა რომელიც ბუნებრივ მდგომარეობაში უნდა ებჯინებოდეს პირის ღრუს ზედა ნაწილს, ვარდება ქვემოთ, ზედა კბილთა რკალი ვიწროვდება და სახის შუა მესამედი არ განვითარდება ნორმალურად.

 

ჟანგბადის ნაკლებობის შედეგი

  ჟანგბადის ნაკლებობა პირით სუნთქვაპირით მსუნთქველები სუნთქვისთვის ხშრად იყენებენ სხეულის არასწორ ნაწილებს, ისინი ახორციელებენ სუნთქვას მკერდის ზედა ნაწილში, დიაფრაგმის საწინააღმდეგოდ. ვინაიდან სხეულს ჭირდება დიდი ენერგიის დახარჯვა ჩასუნთქვისას ნეკნების გასაწევად, სუნთქვა გართულებულია. ამ დროს ფილტვებში საკმარისი რაოდენობით ჰაერი არ გროვდება, რის გამოც ორგანიზმს არ მიეწოდება საკმარისი რაოდენობით ჟანგბადი. ამის გამო შეიძლება განუვითარდეთ მთქნარების ჩვევა, ამ გზით სხეული ცდილობს შეავსოს ჟანგბადის ნაკლებობა.

 ამ სახის სუნთქვა არამდგრადია, არღვევს ბიოქიმიურ სისტემას და იმ ორგანოების მდგონარეობას რომლებიც უნდა ფუნქციონირებდნენ მშვიდი ნერვული სისტემით: საჭმლის მომნელებელი სისტემა, ნუტრიცენტების დისტრიბუცია, ძილი და ჰორმონალური ფონი, ზრდა, ხასიათის ფორმირებას და ბევრი სხვა.

 პირით სუნთქვა ასევე ძალიან დიდ გავლენას ახდენს ბავშვის მენტალურ განვითარებაზე. ჟანგბადის დეფიციტის გამო მათ უჭირთ ღამე დაძინება. გაღვიძებისას არიან დაღლილები, უჭირთ კონცენტრირება და ყურადღების მოკრება.    

 

სტრუქტურული ცვლილებები სხეულშისტრუქტურული ცვლილებები სხეულში

ანომალური სუნთქვისგათ გამოწვეული განვითარების ნაკლებობის კომპენსაციისთვის,  სხეული ანვითარებს თავის წინა მდებარეობას.  ეს თავის მხრივ იწვევს დიდ სტრესს კისერზე, მხრებზე და ხერხემლის კუნთებზე. შედეგად ვიღებთ ქრონიკულად დაჭიმულ კისერს, თავს, მხრებს, წელს.

სხეულის ცვლილებები გრძელდება თეძოების დეფორმაციით, შემდეგ კოჭების, ტერფების, ასევე შინაგან ორგანოების, რომლებიც დამოკიდებულია ნორმალურ აღნაგობაზე.

 


კომენტარები

სხვა სიახლეები